ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე 28 აპრილი 1923 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1941 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში; იბრძოდა ბრიანსკისა და სტალინგრადის ფრონტებზე; 1944 წლის 12 თებერვალს ცხარე ბრძოლაში მოსპო მტრის 80-მდე ჯარისკაცი და მძიმედ დაიჭრა. ამ დროს მას გარს შემოერტყა 12 ფაშისტი, რომლებიც შეეცადნენ საბჭოთა ოფიცრის ცოცხლად ხელში ჩაგდებას, მან ფეხქვეშ აიფეთქა ხელყუმბარა და თან გაიყოლა გერმანელ ჯარისკაცთა ჯგუფი. გვარდიის ლეიტენანტი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
წყარო-nplg.gov,ge
ლეჟავა - არგვეთა, დიდი ჯიხაიში, დილიკაური, ვანი, ლაშე, მღვიმევი, საქარა, ფარცხანაყანევი, ფარცხნარი, ცხრაწყარო, ჭაგანი, ჭალატყე, ჭყვიში, ჯიქთუბანი, ჯიხაიში