1444 წელს გურიელის გამგებლობაში მყოფ ბათუმის პორტთან გამოჩნდა ბურგუნდიელების ფლოტი ჟოფრუა დე ტუაზის სარდლობით ქალაქის გასაძარცვად, მაგრამ გურიელმა დაამარცხა ისინი და ბევრი მათგანი ჩაიგდო ტყვედ.
შეგვახსენა ლევან ვეშაპიძემ
XIII-XV საუკუნეებში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციისა და გენუის რესპუბლიკებთან. მათ ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი ფოთში, გონიოსა და გურიელის სარეზიდენციო პუნქტ ბათუმში. ეს ურთიერთობები დასტურდება 1290, 1386-87, 1464 წლებით დათარიღებულ საბუთებში. ქ. კაფის სანოტარო აქტებში აღნუსხული სავაჭრო გარიგებების თანახმად გენუელებს გურიაში ჩაჰქონდათ თევზი, ქსოვილი, მარილი, ხელოვნური ნაწარმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ცვილს, ტილოს, ღომს, ხე-ტყეს.
გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია ლიხაური იყო. შემორჩენილია იოანე ვარდანისძის, მარუშიან ვარდანისძის სახელები. სახელი გურიელი პირველად XIII საუკუნეში ჩნდება. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ერისთავთ-ერისთავების ტიტულს ფლობდნენ. ვარდანისძეებმა გურია საერისთაოდ მიიღეს 1361 წლის შემდეგ, როცა აჯანყებულ სვანთა ერისთავს ბაგრატ V-მ სვანეთი ჩამოართვა და გურია უბოძა. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავი იყო დაახლოებით XIV საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა შემოქმედის ეპარქია.სავარაუდოდ მათვე დააარსეს ჯუმათის საეპისკოპოსო და ხინოწმინდის საეპისკოპოსო. გურიელების საგვარეულოს ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი, რომელიც იწოდებოდა ერისთავთერისთავად და 1483 წელს გარდაიცვალა.
გურიის სამთავრო. ერისთავები და მთავრები;
ერისთავები
კახაბერ I ვარდანისძე, სვანეთის ყოფილი ერისთავი - 1361-1372წწ.
კახაბერ II დადიანი, გიორგი II დადიანის ვაჟი - 1372-1410წწ.
გიორგი I კახაბერის ძე - 1410-1430წწ. მამია I გიორგის ძე - 1430-1450წწ .
მამია II მამიას ძე - 1450-1462წწ.
კახაბერ III - 1462-1483 ლიპარიტ I დადიანის ვაჟი, 1479 წლიდან მთავარი
მთავრები
გიორგი II კახაბერის ძე - 1483-1512წწ.
მამია III გიორგის ძე - 1512-1534წწ .
როსტომი მამიას ძე - 1534-1564წწ.
გიორგი III როსტომის ძე - 1564-1582; 1587-1600წწ.
ვახტანგ I როსტომის ძე - 1582-1587წწ.
მამია IV გიორგი III-ის ძე - 1600-1625 წწ.
სიმონ I მამია IV -ის ძე - 1625-1626; 1658 წწ.
მალაქია I გიორგი III-ის ძე - 1626-1639 წწ.
ვახტანგ II გიორგი III-ის ძე - 1639-1641 წწ .
ქაიხოსრო I ვახტანგის I-ის ძე - 1641-1658წწ.
დემეტრე სიმონის ძე - 1658-1662წწ (ნაშვილები ნათესავი).
გიორგი IV ქაიხოსრო I-ის ძე - 1662-1684წწ.
მალაქია II ქაიხოსრო I-ის ძე - 1684-1685; 1689წწ.
ქაიხოსრო II გიორგი IV-ის ძე - 1685-1689წწ.
მამია V გიორგი IV-ის ძე - 1689-1711წწ.
გიორგი V მამია V-ის ძე - 1711-1712; 1714-1716; 1717-1726წწ .
ლევან მამია V-ის ძე - 1712-1714წწ.
ქაიხოსრო III მამია V-ის ძე - 1716-1717 წწ.
მამია VI გიორგი V-ის ძე - 1726-1756; 1756-1758; 1771-1776 წწ .
გიორგი VI გიორგი V-ის ძე - 1756-1758; 1765-1771; 1776-1788წწ.
სიმონ II გიორგი VI-ის ძე - 1788-1792 წწ.
ვახტანგ III გიორგი VI-ის ძე - 1792-1797წწ. ქაიხოსრო რეგენტი,
გიორგი VI-ის ძე - 1797-1809წწ.
მამია VII სიმონ II-ის ძე - 1809-1826წწ.
დავით I მამია VII-ის ძე - 1826-1828წწ. რეგენტი დედა სოფიო წულუკიძე, რომლის დროსაც
1829 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I ბრძანებით სამთავრო გაუქმდა.