სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი

1981-2008 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ონიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

483       ბეჭდვა

ალექსანდრე ონიანი ვალოდის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი

უმცროსი სერჟანტი  ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე 09 მარტი 1981 – 2008 სამაჩბლო სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი


ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.



 ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია, ეს, ალბათ, ყველაზე შემზარავი ტრაგედიაა და კიდევ ერთი დასტური ქართული სულის სიძლიერისა. ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო... აქ შინდისის ტრაგედია გრძელდება...

რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა...

მამაო ჩვენო წაიკითხეს - ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები... როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული `ლიმონკა~ და მტრის მოახლოებას ელოდა. სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა... ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. მათ მტერი საათნახევრის განმავლობაში შეაჩერეს შინდისთან და, საკუთარი სისხლის ფასად, ყველაზე დიდი დანაკარგიც მოუტანეს რუს აგრესორებს.

ელენე ონიანი, და: `ალეკომ და რომანმა ერთმანეთი სენაკში, ჯარში მსახურობის პერიოდში გაიცნეს. ზოიძე მოსანათლი იყო და ჩემი ძმა სახლში გვეუბნებოდა-ხოლმე, ერთი ბიჭია ჯარში და უნდა მოვნათლოო... თვითონ ალეკოც გვიან მოინათლა, დაახლოებით 23 წლის იქნებოდა. ამის მიუხედავად, ყველა დღესასწაულს ესწრებოდა და სწამდა უფლის.


ერთ დღეს, როდესაც დავურეკე, მითხრა, რომ ნათლია გავხდიო. პირველი და უკანასკნელი ნათლული იყო ჩემი ძმისთვის ზოიძე...

სამწუხაროდ, მისი ნათლული ვერ გავიცანით. მხოლოდ ჩემი უმცროსი ძმა იცნობდა.


...ვერაფრით ვუკავშირდებოდით ალეკოს. მის მეგობრებთან დავიწყეთ რეკვა. ერთმა მისმა თანამებრძოლმა მითხრა, როცა ჭურვი ჩამოაგდეს ლიანდაგს აქეთ ვიყავი მოფარებული და ალეკო ლიანდაგის მეორე მხარეს იმალებოდაო.

ბრძოლის ველზე მამაცურად ყოფილა, დაჭრილები გადმოჰყავდა და ყველაფერს უხმოდ აკეთებდა. იმ ბიჭებმა გვითხრეს მერე, ბოლოს შეგვრცხვა ბიჭებს და ჩვენც ვეხმარებოდითო... ერთ-ერთი ჩვენი საუბრის დროს ვთხოვე, იარაღი ხომ ჩააბარეთ და წამოდი, დედაშენი ძალიან ცუდადად არის და ვერავინ გაიგებს, მანდ იქნები თუ არა-მეთქი. მითხრა, რას მეუბნები, ახლა ვჭირდები აქ ხალხს და ვინც უკან ბრუნდება, ყველას პასუხი მოეთხოვებათო...


დაჭრილები ერთად შეუყვანია შენობაში. ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. 17 ბიჭი იყო დაახლოებით დაჭრილი. ტყვიები გამოლევიათ და ერთადერთი ,,ლიმონკა“ ჰქონდათ დარჩენილი... დაჭრილი ბიჭები ეხვეწებოდნენ, წადი, შენ მაინც გაასწარი რუსებსო. შეეძლო წასულიყო, მაგრამ არ დატოვა არც ერთი... ნათლული, ზოიძეც ეხვეწებოდა, ,,სვანი“  წადიო (ასე ეძახდნენ ჯარში), მაგრამ არ დაუტოვებია... მერე ბიჭებს უთქვამთ, სისხლი მაინც წაისვი და ჩაწექი, ვითომ დაჭრილი ხარო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, საკონტროლოდ მაინც ესროდნენ და შეამოწმებდნენ ცოცხალი იყო, თუ არა...

ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, უთქვამს ალეკოს....


ბიჭები მოუგროვებია ზოიძესთან, მამაო ჩვენო წაუკითხავთ... ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ, ღიმილიანი სახით მიიწევდნენ მათკენ რუსები. როგორც ბიჭები ყვებიან მათი ტყვედ აყვანა უნდოდათ. დაჭრილები ბოლომდე ეხვეწებოდნენ გაიქეცი, ჩვენი გულისთვის რატომ უნდა მოიკლა თავიო, მაგრამ...

ამათ ტყვედ არ ჩავბარდებით. ,,ლიმონკა“ გაუხსნია, დანარჩენებს თვალები დაუხუჭავთ და აფეთქების ხმაც გაისმა...

ალექსანდრე ონიანი 1981 წლის 9 მარტს დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. ორი და და ორი ძმა ჰყავდა. ლენტეხში, სოფელ ჯახუნდერში გაიზარდა. სანიმუშო ბავშვი ყოფილა. ცხრა კლასის დაამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო. პირველად უმცროსი ძმა წავიდა კონტრაქტზე, შემდეგ - ლექსო.

მამა რვა წლის წინ გარდაეცვალათ და ოჯახზე ზრუნვა ბიჭებმა იკისრეს.

ელენე ონიანი, და: ,,როცა კონტრაქტზე მიდიოდა, წინააღმდეგობა არ ჰქონია ოჯახიდან, რადგან ლექსო ისეთი ადამიანი იყო, რომელიც რასაც იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა... ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ სენაკში ძმასთან ერთად გადავიდა.

ხელფასს როცა აიღებდა საჩუქრებს ყიდულობდა ჩვენთვის, დისშვილებზე გაგიჟებული იყო. დიდი ამაგი ჰქონდა მათზე.

დასაოჯახებელი იყო, მაგრამ, როგორც ვიცით, ჰყავდა შეყვარებული... ამბობდა, ჯერ უმცროსი ძმა უნდა დავნიშნოო... სხვანაირი პიროვნება იყო. დედაზე გიჟდებოდა და ძალიან ხშირად ადიოდა მის სანახავად.

... ომამდე 10 დღით ადრე, ლენტეხში, სახლში იყო ასული. ამ ათი დღის განმავლობაში, ძალიან შეცვლილი ყოფილა. საერთოდ თბილი და მოსიყვარულე იყო, სხვანაირად იქცეოდაო, ამბობენ. მთელი სანათესაო შემოუვლია. ყველა უნახავს, ბოლოს უთქვამს, შეიძლება ვეღარ ამოვიდეო...

სახლიდან დაახლოებით 1 აგვისტოს გავიდა. დედაჩემი მთაში იყო ასული, ცხვარი ჰყავდა აყვანილი. სანამ სახლიდან წავიდოდა, ასულა მთაში დედასთან და გამომშვიდობებია...

ცუდი წინათგრძნობა გვქონდა. იმ კვირაში, როცა ომი დაიწყო გულზე ჩამოკიდებული ორი ჯვარი გამიტყდა...

როცა დედა საინფორმაციო გამოშვებებში ამბებს იგებდა, ალეკო გიჟდებოდა, ეუბნებოდა - ნუ უჯერებო.

ბოლოს რა რიცხვში ველაპარაკე აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ გავიგონე სხვა ბიჭების ხმა, გავიქეცით ბიჭებოო და ტელეფონი გაითიშა...

ჩემი უფროსი ძმა ციხეშია და მან დაგვირეკა - ომი დაიწყოო... ორივე წაიყვანესო. მაშინვე უმცროს ძმას, სოზარს დავურეკე, მერე ალეკოსაც და ორივემ მითხრეს სენაკში ვართ, არაფერი არ ხდებაო. ვერ დავიჯერე, რომ ომი იყო ქვეყანაში... შემდეგ გავიგეთ სენაკის ბაზა დაიბომბაო. ალეკოს დავურეკე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერზე ინერვიულოთო...

ტელევიზორი ჩავრთე და მაშინვე მივხდი, რომ საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში... უმცროს ძმას ვეღარ ვუკავშირდებოდით... 11 აგვისტოს უფროსი ძმა მირეკავს ციხიდან და მეუბნება, რომ სოზარს დავუკავშირდი, სადღაც არის, მაგრამ ვერ ამბობს, სად არისო. არეული აქვს გონება, ძალიან მძიმე დღეშია და იქნებ, როგორმე დაეხმაროთო...

მთელი ღამე ტელეფონი ხელში მეჭირა, რომ რომელიმეს დაერეკა და არ ჩამძინებოდა. ღამის 4 საათზე სოზარმა დარეკა, ხარაგაულის ტყეში ვარ, გადავრჩიო. ხარაგაულის სასაფლაოებზე სძინებიათ ბიჭებს... საშინელ მდგომარეობაში იყო...

სოზარს და ალეკოს ერთად არ უბრძოლიათ... სოზარი გადარჩა...

მე ვხვდებოდი, ალეკო ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამირეკავდა.

მიცვალებული სამი დღის შემდეგ მოგვიყვანეს... ყველას სცოდნია, როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა, ჩვენ მერე გვითხრეს, მისი გმირობის ამბავი... ერთ-ერთ ინტერვიუში რუსი ჯარისკაცი ყვება, ჩვენმა უფროსმა გვითხრა, ასეთი ჯარისკაცები მე რომ მყოლოდა, ძალიან ამაყი ვიქნებოდიო და ბრძანება გაუცია, რომ ეს გარდაცვლილი ბიჭები არ გაეძარცვათ. მათ საამაყოდ იბრძოლეს თავისი ქვეყნისთვისო.

ბოლოს სვანეთში რომ ყოფილა, მამის საფლავზე იყო ასული, რაღაც მთასავითაა და უთქვამს, რა კარგი ადგილია, რომ მოვკდები აქ დავიმარხებიო. ჩემს ბიძაშვილს უთქვამს, რა დროს ეს არის, ჩვენამდე აქ ბევრი დაიმარხებაო... ალეკო იმ ადგილზე დავკრძალეთ...

საშინელია მის გარეშე ცხოვრება. ერთი ოცნება ჰქონდა, უნდოდა, რომ დიდი სახლი ეყიდა და ყველა დედმამიშვილს ერთად გვეცხოვრა“.

ეს ოცნება ალექსანდრე ონიანს აუხდენელი დარჩა. სამაგიეროდ, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ერის საამაყო ისტორიაში, ისევე, როგორც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულმა ქართველმა ვაჟკაცებმა. დღეს მათი სახელი ყველამ იცის... შინდისის სისხლიანი ტრაგედია, 17 გმირის სახელს ითვლის.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0