წყარო აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფრენცია
ფოტომასალა აღბულია საიტიდან http://events.mematiane.ge/index.php
ომი დაიწყო 12 (24) აპრილი 1877 წელი დასრულდა 19 (03 მარტი) თებერვალი 1878 წელი, გარდაიცვალა თურქეთის მხარე სულ 120 ათასი. 30 000 საბრძოლო მოქმედებებში, 90 000 გარდაიცვალა ჭრილობებით და ავადმყოფობით. რუსეთის მხარე გარდაიცვალა სულ 103 ათასი. 16 000 საბრძოლო მოქმედებებში, 87 000 ჭრილობებით და ავადმყოფობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო IშშN 2298-0776
სარედაქციო საბჭო შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდეს ავტორთა მოსაზრებებს. ავტორთა სტილი დაცულია. ოთარ გოგოლიშვილი
რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი და ქართველები
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ერის ისტორიაში. ქართველებს იმედი მიეცათ, რომ აჭარა და
საერთოდ მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ამჯერად მაინც დაუბრუნდებოდა დედასამშობლოს. აჭარის, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ ,,ოსმალოს საქართველოს” საკითხისადმი ქართული საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა XIX ს-ის 60-იან წლებში. ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ცდილობდნენ კავშირი აღედგინათ თურქების მიერ დაპყრობით ძირძველ ქართულ მიწაზე მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებთან.
რუსეთ-თურქეთის ომის წინ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს: დიმიტრი ბაქრაძემ, გიორგი ყაზბეგმა, მამია გურიელმა, ივანე კერესელიძემ, გიორგი წერეთელმა და სხვებმა. ივანე კერესელიძე შეხვდა და ესაუბრა აჭარაში პოპულარულ პიროვნებას, აჭარელთა თავკაცს შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს. სწორედ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ საქართველოში დაიწყო სახალხო ლაშქრის შედგენა. სულ ომის პერიოდში სახალხო ლაშქარში შევიდა 38 ათასზე მეტი კაცი.
აჭარელი პატრიოტები ემზადებოდნენ არსებული ხელისუფლების დამხობისა და საქართველოსთან შეერთებისათვის. მზადდებოდა აჯანყება, რომელსაც შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯერ კიდევ ადრე ქობულეთის
ხიმშიაშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1833_92)რუსეთის გენერალი სოფ.ქოჩახი ხულო აჭარა(იხ.მეტი)
ჯერ კიდევ ადრე ქობულეთის აჯანყების შესახებ ს. მესხი, ე. მელიქიშვილს თბილისიდან საზღვარგარეთ წერდა: ,,ქობულეთში ოსმალის ქართველების აჯანყება როგორ მოგწონს — აი, იქნება გაწყრეს ღმერთი და რამე გამოვიდეს — ძალიან სანატრელია, რომ ოსმალო დააწიოკონ — იქნებ ეს ჩვენი ქართველები, რომლებიც იქ იმდენია, რამდენიც რუსეთის საქართველოში (ერთ მილიონზე მეტი) ჩვენ შემოგვიერთონ, ბლომად ვიქნებით, კარგია ყოველ შემთხვევაში” (სერგეი მესხი, 1980:190). ომი ორ ფრონტზე მიმდინარეობდა: ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ამიერკავკასიაში. რუსეთი, რომელმაც მარცხი იწვნია ყირიმის ომში, მომზადებული შეხვდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველების მონაწილეობა ამ ომში, რომლებიც ორივე ფრონტზე წარმატებებს აღწევდნენ. ჯარების მთავარსარდლებად დაინიშნენ მეფის ბიძაშვილები: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბალკანეთში, ხოლო მიხეილ ნიკოლოზის ძე კავკასიაში.
მიხეილ რომანოვი (1832-1909) — იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მეოთხე ვაჟი. მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. გენერალ-ფელდმარშალი (16 აპრილი, 1878), გენერალ ფელდცეიჰმეისტერი (1852). კავკასიის მეფისნაცვალი 1881 წლის 23 ივლისამდე.
კავკასიაში ბრძოლის მეორე დამხმარე ასპარეზსს შეადგენდა ზღვისპირეთი. ე.წ. რიონის მხარე. აქ ჯარების მეთაური იყო გენერალ-ლეიტენანტი ოკლობჟიო, რომლის განკარგულებაში იყო 51600 კაცი და 20 ქვემეხი.
генерал-лейтенант Иван Дмитриевич Оклобжио. 1821 იტალია 1880 თბილისი
გენერალ ლეიტენანტი ივანე დიმიტრის შე ოკლობჟიო
ამ ჯარებიდან უშუალოდ საბრძოლველად გამოეყო ე.წ. ,,ოზურგეთის რაზმი” (25 ათასი მებრძოლი 2 ბატარეით). შემდგომ ,,ქობულეთის რაზმად” წოდებული. მას თვით ოკლობჟიო მეთაურობდა. შტაბის უფროსად კი პოლკოვნიკი გ. ყაზბეგი დაინიშნა.
ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (1840-1921) რუსეთის გენერალი სტეფანწმიდა(ყაზბეგი) (იხ.მეტი)
კავკასიის არმიის დანარჩენი ნაწილი განლაგებული იყო მთელ კავკასიაში. მცირერიცხოვანი გარნიზონები იდგნენ ფოთში, სოხუმში, ქუთაისში და შავიზღვისპირეთის ქალაქებსა და სიმაგრეებში. იგი იცვლებოდა ომის დაწყებამდე და საბოლოოდ შემდეგი სახით დამტკიცდა:
1. შეტევის განვითარება ბათუმის, არტაანის, ყარსის და ბაიაზეთის მიმართულებით.
2.არ დაეშვათ ოსმალეთის დესანტის გადასხმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და შემოჭრა ამიერკავკასიაში.
3. არ დაეშვათ აჯანყება ჩრდილო კავკასიაში. ომის დასაწყისშივე დაზუსტდა ომის გეგმა და მთელი სიმძიმე ქობულეთის რაზმს დააწვა, ამიტომ იგი გააძლიერეს. ენერგიულად ემზადებოდა ომისათვის თურქეთიც. ამ ომს ოსმალეთში სამკვდრო-სასიცოცხლო მოვლენად მიიჩნევდნენ.
შიპკის უღელტეხილზე ბრძოლებში უდიდესი გმირობა გამოიჩინა არტილერიის მე-3 ბრიგადის თავადმა ივანე ონისიმეს ძე ვაჩნაძემ (მეგრელიძე შ.,1974:66).
ვაჩნაძე ალექსანდრე ივანეს ძე (1855-1922) რუსეთის გენერალი სოფ,კოლაგი გურჯაანი კახეთი(იხ.მეტი) ფოტოზე ივანეს შვილი ალექსანდრე, რომელიც ასევე იბრძოდა ამ ომში
ასევე თავი გამოიჩინეს: არტილერისტმა ვასო მაყაშვილმა, პორუჩიკმა აბულაძემ, პროპორშჩიკმა შენგელიძემ და სხვებმა.
შიპკის (შიპკის უღელტეხილი (ბულგ. Шипченски проход) — უღელტეხილი ბულგარეთში, სტარა-პლანინის მთებში. სიმაღლე 1190 მ. შიპკის უღელტეხილზე გადის კაზალნიკ-გაბროვის საავტომობილო გზა.)
ბრძოლებში მონაწილეობდა და განსაკუთრებით თავი ისახელა ფლიგელ-ადიუტანტმა, გენერალ-მაიორმა ნ. მინგრელსკიმ (დადიანი). მან დაიმსახურა წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი და ოქროს ხმალი წარწერით `მამაცობისათვის”. გარდა ამისა მის მკერდს ამშვენებს წმინდა გიორგის ორი ორდენი.
დადიანი ნიკოლოზ დავითის ძე (1847-1903) რუსეთის გენერალი ზუგდიდი სამგრელო(იხ.მეტი)
ომის გამოცხადების პირველ დღესვე 24 აპრილს გაჩაღდა ბრძოლა მეორე ასპარეზზე. კავკასიაში მოქმედი კორპუსის ძირითადმა ძალებმა გენერალ-მაიორ ლორის მელიქოვის მეთაურობით მდ. არფაჩაი (არფა, აღმოსავლეთი არფაჩაი (აზერბ. Arpaçay; სომხ. Արփա) — მთის მდინარე სომხეთსა და ნახჭევანში (აზერბაიჯანი), მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი.)გადალახეს. აქ ავანგარდში მოქმედებდა გენერალ-მაიორი ზ.ჭავჭავაძის კავალერია. 5 დღიანი ბრძოლის შემდეგ იგი ყარსის (ყარსი (ძვ. ქართულ წყაროებში კარი, თურქ. Kars, სომხ. Ղարս ან Կարս, ქურთ. Qers, ბერძ. Kάρς ან Kαρσούντα) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ყარსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ყოფილი სანჯაკის ცენტრი თურქულ ვილაიეთ ერზრუმში.) მახლობლად აღმოჩნდა.
ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე (1825-1905) რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი(იხ.მეტი)
7 მაისს მაიორ იოსელიანის ცხენოსანი დივიზია, რომელსაც იუნკერი ნაკაშიძე მეთაურობდა მდინარე მტკვარზე გადავიდა. ამ ბრძოლებში დაატყვევეს ქალაქის კომენდატის შვილი ინჟინერი მაჰმედ ტატლი ოღლი. დააჯილდოვეს ნაკაშიძე და 20 მოხალისე. 17 მაისს დაიწყო ბრძოლა არტაანისათვის (არტაანი (თურქ. Ardahan) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე.) მის მთავარ სიმაგრეს გიულივერდის სიმაღლეები და ფორტი ემირ-ოღლი შეადგენდა. ამ გამაგრებული ადგილების დაკავება თავად მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბს დაევალა. ამირეჯიბმა ბრწყინვალედ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამისათვის მან დაიმსახურა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი. ბრძოლებში თავი ისახელეს ბატარეის მეთაურმა მუსხელიშვილმა (მუსხელიშვილი (მუსხელოვი) ალექსანდრე ივანეს ძე (1835- 1897) რუსეთის გენერალი ქართლი) პირველი აიჭრა მტრის სიმაგრეებზე ი. მიქელაძის ასეული. 8 საათიანი ბრძოლის შემდეგ არტაანი კავკასიის მებრძოლთა ხელში იყო.
ამირეჯიბი მიხეილ ქაიხოსროს ძე (1833-1903) რუსეთის გენერალი სოფ.ავლევი ქარელი ქართლი(იხ.მეტი)
მიქელაძე ალმასხან ოტიას ძე (1834-1915) რუსეთის გენერალი სოფ.კულაში სამტრედია
არტაანის აღების შემდეგ ახალციხის რაზმი დაიშალა. არტაანის აღება ეს იყო მიმდინარე ომში კავკასიისა და საერთოდ რუსეთის არმიის პირველი გამარჯვება. ამიტომ მას უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. 17 მაისს ყარსთან ორი არმიის საკავალერიო ძლიერი ბრძოლა მოხდა. გენერალ ჭავჭავაძის კავალერიამ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა გენერალი ჩოლოყაშვილი. 1877 წლის 11 მაისს იგი გარდაიცვალა.
ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-77) რუსეთის გენერალი თბილისი(იხ.მეტი)
ყარსთან ბრძოლაში თავი ისახელეს დაღესტნის ცხენოსან მე-2 რეგულარული პოლკის შტაბის — კაპიტანმა იოსელიანმა, 133-ე ქვეითი არმიის პოლკის კაპიტანმა ჩიჩუამ, 56-ე ელიზავეტპოლის პოლკის მაიორმა მაყაშვილმა და სხვა მრავალმა.
მაყაშვილი სოლომონ ზაქარიას ძე (1855-1920) რუსეთის გენერალი ქართლი(იხ.მეტი)
დრამ-დაგასთან გაჩაღებულ ბრძოლაში მთავარი გმირი იყო გენერალი ამილახვარი. ბრძოლის წინ მან ამანათი მიიღო საქართველოდან, რომელშიც შავი დროშა იყო და რომლითაც იგი ჩოლოქთან იბრძოდა ოფიცრის ჩინით. ეს დროშა მას გაუგზავნა ჩოლოქის ქართული დრუჟინის მეთაურის ჯანდიერის შვილმა.
ბრძოლის წინ ამილახვარი, მიუთითებდა რა დროშაზე, მებრძოლებს მიმართავდა: ,,ბიჭებო! ეს დროშა შეჩვეულია მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას, მის ჩრდილქვეშ 1854 წლის 4 ივლისს ჩვენ სახელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ჩოლოქზე, ღმერთი გვიშველის დღევანდელ დღესაც” (მეგრელიძე შ., 1974:70-71).
ამილახვარის მეთაურობით 1877 წლის 4 ივლისს დრამდაგასთან განადგურებული იქნა თურქეთის არმია. სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა ზივინთან (ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევ. ქ.ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი.)
აქ თავი ისახელა გენერალ ჭავჭავაძის კავალერიამ. თბილისის მე-15 პოლკის შტაბს-კაპიტანმა ორბელიანმა, კაპიტანმა მაჭავარიანმა, პოლკოვნიკმა ჩოლოყაშვილმა, ვაჩნაძემ და სხვებმა.
ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე (1829-1905) რუსეთის გენერალი სოფ. ჭალა კასპი ქართლი(იხ.მეტი)
დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა მუსტაფა-ფაშა, რომელიც გზადაგზა ანადგურებდა და სპობდა ქრისტიანებით დასახლებულ სოფლებს. იგი არ ინდობდა ბავშვებს და მოხუცებს.
კავკასიის ბრძოლის პირველი პერიოდი მოქმედი კორპუსის მარცხნივ ზივინთან და საზღვრებთან უკან დახევით დამთავრდა. შერიფ-ბეგი აქტიურად უწყობდა ხელს გამარჯვების მოპოვებას. შერიფი დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის სარდლობისაგან, რომ მას დაეჩქარებინა აჭარის აღება: ,,17 იანვარს შერიფ-ბეგის დაჟინებით არმიის შტაბის უფროსმა უბრძანა პოლკოვნიკ ტრეიტერს კავშირი გაება გენერალ კომაროვსა და შერიფ-ბეგთან და პირადი წინამძღოლობით შავი ზღვის ფლოტელთა ორივე ბატალიონი დაეძრა დღვინისკენ, შემდეგ კი აჭარისაკენ” (Толикеев, материали для описании русско- турецкой войны 1877-1878 гг. Т. 4:389).
დიდი ბრძოლები გაიმართა მდ. ჩოლოქზე. განსაკუთრებით ძლიერი ბრძოლები იყო მუხაესტატესა და ხუცუბნისათვის. სწორედ ამ ბრძოლებში ისახელა თავი დანიბეგაშვილის რაზმმა, რომელმაც იერიშით აიღო ხუცუბნის ყორღანი, რომელსაც მებრძოლებმა დანიბეგაშვილს ყორღანი შეარქვეს. რუსეთის მთავრობა დიდ იმედს ამყარებდა ადგილობრივ მოსახლეობაზე.
დანიბეგაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე 1860-იანი წლები რუსეთის გენერალი (იხ.მეტი)
გაზეთი ,,დროება” იტყობინებოდა, რომ: ,,შორაპნის მაზრაში მთავრობის მოთხოვნილებით ყოველ ას გლეხზე ორი გლეხი უნდა წასულიყო ლაშქარში, მსურველი კი ათჯერ მეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხალისით მიდიოდნენ ლაშქარში გურულები” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V. 1970:441). განსაკუთრებით გამოირჩეოდა გურიის ლაშქარი შტაბს კაპიტან გურიელის მეთაურობით. ოზურგეთის რაზმს ქობულეთის რაზმი ეწოდა. აქვე იბრძოდა პირველი და მეორე ქართული დრუჟინა. განსაკუთრებული დღე იყო 25 აპრილი, როცა ქობულეთის რაზმი ძლიერი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. კაპიტან მაყაშვილს დაევალა სიმაღლის აღება და თანდროშა უნდა აღემართა. ბრძოლის ველზე დაეცა 16 მამაცი ლიხაურელი. კაპიტან მაყაშვილს მე-4 ხარისხის ორდენი უბოძეს წარწერით ,,მამაცობისათვის” ხოლო შემდგომ იგი რუმინეთის მეფემ დააჯილდოვა ,,რუმინეთის ვარსკვლავის ორდენით”.
გურიელი გრიგოლ დავითის ძე1819-92) რუსეთის გენერალი ოზურგეთი გურია(იხ.მეტი)
ქობულეთის რაზმი მხოლოდ ივლისის დასაწყისში მივიდა ციხისძირის სიმაგრემდე, რომლის გადალახვა ვერცერთ ომში ვერ შეძლო რუსეთის არმიამ.
რუსეთის ჯარების მიერ ბათუმისა და მისი მიდამოების დაკავების შესახებ კალენდარული გეგმა ყოფილა შედგენილი ასეთი განრიგით: ქობულეთი, სამება,
კვირიკე — 17 აგვისტოს, ციხისძირი-21 აგვისტოს, ჩაქვი — 24 აგვისტოს, ართვინი, ბორჩხა და აჭარა — 23 აგვისტოს. ქალაქი ბათუმი — 25 აგვისტოს (ახვლედიანი ხ.ა., 1956:134).
ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ შორის ყველაზე ძლიერი შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი მტკიცედ ადგა აჭარის საქართველოსთან შეერთების გზას (საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.V. 1970:447).
ომის დაწყებისთანავე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აფხაზეთში. აფხაზეთის მოსახლეობამ შექმნა ე.წ. ,,სამურზაყანოს მილიცია” და აქტიურად იბრძოდნენ ოსმალთა წინააღმდეგ, თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში თავი ისახელეს სამურზაყანოს ასეულიდან ბათა ემუხვარმა, თავადებმა ალმასხან და ჩიგო მარშანიებმა. თურქებმა ხელთ იგდეს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია და მოსახლეობის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ აამხედრეს, ხოლო კავკასიის მთებში აჯანყება მძვინვარებდა. ძალიან ბევრი ქართველი მონაწილეობდა პლევნის ბლოკადაში (პლევანი (ბულგ. Плевен) — ისტორიულად ცნობილია როგორც პლევნა. არის მეშვიდე ყველაზე დასახლებული ქალაქი ბულგარეთში. პლევანი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს პლევანის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს, ქალაქის გარშემო არის პლევანის მუნიციპალიტეტი). თავი ისახელა ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი (ბაგრატიონმა) რომელიც ერთადერთი იყო დუნაის მთელ არმიაში, რომელიც პლევნის იერიშის წინააღმდეგი იყო.
ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1837-1900) რუსეთის გენერალი სანკტ პეტერბურგი(იხ.მეტი)
მე-9 დივიზიას ხელმძღვანელობდა ლაშქარაშვილი, მარცხენა ფლანგზე განლაგებულ ჯარებს მეთაურობდა გენერალი მანველაშვილი. თავი გამოიჩინეს გენერალ-ლეიტენანტმა შანშიაშვილმა.
მანველიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1824-1906), რუსეთის გენერალი ახმეტა კახეთი, შეიძლება იყო გურული თავადების შთამომავალი(იხ.მეტი)
სუმბათაშვილმა, რომელმაც დაიმსახურა ორდენი ,,რუმინეთის ვარსკვლავი”
სუმბათაშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1831-1920) რუსეთის გენერალი(იხ.მეტი)
აღსანიშნავია იმპერატორ ალექსანდრე მე-2-ის დუნაის არმიაში 1877-1878წწ. ყოფნის დღიურები. გადმოცემულია 28-29 ნოემბრის მოვლენები, თუ როგორ განიცდის და ნერვიულობს იმპერატორი პლევნასთან დროებით წარუმატებლობებზე. ნახსენებია გენერალი ლაშქარევი, რომელსაც თურმე ცხენი მოუკლეს
ალექსანდრე მე-2-ე ცხოვრების წლები: 17 აპრილი (29 აპრილი, 1818, მოსკოვი - 1 მარტი (13), 1881, სანქტ-პეტერბურგი სრულიად რუსეთის იმპერატორი, პოლონეთის ცარი და ფინეთის დიდი ჰერცოგი 1855-1881
შეტევისას (“სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში” 2009: 173).
ბაგრატიონ-მუხრანსკი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) რუსეთის გენერალი სოფ.მუხრანი მცხეთა შეიძლება ფოტო და სახელი გვარი სხვისია, ეპოქა და პერიოდი ზუსტად ემთხვევა (იხ.მეტი)
განსაკუთრებით ისახელა თავი ლაზარევის რაზმში ყირიმის ომის გმირმა პოლკოვნიკმა ქავთარაძემ, მისმა გამარჯვებამ საშუალება მისცა ლაზარევს მთელი ძალებით გაეშალა შეტევა. მას წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენი უბოძეს. ბრძოლის მე-3 ეტაპზე განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ამირეჯიბის ცხენოსანთა ნაწილებმა, მისმა შეტევამ აიძულა თურქები ბანაკი დაეტოვებინათ მთელი თავისი სიმდიდრით (46 ქვემეხი). გამარჯვების მთავარი გმირი ამირეჯიბი დაჯილდოებული იქნა წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენით, ხოლო 8 ნოემბერს მას გენერალ-მაიორობა უბოძეს. 18 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტმა ლაზარევმა ყარსი აიღო ღამის ბრძოლებით. ეს იყო სანიმუშო მაგალითი, რომლის მსგავსი სუვოროვის მიერ იზმაილის აღების შემდეგ სამხედრო ხელოვნების ისტორიას არ ახსოვს. ყარსის ბრძოლებში თავი ისახელეს პორუჩიკმა აბაშიძემ, ბაგრატიონმუხრანელმა, პოლკოვნიკმა ქავთარაძემ და სხვებმა. არზრუმის ბლოკადის დროს თავი გამოიჩინა ამირეჯიბმა, რომელსაც სტანისლავის I ხარისხის ორდენი ხმლით უბოძეს.
ლაზარევი ივან დავითის ძე (1820 შუშა ყარაბახი-1879 თბილისი) გენერალ-ადიუტანტი
ქავთარაძე ალექსი გაბრიელის ძე (1821-1907) რუსეთის გენერალი ქართლი(იხ.მეტი)
1878 წლის 31 იანვარს დროებითი ზავი დაიდო ქ. ანდრიანოპოლში. 8 მარტს გაფორმდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება. სწორედ ამ ზავით რუსეთს აზიაში ეძლეოდა არტაანი, ყარსი, ბათუმი და ბაიაზეთი, მათ ირგვლივ მდებარე ტერიტორიები სოღანლუღის მთებამდე.
ამ ზავით უკმაყოფილო ინგლისი ემზადებოდა იმისათვის, რომ ამიერკავკასია მოეწყვიტა რუსეთისათვის. აგრესორთა გეგმებში განსაკუთრებული ადგილი ენიჭებოდა სამხრეთ-საქართველოს, რომელშიც სამი საუკუნის განმავლობაში თურქებმა ისლამი დანერგეს. სან-სტეფანოს ზავი მიუღებელი აღმოჩნდა ინგლისისათვის. ამიტომ 1878 წ. 18-30 მაისს ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ინგლის-რუსეთს შორის. ამ შეთანხმების თანახმად რუსეთი გარკვეულ დათმობებზე წავიდა, თუმცა ინგლისი ცნობდა რუსეთს მიეღო ბათუმი, ყარსი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. 1878 წლის 13 ივლისს ბერლინის კონგრესის მუშაობაში ევროპის სახელმწიფოების 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სულ ჩატარდა 13 სხდომა, განსაკუთრებით დაიძაბა მდგომარეობა ბათუმის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით. 1878 წლის 30 მაისის შეთანხმებას ინგლის-რუსეთს შორის დიდი ხმაური მოყვა. თურქეთს უნდოდა დაებრუნებინა არზრუმი და ქ. ბაიაზეთი. ამ მდგომარეობის გამოყენებით რუსეთმა შეძლო ბათუმის საკითხი თავის სასარგებლოდ გადაეჭრა, მაგრამ იგი აიძულეს ქალაქი პორტო-ფრანკოდ გამოეცხადებინა (პორტო-ფრანკო ბათუმში გამოცხადდა ბრიტანელთა ინიციატივით და უბაჟო (თავისუფალი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების აღნიშნული რეჟიმი ფუნქციონირებდა 1878-1886 წლებში. ხსენებული მაქსიმალურად ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ამ ნაკლებდასახლებული განაპირა პროვინციით დაინტერესდნენ ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები - ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როთშილდების დინასტია და სხვ. მნიშვნელოვანწილად აღნიშნულის შედეგად, გაჩნდა მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბაქო-ბათუმის ნავთობსადენიც. ). ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, თურქეთი ვალდებულებას იღებდა ბათუმი რუსეთისათვის გადაეცა, თუმცა თურქები ბათუმის გადაცემასაფერხებდნენ, რათა მეტი სიმდიდრე გაეტანათ აჭარიდან.
1878 წლის 25 აგვისტო — ქართველი ხალხის საზეიმო დღეა, 31 აგვისტოს ოსმალთა უკანასკნელმა ნაწილებმა დერვიშ-ფაშას მეთაურობით ბათუმი დატოვეს.
ქალაქის მოსახლეობა განმათავისუფლებელ ჯარს ბარცხანასთან შეხვდა და მის უფროსს პურმარილი მიართვა. იმ დღესვე შევიდა ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფლოტიც, ბათუმის ციტადელზე აღმართულმა რუსეთის ნაციონალურმა დროშამ და ქვემეხთა არაერთმა სალუტმა მოსახლეობას ამცნო, რომ დამთავრდა თურქთა ხანგრძლივი ბატონობა აჭარაში, რომ ეს მხარე დედა-სამშობლოს საქართველოს დაუბრუნდა” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.V. 1970:452).
რუსეთის მიერ ბათუმის დაკავება და არზუმის თურქებისადმი გადაცემა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის უკანასკნელი აქტი იყო. ილია ჭავჭავაძემ ქართველ ხალხს მოუწოდა დახმარების ხელი გაეწოდებინა ახლად განთავისუფლებული და ომით დაზარალებული მაჰმადიანი ქართველებისათვის. “აბა ქართველობავ - წერდა დიდი მოღვაწე. ეხლა შენ იცი როგორ დაანახვებ თავს შენს ახალ შემოერთებულ ძმებს! ეხლა შენ იცი როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამაპაპათა ანდერძს: ძმა ძმისთვისა და შავი დღისთვისაო” (,,ივერია” 1879 წ. 9).
აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამხრეთ-დასავლეთი საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია) III კონფერენციიის მასალებიგამომცემლობა `უნივერსალი თბილისი 2013 თბილისი სარედაქციო საბჭო:გურამ სალაძე —სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე; თამაზ ფუტკარაძე — რედაქტორი;