სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

397       ბეჭდვა

საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საოჯახო წიგნი პროექტი : "მემატიანე შექმენი საკუთარი ისტორია"  ითვალისწინებს,მსურველს ერთი წიგნის ფარგლებში მოაქციოს,  წარმომავლობა, ინფორმაცია ნათესავების შესახებ, ფოტომასალა რომელიც დალექილია სხვადასხვა ალბომებში, მოგონებები და ყველაფერი რასაც საჭიროდ ჩათვლის.(მაგ. ნათლიები, მეზობლები, მეგობრები. ჯგუფელები. კლასელები). 

წიგნის ელექტრონული ვერსია დააწკაპეთ და გადადით ლინკზე

ჩვენთან კონტაქტი დააწკაპეთ და გადადით ლინკზე

დაინტერესებულმა პირმა თვითონ უნდა მოიძიოს ინფორმაცია და ფოტომასალა.  

ინფორმაციის ქვეშ იგულისხმება გვარის წარმომავლობა, სურვილისამებრ დედის და მამის მხარე ან სხვა დამატებითი ინფორმაცია  რაც მისთვის ხელმისწვდომია თავისი ისტორიის შესახებ შესავლის სახით. 

ნათესავური კავშირები, საკუთარ თავზე დაბადების ადგილი თარიღი, მამის დაბადების ადგილი თარიღი, დედის, მამის მამის და დედის, დედის მამის და დედის, ძმების და დების მათი შვილების, დეიდების, მამიდების ბიძების, მათი შვილების რძლების, დიდი ბებიების, პაპების, მათი და ძმების, მათი შვილების შვილიშვილების, ყველა ვისაც გასწვდება თქვენი თვალსაწიერი და ჩათვლით საჭიროდ, 

ფოტომასალის მოძიება ხდება პირადი ალბომებიდან, არ სჭირდება განსაკუთრებული სპეციალური აპარატურა შეგიძლიათ გადაიღოთ  საშუალო სმარტფონით, ხარისხს და განათებას შეურჩევთ. ანუ არ არის საჭირო ფოტოების გაგზავნა ან წაღება, რომლის დროსაც იზრდება დაკარგვის ალბათობა. შეგიძლიათ უბრალოდ გამოაგზავნინოთ ელექტრონულად.

ფოტოებს შევინახავთ ფოლდერებში  მაგალითად დედის მხარე, ან მამის დედის მხარე, ბუნებრივათ კადრები იქნება საჭიროზე მეტი რასაც თქვენი შეხედულების მიხედვით გაფილტრავთ და დატობეთ დასაბეჭ ფოტოებს, მიუთითებთ პოზიციას მაგალითად წიგნის მეუღლის მხარე-ში რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს პირველი, მესამე თუ მეათე, ვინ არიან ფოტოებზე, გვარი სახელი ნათესავური კავშირი და ა.შ. სასურველია ფოტოს გადაღების თარიღიც, თუ ზუსტად არ ვიცით მიახლ. 1932 წელი. 

ინფორმაციის მოძიება შეიძლება დისტანციურად და პირდაპირ შეგიძლიათ ესტუმროთ ნათესავებს, ჩაიწეროთ და თქვენვე გადაუღოთ საოჯახო ალბომში ფოტოები. საკმაოდ სასიამოვნო პროცესია ამ დროს აქტიურად ხდება შეიძლება დაკარგული ურთიერთობების რეაბილიტაცია

რეკომენდაციას ვიძლევით ეცადეთ ყველას ვინც წიგნში უნდა მოხვდეს მეტ-ნაკლებად ჰკითხოთ აქვს თუ არა სურვილი განთავსდეს წიგნში.

მესამე ნაწილი დავუთმე. მოგონებებს, საკუთარ ისტორიებს, ვინც სურვილს გამოთქვავს დატოვოს მანაც თავისი მოგონება, გამოცდილება და ა,შ, მაგ. სახლი რომელიც ააშენა, ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა, ტაძარი სადაც დადიოდა, დღესასწაულები, რომელსაც აღნიშვდა ან აღნიშნავს ოჯახი. ხელნაკეთი ნივთები, სამეურნეო ნაწილი, ქვევები. ძველი ავეჯი და ყველაფერი რაც გნებავთ და გაამდიდრებს ინფორმაციით და ფოტომასალით წიგნს.

წიგნის დაკაბადონება: თუ თქვენ გაქვთ საკმარისი გამოცდილება და რესურსი, წიგნი აკრიფოთ თვითონ, ბუნებრივათ უკეთესი იქნება და შესძლებთ გააკეთოთ დაკაბადონების თანხის ეკონომიას 50-150 ლარამდე წიგნის მოცულობის მიხედვით. თუ ვერ შესძლებთ, დაგაკავშირებთ და მოგამაგრებთ სათანადო პროფესიული ცოდნის მენეჯერს, რომელიც გარკვეული ანაზღაურების ფასად მოგეხმარებათ წიგნის შექმნაში.

წიგნის დაბეჭვდა. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ერთი ეგზემპლიარიდან, რამდენიც თქვენ გნებავთ, ხუთი ან ათი რაოდენობა შეუზღუდავია. საშუალოდ ერთი 200 გვერდიანი წიგნი, 500-700 ფოტოთი და ტექსტური მასალით საშუალო ხარისხის ყდით და ფურცლით ჯდება 25-30 ლარი. ფასი იცვლება გვერდების რაოდენობის და დასაბეჭდი ქაღალდის ხარისხის მიხედვით. ჩვენ გადაგამისამართებთ სტამბაში, სადაც თქვენვე პირდაპირი მოლაპარაკებით შეიგძლიათ დაბეჭდოთ წიგნი და გახდეთ ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

გისურვებთ წარმატებებს



ჩვენთან კონტაქტი დააწკაპეთ და გადადით ლინკზე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.09.2020
ბოლო რედაქტირება 29.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0