აკაკი მგელაძე ( 25 დეკემბერი 1912-1985) მსახიობი.ჩოხატაური,გურია.
დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.
1938 წლიდან მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: მაზრის უფროსი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), გირგოლა ( ყაზბეგის "მამის მკვლელი"), ხევისბერი (ს. შანშიაშვილის ხევისბერი''), ბეგლარი (კ. კალაძის "როგორ"), ხარიტონოვი (ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), კომანდორი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), კლავდიუსი (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვა.