სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი
ბმულის კოპირება



თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

452       ბეჭდვა

აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

აკურის მონასტერი - აკურის მამადავითის მონასტერი IX საუკუნე ბაზილიკა და სამონასტრო შენობების ნაშთები (გალავანიმარანი და სხვა) კახეთშია, დღევანდელ თელავის რაიონში, სოფ. აკურიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ტყეში (ქვემოთ, ხევში, მდინარე ვანთისხევია).

ძეგლის თავისებურება სავსებით შეესაბამება გარდამავალ ხანას. საბედნიეროდ, არსებობს, წერილობითი საბუთებიც მონასტრის დაარსების შესახებ. როგორც გ. ჩუბინაშვილმა დაადგინა, მისი დამაარსებელი ყოფილა IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოდვაწე ილარიონ ქართველი, რომლის X ს-ში დაწერილ „ცხოვრებაშიაც“ ნათქვამია ილარიონმა „აღაშენა მონასტერი დედათათვის მოწესეთა ადგილსა კეთილსა და შუენიერსა და შეიყვანა მას შინა ღირსი იგი დედაი და დაი თვისი და იღუწიდა შვილებრითა მოღუაწებითა და შეწირნა სოფელნი რავდენნიმე, ვითარ შემძლებელ იყო, და განუწესა წესი და კანონი, ვითა ჯერ არს მონასტერსა შინა ყოფისაი, ლოცვისა, და მარხვისა და ყოვლისავე წესიერად ქცევისა“ (მართალია, ტექსტში არ არის მითითებული, რომ ეს სიტევები სწორედ აკურის მონასტერს ეხება, მაგრამ ამ ვარაუდის დასადასტურებლად არსებობს საკმარისი საფუძველი: აკურის მონასტერი დავითგარეჯის მეტოქი იყო, ილარიონ ქართველი კი სწორედ ამ მონასტერთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული და მკაცრ გარეჯულ წესდებას მისდევდა; აკურას კი სწორედ დავით გარეჯელის პატივისცემით ეწოდა მამადავითი.

XVI საუკუნის ერთი საბუთი, ალექსანდრე კახთა მეფის სიგელი მოწმობს, რომ აკურაში მართლაც დედათა მონასტერია, ისევე როგორც ილარიონის მიერ თავისი დედისთვის დაარსებული მონასტერი იყო; შენობის არქიტექტურაც, როგორც ითქვა, ამ ხანას მიგვითითებს. გ. ჩუბინაშვილი შენიშნავს, რომ ამ ცნობათა გათვალისწინებით გასაგები ხდება ეკლესიის გეგმის თავისებურებაც - ჩრდილოეთი ნავის შუაზე განივი კედლით: ამგვარად შექმნილი დასავლეთი მონაკეეთი, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს სულ მცირე ნიშაც აქვს, უეჭველია, ილარიონის დედისთვის განკუთვნილი სამლოცველო ადგილი იყო.

ნახსენები სიგელი, ბოძებული 1597 წელს, მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე მეფეს აკურის მონასტერში დაუბინავებია თავისი და ქეთევანი. თვით შენობის კედლებზე (მაგ., დასავლეთ ფასადზე) შემორჩენილი, საღებავით შესრულებული, წარწერები, თუმცა კი საკუთარ სახელებს შეიცავს, ხელშესახებ რაიმე ცნობას არ გვაწვდის. ეკლესიის კანკელი XVI საუკუნის მეორე ნახევრისა უნდა იყოს. „შენობის გარეთა ზომები: 12,8 x 17,2 მ., სიმაღლე შიგნით - 11,6 მ. წყარო ბიბლიოვნიკი, ფოტო-საქართველოს ბილიკებზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0