სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ოსმალეთის პირველი ლაშქრობა 1510 წელი  გადაწვეს. სოფ.გეგუთი, ქუთაისი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

841       ბეჭდვა

ოსმალეთის პირველი ლაშქრობა 1510 წელი გადაწვეს. სოფ.გეგუთი, ქუთაისი

 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი და გეგუთი. ეს ოსმალების პირველი შემოსევა იყო იმერეთში. ალექსანდრემ მიატოვა გორი და უკან გამობრუნდა მაგრამ ოსმალები უკვე წასულები იყვნენ. ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა იმერეთს, ოსმალეთს სამცხე საათაბაგო ესაზღვრებოდა რომელიც ოსმალებს გზას უხსნიდა იმერეთისკენ. 1510 წელს მეფე ალექსანდრე II გარდაიცვალა ტახტი დაიკავა ბაგრატ III-მ.

იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ (1484-1510) შესძლო თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა :გურიაზესამეგრელოზეაფხაზეთზე და სვანეთზე. და მთლიანად დასავლეთ საქართველო იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა,თუმცა ეს მორჩილება ფორმალური იყო. იმერეთის მეფე ცდილობდა საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა არა მარტო დასავლეთ საქართველოში არამედ ქართლშიც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და გორი აიღო, ქართლის ნაწილი იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. ალექსანდრემ ქართლის დიდხანს შენარჩუნება ვერ შესძლო რადგან შეატყობინეს რომ, იმერეთის წინააღმდეგ ოსმალთა ჯარი მოდიოდა.

ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა. თურქებთან დაპირისპირებიდან მალევე მეფე დასნეულდა და გარდაიცვალა. მის შემდეგ იმერეთის ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი, ბაგრატ III ავიდა.

ფოტო იმერეთის მეფე ალექსანდრე II




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0