ხრესილის ბრძოლა გაიმართა 1757 წლის 14 დეკემბერს, იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში სოფელ ხრესილის მიდამოებში.
ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა.
ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა.
სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას - ხრესილის მინდორზე - შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.
ქართველთა ძალები –11 000 მთავარი ჯარი, + 5 000 დამატებითი
ოსმალთა ძალები – 30 000 თურქი მეომარი + 11 000 იმერეთის თურქული ციხესიმაგრიდან + 10 000 ქართველი
დანაკარგები ქართველთა მხრიდან – მცირე დანაკარგი
ოსმალთა დანაკარგი – 38 000 - 45 000
ხუტუნია შარვაშიძე (გ. 1757) — სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის შუა წლებში. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში დაიღუპა. საინტერესო სტატია იხ. მეტი
ყველაზე მეტი თურქი ზუსტად ერთი საუკუნის წინ, ხრესილის ბრძოლაში, ხუტუნია შერვაშიძემ ბრძოლის დროს ასჩეხა, სადაც 16 კაცის ასეთი თავი ათრია... სამწუხაროდ იგი თავადვე დაეცა ბრძოლაში. (დადიანი, 1962)
მეფის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, რადგან მთელი ზემო იმერეთი ლევან აბაშიძეს გადაებარებინა და ზოგი სულმოკლე თავადიც მტერს მიეკედლა. მეფე იმერთა ჯარის მცირე ნაწილის ამარა დარჩა. მეფემ დახმარება თავის სიმამრს ოტია დადიანს 30 შ. ბურჯანაძე. სოლომონ I - ის მეფობის პირველი პერიოდი // თსუ შრომები. ტ. 41, 1950, გვ. 83. 31 მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII ს -ში, თბ. 1982, გვ. 185. 32 ლ. ტყეშელაშვილი. იმერეთის მეფე სოლომონ I - დიდი. გელათის სასულიერო აკადამია და სემინარია. 2016 წ., გვ. 33. სთხოვა. რომელმაც საბრძოლველად თავისი შვილი კაცია გამოგზავნა ოდიშ-ლეჩხუმაფხაზთა ჯარით. მეფის დასახმარებლად გამოეშურა აგრეთვე მამია გურიელიც. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმერთა მეფისათვის მოულოდნელი არ იყო მტრის შემოსევა. მან 1757 წლის ბოლო თვეებში ფარულად დიდი სამზადისი დაიწყო იმერეთიდან თურქების გასადევნად. 1757 წლის 14 დეკემბერს სოლომონ მეფე თავს დაესხა მტრის ლაშქარს. მტერი არ დაბნეულა. მან პირველ ხანს წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ ქართველთა ლაშქრის სულიერმა სიმტკიცემ ომის ბედი შეაბრუნა და თვით როსტომის და ლევან აბაშიძის ჯარიდან ცალკეულმა რაზმებმა მეფის მხარეზე იწყეს გადმოსვლა. მტრის ჯარის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი დაატყვევეს, მცირე ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. თუმცა ხრესილიდან გაქცეული მტერი გურიაში ჩასაფრებულ ქართველთა მხედრობას გაუნადგურებია, რაც იმას ადასტურებს, რომ ოსმალთა გაქცევის შემთხვევაში ქართველებს წინასწარ ჰქონიათ ზომები მიღებული. ოსმალთა ჯარის ერთი ნაწილი გურიიდან აპირებდა ოსმალეთში გადასვლას, მეორე ნაწილი ახალციხიდან, მაგრამ მათი დიდ ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. ტყვეებთან ერთად ქართველებს მტრის მდიდრული ბანაკიც დარჩენია.33 ამ ბრძოლაში დახოცეს თურქეთის ჯარის მხედართმთავრები: გოლა-ფაშა, ქემხა ახალციხის ფაშა და ბაშა-აღა.34 მტრის რაოდენობა ნ. დადიანის თქმით, რამდენჯერმე აღემატებოდა მეფისა და დადიანის ლაშქარს.35 ახალგაზრდა მეფე შესანიშნავი სარდალი და უშიშარი მეომარი იყო. ბრძოლის შედეგზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუკი ახალგაზრდა მეფე მტერთან ბრძოლაში დამარცხდებოდა, ტახტის დაკარგვასთან ერთად მის მიერ წამოწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობა შეჩერდებოდა, ოსმალეთი კი თავის პოლიტიკას კვლავ გააგრძელებდა და აღადგენდა იმერეთში ტყვეთა სყიდვას. ქართველ მეფემთავრებსა და პროგრესულად მოაზროვნე ქართველობას ამ შემთხვევაში შეგნებული 33 ლ. ტყეშელაშვილი. იმერეთის მეფე სოლომონ I - დიდი. გელათის სასულიერო აკადამია და სემინარია. 2016 წ. გვ. 35. 34 ე. თაყაიშვილი, საისტორიო მასალანი , წიგნი 2, თბილისი 1914, 72. 35 ნ. დადიანი, ქართველთა ცხოვრება, გვ. 108. ჰქონდათ ის საფრთხეები, რაც ოსმალთა შესაძლო გამარჯვებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. აღნიშნულ ბრძოლაში მოკლეს მეფის მოღალატე ბაბუა - ლევან აბაშიძე, ბრძოლის შემდეგ სოლომონ მეფემ მოაძებნინა მისი გვამი, მეფეს დაუჩოქია და უტირია. ამ რთულ შემთხვევაშიც მეფეს შეუნარჩუნებია პირადი ღირსების გრძნობაც და მას გარდაცვლილი წინაპრისთვის პატივი მიუგია. როსტომ რაჭის ერისთავმა კი გაქცევით უშველა თავს. ზარალი მეფის მხრიდანაც დიდი იყო, რადგან ოსმალთა არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქართველთა ჯარს და იგი დაახლოებით 40–45 ათასი კაცისაგან შედგებოდა. ზუსტი ისტორიული ცნობები არ მოიპოვება ბრძოლაში ქართველ დაღუპულთა შესახებ, თუმცა მეცნიერების ვარაუდით ათას კაცზე მეტი უნდა დაღუპულიყო. ხრესილის ბრძოლა იყო დასაწყისი დასავლეთი საქართველოს გამათავისუფლებელი ომისა. აქედან მოყოლებული, მეფეს ხმალი არ ჩაუგია ქარქაშში იმერეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ხრესილის ომში გამარჯვების შემდეგ, სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ზომები მიიღო მოღალატეთა დასათრგუნავად: აბაშიძეებს ჩამოართვა ლევან აბაშიძის მამული და სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო დანარჩენი აბაშიძეები ფიცით შემოიმტკიცა. ამიერიდან აბაშიძეთა სათავადო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის უძლური იყო. როგორც ვხედავთ, ახალგაზრდა მეფე არ შეუშინდა ოსმალების მრავალრიცხოვან ჯარს, იგი არ დაემორჩილა მათ ბრძანებას ტყვეთა სყიდვის აკრძალვის გაუიქმების შესახებ. მტერთან სასტიკ ბრძოლაში ჩაება და დაამარცხა კიდეც. ხრესილის ბრძოლაში გამარჯვება იყო მეფის დამოუკიდებლობის და იმერეთის ოსმალებისგან განთავისუფლების საქმეში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.