ჯამბულ მგელაძე ავთანდილის ძე დაიბადა 30 მარტი 1983 წელს დაიღუპა ერაყში 24 წლის ჯარისკაცი,
ოფიციალური ვერსიით, ის ოთხ ჯარისკაცთან ერთად ავარიაში მოხვდა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ცხედარს დიდი რაოდენობით ჭრილობები არ აღენიშნება.
მგელაძე ქობულეთის, სოფელ ზენითის მკვიდრი იყო. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ოჯახს თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა. „ავარია 10 დეკემბერს მომხდარა, ჩვენ კი ათი დღის დაგვიანებით გაგვაგებინეს“, - აღნიშნა დაღუპული ჯარისკაცის დამ, მანანა მგელაძემ. გარდაცვლილის ცხედარი გუშინწინ გამთენიისას ჩამოასვენეს.
ოჯახის წევრების თქმით, ჯამბულ მგელაძე ერაყში სიდუხჭირის გამო 2007 წლის 27 მარტს წავიდა: „ერაყში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სოციალურად ძალიან გვიჭირდა. იქიდან ფინანსურად გვეხმარებოდა ოჯახს“, - აცხადებენ დაღუპულის ოჯახის წევრები.
დისშვილი გელა აროშიძე
დედა ნანული ფუტკარაძე შახსათის ასული, დაბადებულია სოფელი ბეშუმი ხულო, 01 ივნისი 1957 წელი
მამა ავთანდილ მგელაძე შებანის ძე დაბადებულია 01 მარტი 1958 წელს სოფელი ზენითი ქობულეთი