სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ჩიხორის ბრძოლა 1732/1734 იმერეთი სამეგრელო სოფ. ჩიხორი თერჯოლა იმერეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

357       ბეჭდვა

ჩიხორის ბრძოლა 1732/1734 იმერეთი სამეგრელო სოფ. ჩიხორი თერჯოლა იმერეთი

ჩიხორის ბრძოლა — 1732/1734 წელს მომხდარი ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს შორის. იმერლებმა გაიმარჯვეს ამ ბრძოლაში და ტყვედ ჩაიგდეს სამეგრელოს მთავარი ოტია დადიანი.

1730 წელს ოტია დადიანი აუჯანყდა ოსმალების ბატონობას და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები მთიელების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V მონაწილეობდა. შურის საძიებლად ოტია დადიანი იმერეთის ფეოდალთა ჯგუფს, აბაშიძესა და რაჭის ერისთავს დაუკავშირდა და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანა გადაწყვიტა. იმერეთის მეფეს მიემხრნენ ლევან აბაშიძე, მამია IV გურიელი, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვანი. 1732/1734 წელს იმერეთსა და სამეგრელოს შორის ჩიხორთან გამართულ ბრძოლაში ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა იმერეთის მეფისთვის საჭილაო და სამიქელაო დაეთმო. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ დადიანმა კვლავ გააგრძელა იმერეთის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარება.

ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი1752) — იმერეთის მეფე 1720-17411741–17461749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1732 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.

ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.

ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

მამია IV გურიელი (გ. 1784) — გურიის მთავარი 1726-17561758-17651771-1776 წლებში, გიორგი IV გურიელის ძე.

1732 წელს დაუმოყვრდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, ცოლად მოიყვანა მისი ქალიშვილი როდამი. როდამს მზითვად ალექსანდრე V-მ გაატანა საჯავახოს მხარე.[1] გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. მამია IV გურიელმა, მიუხედავად ოსმალთა მოძალებისა, აკრძალა ტყვის სყიდვა და 1748 წელს სამხედრო დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლესთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გაგზავნილი ჰყავდა მისი ბიძა, შემოქმედელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი.

1752 წელს მხარი დაუჭირა სოლომონ I-ის საწინააღმდეგო აჯანყებას. 1756 ოსმალთა დახმარებით გამარჯვებულმა სოლომონმა მამია IV გურიელი გადააყენა და მთავრად მისი ძმა გიორგი V გურიელი დასვა. მამია IV გურიელი ერეკლე II-ს ეახლა, მისი შუამდგომლობითა და ახალციხის ფაშის დახმარებით შეურიგდა სოლომონს და 1758 წელს ტახტი დაიბრუნა. მომდევნო ხანაში მამია IV გურიელი ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი სოლომონ I-ის მხარეზე გამოდიოდა. მონაწილეობდა 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში, 1759 წლის საეკლესიო კრებაში. 1758-1759 წლებში განაახლა შემოქმედში არსებული ქედის ეკლესია.

1765 წელს ჰასან-ფაშამ გადააყენა და მთავრად გიორგი V გურიელი დასვა. 1770 წელს როდამის გარდაცვალების შემდეგ სოლომონ I-მა საჯავახო წაართვა გურიელს და უკან დაიბრუნა. 1771 წლის 4 იანვარს სოლომონმა ილაშქრა გურიაში გადააყენა გიორგი V და კვლავ მამია IV გაამთავრა. 1771 წლის ოქტომბერში რუსეთის კორპუსის გენერალ სუხოტინის ჩარევით მამიამ გურიაში დააბრუნა გიორგი V და მას საბატონიშვილო მისცა. სოლომონ I აპირებდა გურიის სამთავროს გაუქმებას, სოლომონმა მამიას ვაჟი დავითი ქუთაისში გაიწვია აღსაზრდელად, მაგრამ დააბრმავა და გურიაში შეჭრა გადაწყვიტა, მაგრამ მას წინ აღუდგნენ ადგილობრივი თავადები და ეპისკოპოსები. ასეთ პირობებში 1776 წელს მამია უკვე საბოლოოდ ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა. ის მოულოდნელად თავს დაესხა მთავარს და ცოლ-შვილითურთ ბაილეთის ციხეში დააპატიმრა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მთავრის ტახტზე მდგომარეობა გაიმყარა.

ღრმად მოხუცებული მამია გურიელი დაავადდა, დაბრმავდა და ბერად აღიკვეცა. გარდაიცვალა 1784 წელს.

ოტია დადიანი — ოდიშის მთავარი 1728-1758ბეჟან I დადიანის ძე. 1730 ფაქტობრივად აუჯანყდა ოსმალებს და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმ. გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V იღებდა მონაწილეობას. შურისსაძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანას შეეცადა. ჩიხორთან ბრძოლაში 1732 წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა საჭილაო გადაეცა იმერეთის მეფისათვის. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად 1740 წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე სოლომონ I-თან. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. 1757 წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხრესილის ბრძოლაში.

მთავარი ფოტო ვარციხის სასახლის ნანგრევი ააგო ალექსანდრე V-მ 





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0