სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლეკო ონიანი 1970-26/11/92წწ. გარდ. 22 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთი  დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. სასაში, ლენტეხი ლეკო ონიანი 1970-26/11/92წწ. გარდ. 22 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთი  დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. სასაში, ლენტეხი ლეკო ონიანი 1970-26/11/92წწ. გარდ. 22 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთი  დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. სასაში, ლენტეხი

1970-1992 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ონიანი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ლეკო ონიანი 1970-26/11/92წწ. გარდ. 22 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. სასაში, ლენტეხი

ლეკო ონიანი იჟბას ძე 06 სექტემბერი 1970 ქუთაისში. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი, 26 ნოემბერი 1992 წელს


ჭაბუკი სვანეთის მთებიდან

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქვემო სვანეთის წარმტაცი კუთხე – ლაშხეთი,იგი ვერასდროს დაიწყებს მაღლიდან ამაყად გადმომზირალ მარადთოვლიან მწვერვალებსა და მწვანე სამოსით დამშვენებულ მთებს, ზვიადად რომ დაჰყურებენ ვრცელ ზეგნებსა და ფერდობებზე შეფენილ სოფლებს.


ბნელ ხევში გულამღვრეული მოჰყეფს მდინარე ცხენისწყალი,რომლის ქათქათა ტალღები ხან მრისხანედ ეხეთქება კედლებსა და

ლოდებს, ხანაც საამოდ ლოკავს ციცაბო ნაპირებს.

ამ ორმოციოდე წლის წინათ სწორედ სასაშში გავიცანი ერთი აქაური შესანიშნავი სვანი ვაჟკაცი პლატონ ონიანი. წარმოსადეგი, ახოვანი პლატონი ორ სიტყვას არ იტყოდა იქ, სადაც ერთიც კმაროდა. უფრო საქმე უყვარდა და ეს თვისება კიდევაც გადასდო შვილებს და შვილიშვილებს.


ამაყობდა თავისი მრავალრიცხოვანი შვილებით, მათ შორის ვაჟით – იჟბათი.მამულის მხურვალე სიყვარულით აღზარდა და დააფრთიანა, ქართველი კაცის სინდის-პატიოსნება ჩაუნერგა მათ.

მერე იჟბა ქუთაისში დაემკვიდრა, ეთერ ხეცურიანთან ერთად შექმნა შესანიშნავი ოჯახი. აქ დაიბადნენ და აიდგეს ფეხი იუბას ვაჟებმა პლატონმა და ლეკომ, ქალიშვილმა მანანამ, რომლებმაც ღირსეული წინაპრის ტრადიციებს არ უღალატეს და თავადაც სანიმუშო, გამორჩეული ოჯახები შექმნეს.


რატომ დავიწყე ასე შორიდან?

ის თავგანწირვა, რომელიც აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპულმა ლეკო ონიანმა ჩაიდინა, შემთხვევით არ ხდება, მას ძირები მამა-პაპის გენებში აქვს გადგმული და, როგორც კი მამულს დასჭირდა, ერთი ლამაზი სიცოცხლე უყოყმანოდ იქნა მიტანილი მის სამსხვერპლოზე.


დიახ, მშობელი ქვეყნის გადარჩენას შეეწირა მთასავით მაღალი და უშიშარი სვანი ვაჟკაცი, 24 წლის ლეკო ონიანი.

ქუთაისის მე-18 საშუალო სკოლაში 8 კლასი რომ დაამთავრა, ლეკომ თბილისის ლესელიძის სახელობის სპეციალიზებულ სამხედრო სკოლა-ინტერნატში განაგრძო სწავლა. მის გამბედაობასა და შემართებაზე მკაფიოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყოველგვარი სპეციალური მომზადების გარეშე პარაშუტით თვითმფრინავიდანაც კი გადმოხტა, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო.

მაინც არ შედრკა, კვლავ შეუპოვრად განაგრძო სამხედრო საქმის დაუფლება,შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გაიარა სამხედრო სამსახური. იქიდან დაბრუნებულმა თბილისის უმაღლეს საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელში  წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა, მაგრამ მამულმა უხმო და ოდნავადაც არ დაფიქრებულა, მხედრიონელთა რიგებში ჩადგა და აფხაზეთს მიაშურა.

– აქ რა გამაჩერებს, იქ ჩვენიანებს დაუნდობლად ჟლეტენ აფსუა სეპარატისტები და მათი გადამთიელი დამქაშები, არ ინდობენ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებსაც კი. უნდა ვანანო სისხლიან ჯალათებს, – უთხრა მშობლებს.

წასვლის წინ კი ერთი წლის პირმშო ვაჟკაცს, გიორგის მხრებში ხელები შეუყენა, რამდენიმე ნაბიჯი გადაადგმევინა და მანამ არ მოეშვა, სანამ ბიჭუნამ დაუხმარებლად არ გაიარა.

– იარე, შვილო, მშვიდობის გზა გქონდეს! – დალოცა და აფხაზეთში მიმავალ მებრძოლ ძმებს შეუერთდა.

მტერს რისხვად მოევლინა აფხაზეთში. ერთი კვირის მანძილზე მრავალ გადამთიელს ანანა ჩვენი მიწის ხელყოფა, ქართული აკვნისა და მანდილის შებილწვა. ტამიშსა და კოჩარაში მართლაც ვეფხვივით იბრძოდა სვანი ვაჟკაცი.

1993 წლის 25 ნოემბერს უთანასწორორ ბრძოლაში გართულს რაზმის მეთაურის ხმა მიწვდა:

– ბიჭებო, ტყვია-წამალი გაგვითავდა, ვინ გარისკავს ოჩამჩირეში წასვლას?ლეკო პირველი აიჭრა წასასვლელად გამზადებულ მანქანაზე. მას კიდევ შვიდი მებრძოლი შეუერთდა.

ოჩამჩირეს რაციით შეატყობინეს მათი გასაჭირი, მაგრამ მუხანათმა მტერმა „დაიჭირა“ გადაცემა და მამულის დამცველებს გზაში ჩაუსაფრდა...

თემურ ჯუმბერის ძე გაბუნია 1956-92წწ. გარდ. 34 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. თბილისი

რაზმს მეთაურობდა მტრის რისხვად აღიარებული თემურ (თიო) გაბუნია, 37 წლის მამაცი ვაჟკაცი, რომელზეც აფსუებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

26 ნოემბერი საბედისწეროდ თენდება თემურის ბიჭებისათვის. უჩვეულო სუსხი ვერ აკრთობს მშობლიური მიწის ერთგულ დამცველებს. მოულოდნელად სოფელ ქეთროვანთან ჩასაფრებულმა მტერმა ორი ყუმბარა ესროლა მანქანას.აფეთქების შედეგად პირველი დაიღუპა ყველაზე ახოვანი ლეკო ონიანი. უსულოდ ჩაჰკიდა თავი მანქანის საჭესთან მჯდომმა ჯემალ გურულმა. უკანასკნელად გაუთენდა გივი ლომაიასაც, ხოლო თემურ გაბუნია ორივე ფეხში მძიმედ დაიჭრა.

ჩასაფრებულები ყიჟინით დაიძრნენ ცოცხლად დარჩენილთა შესაპყრობად.

– მესროლე და გამათავე, ბიჭო... მაგ ძაღლები მაინც მომკლავენ წამებით, –შეეხვეწა თემური კობა გაფრინდაშვილს, რომელსაც სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა.

– რას ამბობ, თიო, არ შემიძლია! – ძლივს ამოთქვა დაჭრილმა თანამებრძოლმა.

არადა, მტერი უკვე რამდენიმე ნაბიჯზეა...

და მაშინ, როცა აფსუები ტურებივით მიესივნენ ძირს დაცემულ თემურს,გაისმა გამაყრუებელი აფეთქების ხმა და რამდენიმე დაფლეთილმა გვამმა დაფარა მამაცი მეთაურის უსიცოცხლო სხეული.

თემურ გაბუნიამ თვითონ აიფეთქა თავი და თან მოუსავლეთში გაიყოლა რამდენიმე მოსისხლე.

ამასობაში მაშველი ძალებიც გამოჩნდნენ და თავდამსხმელთაგან არც ერთი ცოცხალი არ გაუშვიათ.

ქუთაისში სვანური ზარით დაიტირეს მამულისათვის დაცემული ლეკო ონიანი.

ითანამშრომლა ძმამ პლატონ (ჯონი) ონიანი დაბ. 1959 წელს ფოტოზე შვილთან ერთად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.07.2021
ბოლო რედაქტირება 28.11.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0