ლაშა ონიანი ( 2 თებერვალი 1966) მსახიობი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტი - პანტომიმის სრული კურსი 1989 წელს.
1992 წლიდან იყო კომპანია "მიმოდრამის" სამხატვრო ხელმძღვანელი. არის ავტორი ფილმებისა: "ისეი" (1995), "მიმო 200?" (2001), "უსასრულობა" (2002), "მანდილი" (2002) და დოკუმენტური ფილმისა "ჩანახატი საკუთარ შემოქმედებაზე" (1994). მიღებული აქვს პრემია "ქართული ცეკვის საუკეთესო შემსრულებელი" (1972). არის მონაწილე ფესტივალებისა: ხარკოვი-კიევი (1976), ბერლინი-79, მოსკოვი-81. 1971-1982წწ. დაჯილდოებულია მედლებით ცეკვის ფესტივალებზე საქართველოში; მიღებული აქვს გრან-პრი ტაშკენტის, კიოლნის, კიევის, პეტერბურგის ფესტივალებზე. მისი შემოქმედება აღნიშნულია საუკეთესო სპექტაკლების კრებულში "თეტ-თეტ" (1998) და კრებულში "საპარტნიორო ურთიერთობა თბილისსა და საარბრიუკენს შორის (2000). წლების წინ გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში; მოღვაწეობს როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. 2003, 2006 და 2009 წლებში იყო რეჟისორი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნისა; არაერთი სპორტული და საკონცერთო ფესტივალის რეჟისორი, როგორც ევროპაში ასევე საქართველოში; "ევროვიზიის" ქართული ნომრების დამდგმელი რეჟისორი; 2016 წელს თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი". გერმანიში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი.