სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
გარნისის ბრძოლა 1225 წელი მონღოლეთთან დაბა გარნისი სომხეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

742       ბეჭდვა

გარნისის ბრძოლა 1225 წელი მონღოლეთთან დაბა გარნისი სომხეთი

გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალადედინის მოწოდებას — დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალადედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება.

რუსუდანის ბრძანებით, ქვეყნის ყველა კუთხეში ჯარის შესაკრებად გაიგზავნა მალემსრბოლი. ამ პერიოდში საქართველოს შეეძლო გამოეყვანა 80-90 ათასი მეომარი, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული რესურსი დაუტოვებიათ და 60-70 ათასამდე მეომარი გამოუყვანიათ.

ჯალალედინის არმია გაცილებით მრავალრიცხვოვანი იყო. ჟამთააღმწერლის თქმით, ხვარაზმშაჰს 140 ათასი მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. სომეხი მემატიანეების თქმით, მუსლიმური კოალიცია 200 ათას მეომარს ითვლიდა. რამდენად შეეძლო ხვარაზმიდან დევნილ შაჰს თუნდაც 140 ათასიანი არმიის მობილიზება საკამათოა, თუმცა ის აკონტროლებად ირანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთანავე საქართველოს წინააღმდეგ ჯალალედინის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მონაწილეობდნენ ერაყის მუსლიმებიც.

ქართველთა ავანგარდს შეადგენდა მესხთა ლაშქარი თორელებისშალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით. საქართველოს ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა.

ჯალალედინის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთნის ძმა ღიას ედ–დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალედინმა მშვილდოსნები განალაგა.

ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ამასობაში ივანე და შალვამ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენიმეჯერ გაუგზავნეს შუამავალი, რათა ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობზე საქართველოს არმიის სამხედრო ძალები გაუნძრევლად იდგნენ. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.

გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და დიდმოხელე ფეოდალთა შორის შურისა და მტრობის გაძლიერება. ამ მარცხით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დაცემა.

ჯალალედინმა დვინი აიღო და თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული შალვა ახალციხელი, რომელიც მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის გეგმებს ატყობინებდა. რუსუდანმა დედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოსძეებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად ჯალალედინმა თბილისიც აიღო, რომელიც გამარჯვებულმა მეომრება ააოხრეს. ამავე პერიოდში აწამეს 100 ათასი მოწამეც.

https://www.playbuzz.com/sputnikgeorgia10/3-27-2018-10-10-05-am

საქართველოს ისტორია ომების ერთი გრძელი ჯაჭვია, რომლის თითოეულმა მარჭვალმა თავისი დაღი დაასვა ქვეყანას. 

ისტორიკოსები სამ შემთხვევას განიხილავენ საქართველოსთვის გარდამტეხ მომენტად, რომელთა სავალალო შედეგმა ქვეყნის ისტორია შეცვალა. მე მათ „ბედისწერა“ ვუწოდე, რომელთაგან პირველი — ეს არის ბედისწერა სახელად ჯალალ ად-დინი. 



ჯალალედინი - ქართველთა ავი ბედიწერა

1225 წელს, იმ დროის აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა — საქართველო, გარნისთან ხორეზმიდან მონღოლებს გამოქცეულ ჯალალ ად-დინს დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაში ქართველებს დიდი დანაკლისი არ განუცდიათ(!), მაგრამ სწორედ გარნისი და ჯალალ ად-დინი ექცა საქართველოს ავ ბედისწერად — იქედან დაიწყო უძლეველი ქვეყნის საუკუნოვანი დაღმასვლა და რღვევა. 

ჯალალ ად-დინ მანგუბერდი 1199-1231

მაშ, რა მოხდა მთიანი სომხეთის ერთ პატარა სოფელთან? 

საქართველო მოუმზადებელი შეხვდა ჯალალ ად-დინის შემოსევას. რუსუდანის ტახტზე ასვლის შემდეგ საქართველოს სამეფო კარზე ორი დაჯგუფება გამოიკვეთა: ახალციხელებისა და მხარგრძელებისა. ამ უკანასკნელებისთვის ფეოდალური ანგარიშსწორება, სამწუხაროდ, ყველაზე პრიორიტეტული გამოდგა. ქართველი ჟამთააღმწერელი მიანიშნებს, როგორ გაწირა სასიკვდილოდ ივანე მხარგრძელმა ძმები ახალციხელები შურის გამო, და როგორ არ მიაშველა დამხმარე რაზმი ურიცხვი მტრის წინააღმდეგ მებრძოლებს. მაშინ მხარგრძელმა, პრაქტიკულად, საქართველო შესწირა საკუთარ პატივმოყვარეობას. თუმცა, მოდით, რიგით მივყვეთ.

გარნისთან პირველი დარტყმა ქართველთა მეწინავე მესხებმა მიიღეს, რომლებსაც ივანე და შალვა ახალციხელები სარდლობდნენ. ურიცხვ მტერთან შეჭიდებულმა ძმებმა ფიცხელი ომიდან რამდენჯერმე აფრინეს ივანე ათაბაგთან მაცნე და ქართველთა ლაშქრის ძირითადი ძალების დაძვრა სთხოვეს. მაგრამ დახმარება არა და არ გამოჩნდა — გარნისის მაღლობებზე შეფენილი სამხედრო ნაწილები გაუნძრევლად იდგნენ. 


უფრო მეტიც, როცა ხვარაზმელებმა მესხ მებრძოლებს ალყა შემოარტყეს, ქართულმა არმიამ, ივანე მხარგრძელის ბრძანებით, მოულოდნელად ზურგი აქცია უთანასწორო ომში შესულ თანამემამულეებს და უკან დახევა დაიწყო. 


იმ ბრძოლაში 4000 მესხი ვაჟკაცი დაიღუპა, ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა დაიტანა, ხოლო ძმა მისი შალვა ტყვედ ჩავარდა.

და იმ ხნიდან არ წყდება დავა, თუ რატომ უღალატა ივანე მხარგრძელმა ახალციხელებს. რამდენიმე ვერსიას შორის ყველაზე სამართლიანი პირადად მე მაინც შემდეგი მგონია:

ივანე მხარგრძელი გამუდმებით იყო მოქცეული ძმის, ზაქარიას ჩრდილში. თითქმის ყველა საომარი კამპანია წააგო, ერთხელ, თავისი თავქარიანობით, ტყვედაც ჩავარდა და მაშინაც ძმამ იხსნა. თუმცა ზაქარიას სიკვდილის შემდეგ, როცა ქვეყანაში გარკვეული კრიზისი არსებობდა, ათაბაგად მაინც ივანე დაინიშნა. 

და იმის შიშით, რომ ტიტული შალვა და ივანე ახალციხელებს გადაეცემოდათ და არა მის მემკვიდრეს, მათი მზაკვრულად თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 

ივანე ათაბაგმა საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, რასაც სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ღალატი. თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ამასაც თავისი მიზეზები გააჩნდა. 

ახალციხელები ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირები იყვნენ, რუსუდანმა კი მხარგრძელები მიიმხრო, რადგან გავლენიანი ძმების თანადგომა მეტად სჭირდებოდა ძმიშვილის, დავით ულუს გზიდან ჩამოსაცილებლად და საკუთარი შვილის — დავით ნარინის გასამეფებლად. არც სხვა უბინძურეს ინტრიგებს მოერიდა — ღვიძლი ქალიშვილი, კონიის დედოფალი გურჯი ხათუნიც კი არ დაინდო და საკუთარი ბიძაშვილის საყვარლობა შესწამა. შედეგად, დავით ულუ კონიის გამგებელმა, გურჯი ხათუნის მეუღლე ყიას ად- დინმა დილეგში გამოამწყვდია.

ამასობაში, ჯალალ ად-დინმა 1226 წელს აიღო და გაძარცვა თბილისი, მხეცურად გაჟლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი. შემდეგ კი, ცოტა ხანში, ანისზე, ყარსსა და ხლათზე გაილაშქრა. ამ პერიოდში დრო იხელთეს ქართველებმა და თბილისის გათავისუფლება მოახერხეს. 

არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი წერს, ქართველებმა თბილისი 1227 წლის თებერვალ-მარტში გაათავისუფლეს მტრისგან, მაგრამ მისი შენარჩუნება არც უცდიათ, ქალაქი გადაწვეს, იქაურობას გაერიდნენ და ჯარის შეკრება დაიწყესო.

ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სამეფო კარზე გადაიდგა ლაშქრის შესაკრებად. მისი თქმით, ქართველთა მთავარსარდლობამ (იმ დროისათვის ივანე მხარგრძელი, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილია) დარიალის კარიდან გადმოყვანილი ძველი მოკავშირეები — ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიელი მეომრები წაახმარა ქართველ მებრძოლებს. დაახლოებით 40 ათასიანი გაერთიანებული ლაშქარი ნაჭარმაგევში შეიკრიბა, საიდანაც ბოლნისს დამდგარი მტრისკენ აიღო გეზი. 

ქართველთა მხარეს მებრძოლ ყივჩაღებს ჯალალედინმა დელეგაცია აწვია პურითა და მარილით... და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა: 

ყივჩაღებმა ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველზე შეატოვეს ხვარაზმელთა ლაშქარს. გულმიცემული ხორეზმშაც  მთელი ძალებით ეკვეთა ქართველთ „და იქმნა ომი სასტიკი“.

რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ თავიდან გარკვეულ წარმატებას კი მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ მაინც თავისი გაიტანა და „იძლივნენ სპანი მეფისანი“. 

მართლაც ავი ბედისწერა გამოდგა საქართველოსთვის ჯალალ ად-დინი და მისი ურდო. ისე დაასუსტა ქვეყანა, რომ არც მონღოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი ჰქონდა ვინმეს და ლამის აღარც სურვილი. 

სწორედ იქიდან დაიწყო ქართული სახელმწიფოს რღვევა —  გიორგი ბრწყინვალისა და ალექსანდრე დიდის ძალისხმევით გამთლიანებული ქვეყანა მცირე სამეფო-სამთავროებად დაიშალა და ასე განაგრძო ვაინაჩრობით არსებობა. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0