სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ივანე ელიკაშვილი ნუგზარის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.ქერე გორი ქართლი ივანე ელიკაშვილი ნუგზარის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.ქერე გორი ქართლი ივანე ელიკაშვილი ნუგზარის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.ქერე გორი ქართლი

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ელიკაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

434       ბეჭდვა

ივანე ელიკაშვილი ნუგზარის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.ქერე გორი ქართლი

ივანე ელიკაშვილი ნუგზარის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


სოფელი იცლებოდა, გორის სატანკო ბატალიონის დაბომბვისას დაღუპულ 21 წლის ივანე ელიკაშვილს რომ კრძალავდნენ, დილაუთენია, 9 საათზე. დედამ მანამდეც ბევრჯერ მოითხოვა კუბოსთვის თავის ახდა, ჩასვენების წინ კი – საბოლოოდ და კატეგორიულად.

წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

ივანე ელიკაშვილი შიდა ქართლში, სოფელ ქერეში დაიბადა და გაიზარდა.

90-იან წლებში რომ არეულობა დაიწყო, დედამისმა პატარა ვანიკო და მასზე ერთი წლით უფროსი ძმა – გიორგი, სოფელს გამოარიდა, თბილისში წამოიყვანა დროებით. რას წარმოიდგენდა დედა, რომ გამოხდებოდა ხანი, შიდა ქართლში ისევ ომი ატყდებოდა და მისი უფროსი ვაჟი ცხინვალში იომებდა, უმცროსი კი მტრის ბომბებს ემსხვერპლებოდა გორში...


დედამ ვანიკო ქერეს სკოლაში შეიყვანა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ კი გორში გადმოიყვანა.

თამილა ტატიშვილი, დედა: „ძალიან ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო. ძალიან უყვარდათ მასწავლებლებსაც, ბავშვებსაც. კი მეუბნებოდნენ, სწავლაში თავის ძმას არ ჰგავსო, უფროსი კარგად სწავლობდა, ვანიკო – ნაკლებად, მაგრამ მთლად ისე არ იყო, რომ არ სწავლობდა, მეცადინეობდა, ოთხებზე, ჯანმრთელ სამიანებზე სწავლობდა, დაუყვედრებლად. ერთხელ ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა კრებაზე, ახლა ყველა ფიზიკოსი ვერ გამოვა, მაგრამ ძალიან კარგი გაზრდილი შვილი გყავთო. ყველას უყვარდა...

ჯარისთვის საბუთებს რომ აგროვებდა, მეზობლების ხელმოწერა სჭირდებოდა დახასიათებაზე. ორი სიტყვით დავწერე, რომ არის კარგი ბიჭი და მეზობლებს ვთხოვე ხელმოწერა. მეზობლის ქალმა მითხრა, ეს ორი სიტყვა რა არისო, თავიდან დამაწერინა დახასიათება, უაღრესად კარგი და წესიერი ადამიანიაო, ძალიან კარგი დახასიათება დამაწერინეს და მომიწერეს ხელი. ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა, ყველას დააკლდა...“

ბიჭები პირველ-მეორე კლასში იყვნენ, და რომ შეეძინათ.


მარიამ ელიკაშვილი, და: „განებივრებით ორივე მანებივრებდა, მაგრამ უფროსი უფრო სერიოზულად, უფრო მკაცრად მექცეოდა. ვანო – უფრო თბილად, სულ ჩემთან იყო, სულ მე მამართლებდა, მტყუანიც რომ ვყოფილიყავი. ძალიან მშვიდი ხასიათის იყო. უკონფლიქტო. გიო ეუბნებოდა კიდეც, ასეთი მშვიდი რატომ ხარო. ყველაფერს წყნარად აგვარებდა – ჩხუბისა და კამათის გარეშე“.

დედა: „სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში ხელობა ისწავლა – მანქანის ელექტრიკოსობა, მერე გორში ჩამოვიდა და მუშაობაც დაიწყო, მაგრამ მალევე ჯარში მოინდომა შესვლა. ძმას მიბაძა. უფროსმა სავალდებულო რომ მოიხადა, კონტრაქტით გააგრძელა ჯარში სამსახური. ისიც აქ, გორში მსახურობდა და ვანიკომაც მოინდომა. ვუშლიდი, მაგრამ არ დამიჯერა, გიოს რომ არ დაუშალეთო? ვერ გადავათქმევინეთ. და წავიდა. არ გაუწვევიათ. თვითონ წავიდა კონტრაქტით. 6 თვის წასული იყო ჯარში, ომი რომ დაიწყო“.

ვანიკომ თავისი მეუღლე თამარ ჩაკვეტაძე მაშინ გაიცნო, როცა თბილისში ხელობას სწავლობდა. მათი რომანი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. მერე ცოლად შეირთო და.. შინ სამი თვის ფეხმძიმე დარჩა...

ჯარში სოფლიდან დადიოდა. მეუღლე იქ ჰყავდა. ბოლოს შინიდან 6 აგვისტოს გავიდა.

დედა: „რომ მიდიოდა, ძროხას ვწველიდი, იქიდან გამოვძახე, მიდიხარ-მეთქი? მივდივარო. ფეხმძიმე მეუღლე ჰყავდა წასაყვანი თბილისში, ექიმთან იყვნენ დაბარებულები. რომ ამოვალ, მერე წავალთო, მაგრამ აღარ მოსულა...“

იმ ღამეს უკვე საშინელი სროლები დაიწყო.

დედა: „7 რომ თენდებოდა, ისეთი სროლები იყო მთელი ღამე, რომ გული მისკდებოდა, მეშინოდა, რძალს შიშზე მუცელი არ მოშლოდა. გათენდა თუ არა, გოგო და რძალი თბილისში გამოვგზავნე. მამაჩემი, 80 წლის კაცი, ვერაფრით დავითანხმე, რომ მათ გაჰყოლოდა. იმ დღეს უკვე ჩვენი ტანკებიც შემოვიდა სოფელში, ჯარი ჩადგა დასაცავად. 8 აგვისტო რომ გათენდა, ერთი სული მქონდა, ეს მოხუცი როგორმე გამომერიდებინა იქიდან. ჩემს მეუღლეს სამარშრუტო ტაქსი ჰყავს და ქალები და ბავშვები გამოჰყავდა. როგორღაც მამაჩემიც დავითანხმე. მეუღლემ გორამდე ჩამომიყვანა, პირველი ბომბი უკვე ჩამოგდებული იყო გორში, საშინელი სიტუაცია დამხვდა, ქალაქი პანიკაში იყო, იცლებოდა. ძლივს ჩავსვი მამაჩემი „მარშრუტკაში“ და თბილისში გავიქეცით. ჩემს დასთან მივიყვანე, გამოვვარდი უკან, მაგრამ დიდუბიდან უკვე აღარაფერი მოდიოდა გორისკენ. მეუბნებოდნენ, სად მიდიხარ, რომ მიდიხარ, გორში ომია, ვინ წავაო. ბოლოს ძლივს ერთი ავტობუსი წამოვიდა, 7 კაცი ძლივს მოვგროვდით. ამ მძღოლსაც ოჯახის წევრები ურეკავდნენ, ისტერიულად სთხოვდნენ უკან დაბრუნებას, გორისკენ მართლა არავინ მიდიოდა, გორიდან კი კოლონებად მოდიოდა მანქანები. გორში ჩამოვედი თუ არა, ნაწილში მივვარდი, ვანიკო გორში მეგულებოდა. გიორგის, ვიცოდი, გორში არ გააჩერებდნენ, უფროსს ატარებდა, მძღოლი იყო და უფროსს გორში არავინ დატოვებდა. ასეც იყო, მამამისს ელაპარაკა და უთხრა, წასულები ვართო, მაგრამ კონკრეტულ ადგილს არ ეუბნებოდა. ცხინვალში იყო.

ნაწილში რომ მივვარდი, მითხრეს, ვანიკო აქაა, მაგრამ ვერ გამოვაო. გორის თავზე უკვე თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ქუჩებში აღარავინ იყო, რეალობის შეგრძნება დავკარგე, მეგონა, რასაც ვუყურებდი, კინო იყო.

მივვარდი ნათესავთან, სარდაფში ჩავიდეთო, გადამეკიდნენ, ვერ გავჩერდი, სახლში გამოვვარდი. ყველა მეკითხებოდა, ბიჭები სად არიანო. არ ვიცი, ერთი, მგონი, აქაა, მეორე წაყვანილი ჰყავთ და არ ვიცი, სადაა-მეთქი.

საღამოს ისევ ავედი ნაწილში და ძლივს ვნახე ჩემი შვილი. ველაპარაკე, ვუთხარი, რომ მისი მეუღლე და და თბილისში იყვნენ. იცოდა კიდეც.

მითხრა, გიორგის ველაპარაკეო. კარგადააო. შევატყვე, რომ მატყუებდა, არ იყო დალაპარაკებული. შევატყვე, მაგრამ არაფერი ვუთხარი, უჭირდა, რომ მატყუებდა. სასოწარკვეთილი ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, დედა, ამაღამ გორში ვარ, აქა ვარ-მეთქი. ის აქეთ მამშვიდებდა. უჭირდა ლაპარაკი. ვამხნევებდი, მაგრად იყავი-მეთქი. კი მითხრა: არა, მე არაფრის არ მეშინიაო, მაგრამ, რომ მოვდიოდი, უცებ მივიხედე და ისეთი სევდიანი თვალები გამომაყოლა... ზუსტად ეგრე ჰქონდა თვალები მკვდარსაც... თითქოს ღიმილი დასთამაშებდა, სიმწრის ღიმილი, კბილები მოუჩანდა, ვინ იცის, რა თქვა ბოლო სიტყვები...

იმ ღამეს ნათესავმა მომაკითხა, თავისთან წამიყვანა და როგორღაც იყო, ის ღამე გავათენე.

9 აგვისტო რომ გათენდა, სოფელში დავაპირე წასვლა. ნათესავმა გამომაცილა და გამოვედით გზაზე, რომ იქნებ ვინმეს გავყოლოდი. გორის ციხესთან არ ვიყავით მოსული, რომ დაბომბვა დაიწყო. უკან გამოვიქეცით. მოვრბოდით და... სატანკო ბატალიონის თავზე რომ შავი ბოლი დავინახე, გულმა მიგრძნო, რომ უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს. მაინც იმედს ვიტოვებდი, იქნებ მოასწრო დამალვა, იქნებ გადარჩა... თავზარდაცემული გავვარდი, ნათესავი მაკავებდა, ცოტა ხანს მოიცადე, ჯერ სკდება რაღაცებიო, როგორც იქნა, ავაღწიე იმ უბედურებაში ნაწილში, იქვე კორპუსებს ცეცხლი ეკიდა. მივვარდი ნაწილში, ბიჭები იდგნენ, ვანიკო სად არის ელიკაშვილი-მეთქი. აქ არ არისო. როგორ არ არის, წუხელ ვნახე, აქ იყო-მეთქი. მერე მითხრეს, წადით, დეიდა, ჰოსპიტალში მოძებნეთო.

ჩამოვვარდი ჰოსპიტალში, აუარებელი ხალხი ირეოდა, ჩემი მეუღლე დავინახე, იდგა კედელთან და ტიროდა. თურმე იცოდა ყველაფერი... ვანიკოსთან დაურეკავს, დაბომბვის ამბავი რომ გაიგო, და ვანიკოს ტელეფონი ვიღაცას აუღია სასწრაფოში, ვინ კითხულობს, ვანიკო დაიღუპა, დაგვეღუპნენ ბიჭებიო...



ფოტოზე სამი გმირი მეგობარი ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ვერხვების დასახლება გორი ქართლიელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე 1987 - 2008 21 წლის სამაჩაბლო სოფ.ქერე გორი ქართლი და ვასილი  2008 წლის 02 ივლისი 2008 წელი ომამდე ერთი თვიდ ადრე

რატომ ტირი, რა გატირებს-მეთქი, – ვკითხე ჩემს მეუღლეს. რა, არ მაქვს სატირლად საქმეო?

ჩემმა მეუღლემ მითხრა, დაღუპულია, ცოცხალი აღარ არისო... ჩემი უფროსი ბიჭიც ჩამოვიდა, რომ გაიგო ძმის დაღუპვის ამბავი. გიორგი ფრონტის ხაზზე იბრძოდა ცხინვალში, ფეხში იყო დაჭრილი, თვითონ ამოუღია „ასკოლკები“, არც მისულა ექიმთან, არც ჩვენთვის უთქვამს, აქ იმხელა უბედურება დახვდა. ახლაც უჭირს შეგუება, ტყუპებივით გავზარდე, უერთმანეთოდ არსად დადიოდნენ...

ვანიკოს იმ დილით, 11-ის 20 წუთზე ელაპარაკა დეიდამისი, მისი მონაყოლიდანაც დავრწმუნდი, იმ დღეს რომ მომატყუა, როცა მითხრა, გიორგის ველაპარაკეო. დეიდამისს უთქვამს, როგორღაც მოვახერხე და გიორგის ველაპარაკეო. მართლა, დეიდა, როგორ არის, სად არისო? თვითონაც ვერ ურეკავდა, არ იცოდა, სად იყო გიორგი, იმ დილით გაიგო. დეიდამისმა ჰკითხა, შენ როგორ ხარო. მე რა მიჭირს, გორში ვარო...“

ვანიკოს დაღუპვა რომ გაიგეს, მამიდამ მოტყუებით წამოიყვანა სოფელში ვანიკოს ცოლი და და.

მარიამ ელიკაშვილი, და: „ჩემმა მამიდაშვილმა გვითხრა, ომი დამთავრდა, ვბრუნდებითო. უკვე ტყვიავში რომ შემოვედით, მამიდაჩემმა შემოგვაპარა, მძიმედ არის დაჭრილიო. შევედით სახლში და მოასვენეს კიდეც...“

დედა: „სოფელში რომ მივასვენეთ, შუქები უკვე აღარ იყო. „დვიჟოკი“ ჩავრთეთ მარტო იმ ოთახში, სადაც გვესვენა, ფანჯრებზე „ადეალები“ ჩამოვაფარეთ, სინათლე რომ არ გასულიყო. იბომბებოდა. სოფლიდან გარბოდა ყველა. ჩემი შვილის, საერთოდ, გორის დაბომბვის ამბავი რომ გაიგეს, კიდევ უფრო შეშინდნენ. სოფელი, ფაქტობრივად, დაიცალა. ვინც დარჩა, ისიც ჩვენი ხათრით. მერე გვითხრეს, გათენდება თუ არა, უნდა დავასაფლაოთ, ხომ ხედავთ, ომიაო. თავიდან კი უარზე ვიყავი, მაგრამ, რომ ვნახე, იმათაც საფრთხეში ვაგდებდი, ვინც ჩვენი გულისთვის რჩებოდა, დავთანხმდი. ინათა თუ არა, ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდა: დიდი ბოდიში, თქვენ გვერდით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ბავშვები, ქალები გაგვყავს და გვაპატიეთო. 9 საათზე დავკრძალეთ. კუბოს არ გვახსნევინებდნენ, მაგრამ დასაფლავებისას მოვითხოვე, ახადეთ თავი, მანახეთ-მეთქი. ახადეს და ვნახე, რომ ნამდვილად ჩემი შვილი იყო, რომ არ მენახა, ვერც დავიჯერებდი... საფეთქელში ჰქონდა მოხვედრილი... თვალები ღია დარჩენოდა... ტანზეც ჰქონდა ჭრილობები, სულ „ასკოლკებით“ იყო დამწვარი. ჩემი რძლის დედამ როგორ აღარ იარა, ხან რას გამოჰყვა, ხან – რას, 10 საათზე ჩამოაღწია სოფელში და ვანიკო უკვე დაკრძალული გვყავდა. სასწრაფოდ უკან გამოვაყოლეთ რძალი და გოგო.

იმ ღამით ჩვენც მოგვიწია წამოსვლა. უკვე შემოდიოდნენ სოფლებში, კარალეთამდე იყვნენ მოსულები, ვთქვით, ღამით გავარიდოთ თავი და დილით დავბრუნდეთო, მაგრამ, რომ გამოვედით, შემოვიდნენ და შემოვიდნენ და ვეღარ მივბრუნდით.

მერე კი სულ შემოვიდნენ.

მეუბნებიან, როცა ნაწილში ნახე, რატომ არ უთხარი, წამოდიო. მე ვერც შევბედე ამის თქმა, რომ ან წამოსულიყო ან რაღაც...

თორემ რა ედგათ წინ, გააღებდნენ კარს და გაიქცეოდნენ. ყველა წავიდოდა ნაწილიდან. მაგრამ არ უღალატეს, არც სამშობლოს და არც ერთმანეთს. იდგნენ, იცოდნენ, ხედავდნენ, რომ იბომბებოდა გორი, ალბათ, ელოდნენ კიდეც, რომ მათაც დაბომბავდნენ, მაგრამ ფეხი არ მოუცვლიათ. არ იზამდა მაგას. ძმა ცხინვალში ჰყავდა და თვითონ იქიდან გაიპარებოდა?..“

2009 წლის 13 იანვარს, პატარა ანი დაიბადა...

ითანამშრომლა ლელა განჯელაშვილი დაბ. 1980წელი ომის გმირი ვასილ განჯელაშვილი გივის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. სვენეთი გორი ქართლი და



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 16.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0