ნინო ლეჟავა ( 10 ოქტომბერი 1974) მსახიობი.თბილისი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1997 წელს.
თეატრისა და კინოს მსახიობი. თეატრალური როლები - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი: მარიამ მაგდალელი, სალომე - გია მარღანია "EVANGELION" (სახარება) - რეჟ. გია მარღანია; ბოროტთა დედოფალი - დიმიტრი ხვთისიაშვილი "საახალწლო ნაძვის ხე" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ბობი - ნილ საიმონი "მგზნებარე შეყვარებული" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ფრეკენ როზენბლუმი - ასტრიდ ლინდგრენი "პეპი გრძელი წინდა" - რეჟ. გიორგი თავაძე; ბაგირა - რედი არდ კიპლინგი "მაუგლი" - რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი; ნელი - რევაზ მიშველაძე "არ დამივიწყო" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ცეკვის მასწავლებელი - კრისტოფერ გორი "ჩვენ გველის დიდება" - რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი; ქეთინო, გიული – ლაშა ბუღაძე "7+1" - რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ნინო – ოთარ ბაღათურია "ამიკო" - რეჟ. ოთარ ბაღათურია; დედოფალი – ძმები გრიმები "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვი; ლიპანტერა – მიხეილ ანთაძე "ზღაპარი მუსიკის შესახებ" - რეჟ. მიხეილ ანთაძე; გულიკო – ბასა ჯანიკაშვილი "თითით საჩვენებელი" - რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ქალი – გია მურღულია "ღია გაკვეთილი" - რეჟ. ლევან ქობლიანიძე; ყაჩაღების მეთაური ბოშა – ვასილი ლივანოვი და იური ენტინი "ბრემენელი მუსიკოსები" - რეჟ. ეკატერინე შარიქაძე; დედოფალი – ევგენი შვარცი "თოვლის დედოფალი" - რეჟ. თამარ თუხარელი; მარინა – ნიკოლოზ ანთაძე "სტუმარი" - რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ბებია – მიშელ ფერმო "კარებს აჯახუნებენ" - რეჟ. მაია ჩართოლანი; ინგა – ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" - რეჟ: შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ. მონაწილეობს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებში: ილიაუნის თეატრი, თეატრი "ძველი სახლი", თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, თეატრი ათონელზე, თეატრი "გლობუსი", თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი. 1990 წლიდან მონაწილეობს კინო და ტელე გადაღებებში: ქართველი გოგო - მხატვრული ფილმი "შემოდგომა" - რეჟ. ოზჯან ელპერი; ქალი - "აკრა" - რეჟ. დევინ ჰორანი; ნარკოდილერი – მხატვრული ფილმი "ზღვარი" - რეჟ. მარიკა ქაცარავა; ქეთი – მხატვრული ფილმი "მაგრამ რა მერე" - რეჟ. რამაზ იოსელიანი; ირმა – სერიალი "ოცდაშვიდი დრაკონი" - რეჟ. ბესო გიორგობიანი; ჭორიკანა მეზობელი – სერიალი "ყავა და ლუდი" - რეჟ. ზაზა ბუაძე; მარინა – სერიალი "ცხელი ძაღლი" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; ციალა – სერიალი "მუსკულები" - რეჟ. შალვა რამიშვილი; მთხრობელი /ბულბული/ მექანიკური ბულბული/ მსახური გოგონა – ტელე-ზღაპარი "ბულბული" - რეჟ. თინათინ ჭაბუკიანი; ლილი – მხატვრული ფილმი "თბილისი ჩემი სახლია" - რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი; სოფო – მხატვრული ფილმი "აქ თენდება" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; ქართველი გოგო – მხატვრული ფილმი "შემოდგომა" - რეჟ. ოსჯან ალფერიაჰუ; მხატვრული ფილმი "რენე მიდის ჰოლივუდში" - რეჟ. ალექსანდრე ცაბაძე და სხვ. 1994 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (მ/ფ - "თბილისი ჩემი სახლია") გადაეცა კინოფესტივალ "ოქროს არწივის" პრიზი.
ლეჟავა - არგვეთა, დიდი ჯიხაიში, დილიკაური, ვანი, ლაშე, მღვიმევი, საქარა, ფარცხანაყანევი, ფარცხნარი, ცხრაწყარო, ჭაგანი, ჭალატყე, ჭყვიში, ჯიქთუბანი, ჯიხაიში
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4314/