სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა (დადგენილებები) 1103/04
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა (დადგენილებები) 1103/04

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვიეს 1103/4 წელს

„ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრიბა ბრძანებითა და კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა ჩუენისა დავით(1073-1125) აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისასა, პირთათჳს რომელნი ქუემო მოჴსენიებულ არიან 


„თავ და წინამძღუარ... წმიდასა მის კრებისა იყო... იოვანე(იოანე VI - XII ს-ის პირველი მეოთხედი) ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოჲსა დიდი მამამთავარი


ძეგლისწერის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ გიორგი მწიგნობართუხუცესი და არსენ იყალთოელი


 გიორგი მწიგნობართუხუცესი  საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ. 1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი


არსენ იყალთოელი — XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი

 რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიერ მიღებული დადგენილებები:
პირველი მუხლით განიკვეთნენ უღირსი მღვდელმთავრები. აქვეა განმარტებული, რომ უღირსი არს ის ღვთისმსახური, რომელსაც ხორცი სულისთვის არ დაუთრგუნავს და არ არის შესაბამისი ასაკის მქონე.

მეორე მუხლმა მოაწესრიგა ღვთისმსახურისთვის საჭირო ასაკი. კერძოდ: წიგნის მკითხველისთვის - 8 წელი, დიაკვნისთვის - 25, მღვდლისთვის - 30 და მღვდელმთავრისთვის - 35. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ ხელდასხმა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრობით, უმცირესიდან უპირატეს ხარისხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ მიღებული „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დე-ბულების“ VII თავის §4 1-ლი პუნქტი ადასტურებს რუის-ურბნისის ძეგლისწერის მოთხოვნას, კერძოდ კი მღვდელ-მთავრისთვის საჭირო ასაკს - 35 წელს.

მესამე მუხლში მითითებულია, რომ ხელდასხმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდლის განწესების მიხედვით.

გიორგი მთაწმიდელიგიორგი ათონელი ( 1009 — გ. 29 ივნისი1065კონსტანტინოპოლი, დაკრძალულია ათონის ივერთა მონასტერში) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ქართული ეროვნული კულტურის მოამაგე; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი;

მეოთხე მუხლი კრძალავს ხელდასხმას ქრთამით, საფასით, ან ძღვენით, ანუ ე.წ. სიმონიას. როგორც ცნობილია, სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმიდა მოციქულებს სთხოვა მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნების და სასწაულის მოხდენის უნარი.

მეხუთე მუხლში მითითებულია, რომ ეკლესიის ქონება და ჭურჭელი, ნაყიდი იქნება ეს თუ შემოწირული, უნდა იქნეს მოხმარებული მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ძეგლისწერით მისი გასხვისება, თვით ტყვეთა გამოსყიდვის მიზნითაც კი სასტიკად აიკრძალა.

მეექვსე მუხლით დადგინდა, რომ ქორწინება, მონათვლა და მონაზვნად განწესება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. აქვეა აღნიშნული, რომ ქორწინება უნდა შესრულდეს ეკლესიაში და შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ, ე.ი. ადამიანს ორჯერ ჰქონდა ქორწინების უფლება.

მეშვიდე მუხლმა დაადგინა მექორწილეთა ასაკი, კერძოდ 12 წელი. აიკრძალა მცირეწლოვანთა ჯვრისწერა.

მერვე მუხლში მითითებულია, რომ მღვდელმთავრებად უნდა შეირჩენ ეკლესიის ის მსახურნი, რომელნიც გათვითცნობიერებულნი არიან საქრისტიანო წესებში, ანუ როგორც „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია“ მითითებული უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება.

მეცხრე მუხლი აწესრიგებს მოძღვართა რიცხვს მონასტერში. აღნიშნულია, რომ დიდ მონასტრებს უნდა ჰყავდეთ 2 მოძღვარი, ხოლო პატარებს - მხოლოდ ერთი. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა მოძღვართა უფროსის, ანუ მოძღვართმოძღვრის თანამდებობა, რომელიც,  გელათის აკადემიის რექტორი იყო და ფრიად საპატიო სახელოდ ითვლებოდა.(ისიდორე დოლიძის  1915ხვარბეთიოზურგეთის მაზრა, — 1982 ქართველი იურისტი, აკადემიკოსი, მოსაზრებით).

მეათე მუხლი კრძალავს მონასტერში ერისკაცთა მიერ ვაჭრობას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე არასაეკლესიო მიზნით შეკრებას, ვინაიდან მონასტერი არის ღვთის ტაძარი სამლოცველო სახლი და ბერულ წმიდა ცხოვრებას უწესობა, არ შეშვენის.

მეთერთმეტე მუხლში განმარტებულია, თუ ვის მიერ, როგორ და სად უნდა სრულდებოდეს პარაკლისი, პანაშვიდი და საღვთო ლიტურგია, ჟამისწირვა.

მეთორმეტე მუხლით აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ სჯულზე ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი.

მეცამეტე მუხლმა აკრძალა მართლმადიდებელისა და წარმართის ჯვრისწერა.

მეთოთხმეტე მუხლით დაუშვებლად გამოცხადდა წარმომადგენლობითი ქორწინება, ანუ როგორც ძეგლისწერაშია მითითებული „კურთხევა გ რგ ნისა კიდის-კიდე“. ასეთი ქორწინების დროს მომავალი მეუღლეები სხვადასხვა ეკლესიებში იწერდნენ ჯვარს ერთსადაიმავე დროს. ხოლო ადგილზე მათ ნაცვლად წარმომადგენლები იყვნენ. მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერა არის ერთ-ერთი წმიდა საიდუმლო და არა რაღაც ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წარმომადგენლების მეშვეობითაც გაფორმდეს.

მეთხუთმეტე მუხლი ეხება სხვადასხვა ცოდვებს და მოცემულია მათი განმარტება. კერძოდ, მუხლში ნახსენებია კაციკვლა, მრუშობა, ცრუ ფიცი, შური, მტრობა, კერპთმსახურება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მამათმავლობას, ანუ სოდომურ ცოდვას, როგორც უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „წინაუკუმო ბუნებისა შესცვალებს ბუნებითსა ძალსა თ სსა“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მონაწილენი მიუთითებენ აღნიშნული ცოდვის მომაკვდინებელ ხასიათზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დაღუპოს.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი ჩაურთეს სჯულისკანონში. მანამდე კი დადგენილებანი გაკრული იყო სვეტიცხოვლისა და რუისის ეკლესიის სვეტებზე, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათაშორის, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - ძეგლისწერა.

წყარო : საეკლესიო სამართლის საკითხები  დავით ჩიკვაიძე


ასევე გაეცანით 

მამათმავლობა — მამაკაცთან მამაკაცის, ძირითადად, სქესობრივი ურთიერთობა. ეს ტერმინი იხმარებოდა ქართულში სიტყვების „გეი“ ან „ჰომოსექსუალის“ დამკვიდრებამდე, შესაბამისად, შეიძლება იმავე აზრს ატარებდეს, რასაც თანამედროვე გაგებით გეი, ჰომოსექსუალი ან, ზოგჯერ, ბისექსუალი კაცი. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კაცის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას ან აქტს მამათმავლობად მოიხსენიებდნენ. თანამედროვე გაგებით ეს ტერმინი სტერეოტიპულ შინაარსს ატარებს, რადგან საბჭოთა კავშირში მამათმავლობა „გაუკუღმართებულ ქცევად“ ითვლებოდა. საბჭოთა სამართლით პიროვნების საწინააღმდეგო დანაშაული იყო. ძველ ქართულ სამართალში მიღებული იყო მამათმავლობის ანუ „სოდომური ცოდვის“ შემთხვევათა სამ ჯგუფად დაყოფა. იმის მიხედვით თუ რა პირობებში და როგორ იქნებოდა ჩადენილი ეს „ცოდვა“, განასხვავებდნენ "სუბუქ", „მძიმე“ და „უმძიმეს“ მამათმავლობას.

ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის განჩინება (1767-1768) მამათმავლობისთვის „ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით“ (ანუ ტანჯვა წამებით) სიკვდილს ითვალისწინებდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მამათმავლობა ძველ ქართულში კაც ჰომოსექსუალს, გეის აღნიშნავდა, თუმცა არ არსებობდა ლესბოსელის ან ქალი ჰომოსექსუალის ეკვივალენტი ტერმინი.

ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის განჩინება 1767-1768 — მეფისა და კათოლიკოსის ნორმატიული აქტი შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე ზოგი სარწმუნოებრივი და სქესობრივი დანაშაულის აღსაკვეთად. შედგება 2 ნაწილისაგან:

  • "ეპისკოპოსთა მიმართ", რომელიც ერეკლე II-მ და ანტონ I-მა ერთობლივად შეადგინეს 1767 წელს;
  • დანართი, რომელიც საკუთრივ მეფემ დაუმატა ერთობლივ ტექსტს 1768 წელს „თანა-ნება-მყოფითა სრულ ერთიანად... თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთათა“.

განჩინება მთლიანად მაშინვე დაისტამბა თბილისში; გვერდებს თავზე აწერია: „მცნება მღუდელთათვის ეპისკოპოსთა მიმართ“. იგი ეხება მღვდლების „ცხოვრებას“ და კვალიფიკაციას, მრევლის სწავლებას, ეკლესიებისა და მათი მოწყობილობის მოვლაპატრონობას, გამოყენებასა და შეძენა-განახლებას, საეკლესიო ქონების გაუცემლობა-გაუსხვისებლობას, „ნათლისღების“ შესრულებას, კვირა-უქმის შენახვას, კრძალავს ჯერ კიდევ შერჩენილი ქრისტიანობამდელი კულტების თაყვანისცემას, მისნობა-მწამლველობას, პირუტყვის უშვერ გინებასა და მამათმავლობას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის საეკლესიო სასჯელს მეფემ დაუმატა უწყალო, ქართული სამართლისათვის თითქმის უჩვეულო სასჯელი — წამებით სიკვდილი. განჩინება ყოველ ეპისკოპოსს თავისი სამწესოს საყდრებში უნდა წაეკითხა და ხალხი გაეფრთხილებინა.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.05.2020
ბოლო რედაქტირება 05.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0