სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ბომბორა(გუდაუთის მინიციპალიტეტი) ბრძოლა 1830 წელი 16 ივნისი სოფ. ბომბორა გუდაუთა აფხაზეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გუდაუთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ბომბორა(გუდაუთის მინიციპალიტეტი) ბრძოლა 1830 წელი 16 ივნისი სოფ. ბომბორა გუდაუთა აფხაზეთი

190 წლის წინ 16 ივნისი 1830 წელს გათავისუფლებული იქნა ბომბორა(გუდაუთის მინიციპალიტეტი). 1830 წ. 8 ივლისს რუსთა დესანტი სოხუმიდან ზღვით გაგრაში გადავიდა. ამ ცნობის მიღების შემდეგ «აფხაზეთის ექსპედიცია», რომლის უშუალო მეთაურად დანიშნული იყო გენერალი გესე კარლ ფიოდორის ძე(1788-1842), სოხუმიდან გავიდა და 16 ივლისს ბომბორა დაიკავა. აქვე, ექსპედიციას ლიხნიდან აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე((ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, ზოგ შემთხვევაში, რუსულიდან მომდინარე შერვაშიძე (დ. 1806 — გ. 1866, ვორონეჟი (დაკრძალულია აფხაზეთში, მოქვის ტაძარში) შეუერთდა. შემდეგ ექსპედიციამ წინსვლა განაგრძო და 19 ივლისს ბიჭვინთა დაიკავა.
გესე კარლ ფიოდორის ძე(1788-1842)

შეგახსენებთ XV საუკუნის ნახევრიდან აფხაზეთი და აჭარა ოსმალეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა, გათვისუფლება მოხდა 1877-1878 წლის რუსეთ თურქეთის ომის დროს.

შარვაშიძე (შერვაშიძე) მიხეილ (1806-66) რუსეთის გენერალი აფხაზეთი

1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა ქ. ახალციხე აიღეს (1828 წ. 15 აგვისტო) და სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილი შემოიერთეს, ადგილობრივი მაჰმადიანები თურქეთში გადასახლდნენ. კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1859-1864 წლებში, დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელებიც ასევე თურქეთში გაასახლეს. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.
რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით აინტერესებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპირო. რუსეთთან შეერთებამდე საქართველო ამ რეგიონში მხოლოდ მცირე მონაკვეთს ფლობდა _ მდ. ენგურის მარცხენა ნაპირიდან, (ანაკლიის ციხიდან) რიონის შესართავამდე, ერთადერთი სიმაგრით – ყულევი. შავი ზღვის ვრცელი სანაპირო ზოლი კი, მთლიანად თურქეთის მფლობელობაში იყო. დაწყებული ანაპის ციხიდან მდ. ენგურის შესართავამდე და რიონის მარცხენა ნაპირიდან. მათ შორის სოხუმ-კალეს ციხე, ისგაურის, ანაკლიის, ფოთის, ბათუმისა და გონიოს ციხეები.
1810 წ. 10 ივლისს რუსეთის საზღვაო დესანტმა ძლიერი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა სოხუმში მყოფი თურქთა გარნიზონი და ციხე აიღო. იმავე წლის ოქტომბერში გიორგი შარვაშიძეს საზეიმოდ გადაეცა სამთავრო ნიშნები, რითაც გაფორმდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის სამთავროს ავტონომიური უფლებით შესვლა. 1810 წ. 6 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი, გენერალი ა. ტორმასოვი (1809-1811) აღფრთოვანებით ულოცავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გრაფ ნ. რუმიანცევს „სოხუმის ციხის აღებას, რომელიც ბატონობს მთელ აფხაზ ხალხზე“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.09.2020
ბოლო რედაქტირება 09.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0