სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
მურჯახეთის ბრძოლა 1535 წელი  12 აგვისტო სოფ. მურჯახეთი ახალქალაქი სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ახალქალაქი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

433       ბეჭდვა

მურჯახეთის ბრძოლა 1535 წელი 12 აგვისტო სოფ. მურჯახეთი ახალქალაქი სამცხე ჯავახეთი

მურჯახეთის ბრძოლა — ბრძოლა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ის ლაშქარს შორის. გაიმართა 1535 წლის 12 აგვისტოს. ოსმალთა გავლენის დამყარება სამცხე-საათაბაგოში დიდ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. სეპარატისტული მიზნების გამო ოსმალებს მხარს უჭერდა ათაბაგი ყვარყვარე III. ასეთი ვითარება ამწვავებდა ურთიერთობას იმერეთის სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოს შორის. ბაგრატ III-მ ოდიშისა და გურიის სამთავროს ლაშქართან ერთად სამცხე-საათაბაგოს დასამორჩილებლად გაილაშქრა. ბრძოლა მოხდა სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის რაიონი). მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ გაიმარჯვა და სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთა. ჭანეთი და აჭარა როსტომ გურიელს გადაეცა. თვით ყვარყვარე III დაატყვევეს და შემდეგში ტყვეობაში გარდაიცვალა. ამ დროიდან 1545-მდე სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოში შედიოდა. მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთი უფრო აგრესიული გახდა დასავლეთ საქართველოს მიმართ (სოხოისტის ბრძოლა 1545).

მურჯახეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ვაჩიანის თემი), მდებარეობს ახალქალაქის პლატოზემდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1720 მეტრი, ახალქალაქიდან 7 კილომეტრი.

სოფელში დგას XI საუკუნის ეკლესია. კედლებზე ლაპიდარული წარწერებია.

სოფელში აღმოჩენილია XVII საუკუნის განძი (მურჯახეთის განძი).

აქ მოხდა მურჯახეთის ბრძოლა 1535 წელს.

ყვარყვარე III ჯაყელი (გ. 1535) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1518-1535ქაიხოსრო I-ის ძე. ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს შეეცილდნენ ტახტს მზეჭაბუკის ძმა მანუჩარ და ძმისშვილი ყვარყვარე III . თავდაპირველად მანუჩარის მომხრე თავადებმა ყვარყვარე III დაამარცხეს, მაგრამ ირანის შაჰის დახმარებით ათაბაგობა ყვარყვარე III-მ ჩაიგდო. საათაბაგო სპარსეთის ვასალი გახდა. მალე ყვარყვარე III შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით შედგენილ ანტიოსმალურ კოალიციას შეუერთდა. თურქები დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყნის და განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს. 1535 იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგოში ამ ბრძოლის შედეგად საათაბაგო გააუქმა, სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი იმერეთს შეუერთდა, ხოლო ჯავახეთი — ქართლის სამეფოს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0