სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ტაშისკარის ბრძოლა 1609წ.  ოსმალებთან  სოფ. ტაშისკარი ხაშური ქართლი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

467       ბეჭდვა

ტაშისკარის ბრძოლა 1609წ. ოსმალებთან სოფ. ტაშისკარი ხაშური ქართლი

1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ. თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით სოფელ ნიაბის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდინარე მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფელ ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფელ ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფელ ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მდინარე მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გიორგი სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გიორგი სააკაძემ.

1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. ,,მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: ,,ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო’’, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.’’– ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების ,,გულსრული’’ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთი მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.
მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის და შეერთებოდნენ შიდა ქართლიდან მომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი - თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა – პლატონ იოსელიანი.
მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ ,,მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი’’
,,ამ ომსა შინა მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან’’ – ვახუშტი ბაგრატიონი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 27.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0