სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ფარავნის ბრძოლა 1465 წელი შიდა ომი  სოფ. ფარავანი ნინოწმიდა სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ნინოწმინდა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1492       ბეჭდვა

ფარავნის ბრძოლა 1465 წელი შიდა ომი სოფ. ფარავანი ნინოწმიდა სამცხე ჯავახეთი

1465 წელს გიორგი გაემართა სამცხისკენ , მეფის ჯარი ფარავნის ტბასთან დაბანაკდა. მეფეს ამცნობეს რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. გადმოცემით ეს ყველაფერი იოთამ ზედგინიძემ ამცნობა მეფეს , მაგრამ მეფეს ეს ცნობა არ დაუჯერებია. მაშინ იოთამი ჩაწვა მეფის საწოლში ღამით , მეფის კარავში შეთქმულები შეიჭრნენ და იოთამი სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე დღეს მეფემ საქმის გამოძიება და შეთქმულთა გამოაშკარავება დაიწყო. ამით ისარგებლა ყვარყვარემ და მეფის ბანაკს თავს დაესხა. გიორგი მეფე დამარცხდა და სამცხის მთავარმა ის ვაჰანსის ქვაბებში გამოჰკეტა. გიორგი მეფის დატყვევებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ და თავი მეფეთა-მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე მიხვდა რომ გიორგის დატყვევებით ბევრი ვერაფერი მოიგო და გაათავისუფლა გიორგი, უკან წამოსულ მეფეს კი ჯარიც გამოაყოლა სამეფო ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის მთავრებმა გიორგი VIII-ს მხარი არ დაუჭირეს რადგან შიშობდნენ რომ მათ ღალატის გამო მეფე სასტიკად დასჯიდა. გიორგი მეფემ ქართლის ტახტის დაკავება ვერ შესძლო და კახეთში გადავიდა.

გიორგი VIII — ქართლის მეფე 1446-1466 წლებში, გიორგი I — კახეთის მეფე 1466-1476 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.

მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს. ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკო ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-ს ამ არჩევანის დატკიცება. ლუდოვიკო ბოლონიელმა წარუდგინა პაპს მასთან ერთად ჩასული გიორგისა და ყვარყვარეს ქართველი ელჩები, რომელთა პაპს აღუთქვეს ყველა ქართველ მთავართა ერთიანობა:

ვიკიციტატა„...თქვენმა ნუნციომ (ლუდოვიკო ბოლონიელმა) რა უბრძანა, მაშინვე შერიგდნენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120.000 მეომარნი მზად არიან ეომონ მუჰამედ იმპერატორს აზიაში ... . აგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდიან სამეგრელოსა და აფხაზეთის მეფე, ბაგრატ მეფე ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გეორგიანებს და მამია გურიის მთავარი... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკო, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენს საყდართან შეერთებულნი არიან.“

პიუს II არჩევანს უმტკიცებს და ცდილობს ანტიოსმალური კოალიცია ევროპელ მეფეთა ჩართვით განამტკიცოს. თავის მხრივ ლუდოვიკო ბოლონიელი ამაოდ ცდილობდა საქართველოში ანტიოსმალური მიზნით მეფეთა შორის თავისივე მიერ შექმნილი ერთიანობის შენარჩუნებას.

ქართველი ელჩები ეწვივნენ არა მარტო პაპს, არამედ საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს (1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461-1482), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0