გუგული მგელაძე ( 12 მაისი 1928-2015) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს; ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1962 წელს.
1951 წლიდან მსახიობი; 1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "განთიადი"(1960), "ბურთი და მოედანი"(1961), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი"(1965), "ცისკრის ზარები"(1967) "გათენების წინ"(1971), "თეთრი სახლები"(1975), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"(1980), "ფესვები"(1987), "გაჭედილები(ენკი-ბენკი)"(2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "განთიადი"(1960), "ბურთი და მოედანი"(1961), "ცისკრის ზარები"(1967), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"(1980), "გაჭედილები(ენკი-ბენკი)"(2003) და სხვ.; პროდიუსერია ფილმის: "გაჭედილები(ენკი-ბენკი)"(2003) და სხვ.; კომპოზიტორია ფილმის "თეთრი სახლები"(1975); გადაღებულია ფილმებში: "გიორგი სააკაძე(პაატა, 1943), "ჭრიჭინა"(1954) და სხვ.
მგელაძე – აკეთი, ასკანა, აცანა, ბახვი, ბოხვაური, ბუკნარი, განახლება, გვიმრალაური, გოგოლესუბანი, გორაბერეჟო, დვაბზუ, ერკეთი, ვაკიჯვარი, ვანი, ზომლეთი, კონჭკათი, კოხნარი, ლაითური, ლანჩხუთი, ლიხაური, მაკვანეთი, მთისპირი, მელექედური, მთისპირი, ნარუჯა, ნატანები, ნიგვზიანი, ნიგოითი, ოზურგეთი, სილაური, სუფსა, ფამფალეთი, ფარცხმა, ქვენობანი, ქვიანი, ღრმაღელე, შუა ფარცხმა, შემოქმედი, შუხუთი, ჩაისუბანი, ჩიბათი, ჩოხატაური, ცხემლისხიდი, ძიმითი, ჭყონაგორა, ხევი, ჯურუყვეთი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/78/4315/