"იტალიასა და ეგვიპტეში დამარხული ტაძრების ტრადიცია ჭუბერიდან იღებს სათავეს" - რას ჰყვება ქართველი მეცნიერი მსოფლიოს ერთ-ერთ იდუმალ ადგილზე ამბები.გე-სგან 19:12 / 12-02-2019
მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ავტორი წიგნისა "ისტორია იწყება იბერებიდან" თამარ ასანიშვილი ვარაუდობს, რომ იტალიასა და ეგვიპტეში დამარხული ტაძრებს ტრადიცია საქართველოდან, კერძოდ კი ჭუბერიდან იღებს სათავეს… რა ფაქტები უმყარებს აკადემიკოსს ვარაუდს, ამის შესახებ იგი Аmbebi.ge-ს ესაუბრა:
- 1992 წელს იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონ პემონტის მმართველ ორგანოში ანონიმური წერილი შევიდა. წერილის ავტორი იტყობინებოდა, რომ რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ ვიდრაჩოში ადამიანთა ჯგუფი ნებართვის გარეშე ერთ-ერთ მთაში გათხრებს აწარმოებდა. (ცნობისთვის ვიდრაჩო ქალაქ ტურინიდან 60 კმ-ში მდებარეობს.) პოლიციამ გათხრების ორგანიზატორის ვინაობა გაარკვია, იგი ვინმე რობერტო ეირაუდი აღმოჩნდა, რომელიც 25 ენთუზიასტთან ერთად, 1975 წლიდან გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა.
სპეციალურად გამოყოფილმა კომისიამ შესასვლელს ვერ მიაგნო, ამიტომ მთის აფეთქება გადაწყდა. ამის შემდეგ შეთქმულები დანებდნენ და თვითონ აჩვენეს ერთ–ერთ სახლში მდებარე კარი და სტუმრებს გამოქვაბულში შეუძღვნენ. კომისიის ყველა წევრი დადუმებული და თვალებგადიდებული შეჰყურებდა მათ წინ გადაშლილ ფანტასტიურ სილამაზეს, რაც სრულიად დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი იყო. ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, უმარტივესი იარაღებით შექმნილი შედევრი წარმოადგენდა მიწისქვეშა ტაძარს. ტაძარი შედგებოდა ცხრა თემატური დარბაზისგან, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის ისტორიას ასახავდნენ. დარბაზების კედლები სრულიად გასაოცარი სიუჟეტების მქონე ნახატებით, ზღაპრული ვიტრაჟებითა და ულამაზესი ქანდაკებებით არის გაფორმებული. კოპმლექსის საერთო სიმაღლე 11 სართულიანი სახლის ტოლია, ხოლო საერთო ფართი 6 ათასი კუბური მეტრია. ცხადია, ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების დახმარებით, ყველა საჭირო ნებართვა და საბუთი მომზადდა. დღეს ეს კომპლექსი ტურისტების ერთ–ერთი უსაყვარლესი ობიექტია. მისი პოპულარობიდან განვითარდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა და კომუნაც კი ჩამოყალიბდა. ტაძარს ხშირად სტუმრობენ, სხვადასხვა სასულიერო პრაქტიკის მიმდევარნი.
ვიდრაჩო, იტალია
- საიდან გაჩნდა ასეთი უცნაური პროექტის იდეა
- ცხადია ყველასთვის საინტერესო იყო საიდან გაჩნდა ასეთი უცნაური პროექტის იდეა... როგორც გაირკვა იტალიის ქალაქ ვიდრაჩოს მთაში შექმნილი საოცრების ავტორების შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ეგვიპტეში ცნობილი უძველესი მიწისქვეშა ლეგენდარული ტაძარი, რომელიც ქალაქ კაიროდან 160 კმ–ის, ხოლო ალექსანდრიიდან 70 კმ–ის მანძილზე მდებარეობდა. უძველეს ქალაქში, რომელსაც სახელად ერქვა თემა–ენ–ხორ ანუ ხორის ქალაქი. თუ ამ ტოპონიმს კარგად დავაკვირდებით ქართულად შეგვიძლია უფრო ზუსტი განმარტებაც მოუძებნოთ, თუ გავიხსენებთ რომ თემა – თემი ქართული სიტყვაა და ადამიანების ერთობას ნიშნავს ე.ი. ეს ტოპონიმი ქართულად შინაარსობრივად ღმერთ ხორის თემია და არა ხორის ქალაქი, რაც ალბათ გაცილებით უფრო ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან. ამის მიუხედავად ყველაზე საინტერესო წინ გელოდებათ! საქმე იმაშია, რომ უძველეს თემა–ენ–ხორს სახელი შეუცვალეს და მიწისქვეშა ტაძრის პატივსაცემად, დღეს ქალაქსაც დ ა მ ა ნ ხ უ რ ი ჰქვია... დიახ მეგობრებო სწორად მიხვდით, ეგვიპტის უძველსი დროის ისტორია გვამცნობს, რომ ქურუმებს ქონდათ მიწისქვეშა საიდუმლო ტაძარი, სადაც ისინი განმარტოებულნი ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ სამყაროს საიდუმლოებას და ამ დამარხულ ტაძარს ქართული სახელი ერქვა! სახელი, რომელიც სრულად გადმოგვცემდა მის ადგილმდებარეობას - დამარხული, მიწისქვეშა… ცხადია, ათასწლეულების შემდეგ და ეგვიპტური ენის ლინგვისტური თავისებურებებიდან გამომდინარე დ ა მ ა რ ხ უ ლ ი იქცა დამანხურად, მაგრამ დამეთანხმებით ეს არც ისე დიდი ცვლილებაა! მსოფლიოში დღემდე არავინ იცის, რომ "ეგვიპტური" მიწისქვეშა ტაძარი ეგვიპტის ქართველი – იბერიელი ბერების – ქურუმები აშენებული იყო!
- ამას რა ფაქტები ამყარებს?
- სვანეთში ოდითგანვე არსებობდა ლეგენდა დამარხული სალოცავის შესახებ და აი გასული საუკუნის შუა ხანებში სოფელ ჭუბერის მახლობლად ტყეში გასულ კაცს თურმე ფეხი დაუსხლტა და ირმის ხავსზე დაგდებული თაფლის სანთლის ასაღებად დაიხარა... სწორედ ამ დროს მიწაში ჩამავალ კიბეს მოკრა თვალი, კიბეს ჩაუყვა და მიწისქვეშა დარბაზში აღმოჩნდა. როგორც ზეპირი გადმოცემიდან ირკვევა, ჭუბერის მკვიდრმა იქ განძი იპოვა - ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული პატარა თევზები და სხვა ნივთები. ზემოთ ამოსულს ისეთი სქელი, თეთრი ნისლი დახვდა, რომ გზა ვეღარ გამოიგნო, მიხვდა კაცი განძის წაღების უფლებას არ აძლევდნენ, უკან ჩაბრუნდა, ჯიბეები ამოატრიალა ბევრი რამ ისევ თავის ადგილზე დადო, ზემოთ ამოვიდა და სახლში შეშინებული დაბრუნდა. როგორც თვითმხილველთა მონათხრობით ირკვევა, მას რამოდენიმე ოქროს თევზი მაინც წამოუღია, მაგრამ აი დამარხული ტაძრის მდებარეობა აღარ ახსოვდა, ან სრულიად შესაძლებელია მიზანმიმართულად დაფარა ეს ინფორმაცია.
მოკლედ, ამ მონათხრობიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც არის "დამანხური" – დამარხული ტაძრები. მათი აღმოჩენა სამომავლო საქმეა! აი დღეს კი შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ტოპონიმი "დამანხური" ქართულია! მითუმეტეს, რომ დამარხული ტაძრის შესახებ ინფორმაცია შემონახულია ქართულ ტოპონიმშიც, კერძოდ დავაკვირდეთ რას გვეუბნება იმ დასახლების სახელი, რომლის მახლობლადაც იქნა ნაპოვნი დამაეხული ტაძარი – ჭ უ ბ ე რ ი. როგორც უკვე ვიცით ასო ნიშანი "ჭან", ნიშნავს ღრმას, ღრმა წყალსაც და ღრმა სიბრძნესაც, აქედან გამომდინარე ჭ + ბერი გადმოგვცემს, რომ ეს ადგილი დაკავშირებულია ჭის, ანუ სიღრმის ბერებთან. სიღრმის ბერები კი ცხადია დამარხულ ტაძარში მოღვაწეობდნენ.
აქვე ვიტყვი, რომ იტალიაში დღემდე შემორჩენილია არაერთი ქართული ტოპონიმი, მაგალითად დაბა " ალალია", ტაროსი, ნორა, გელა , კარალეზი ( კარალეთი ), სუბარისი. სუბარისი პირდაპირ გვეუბნება, რომ ადგილი ეკუთვნის ძველი ქართული გვარის სუბარების ( სუბელიანების ) გვარს! ერთი სიტვით, მსოფლიოს ძალიან ბევრი სურპრიზი ელის საქართველოდან.
ამბები.გე-სგან