სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1735 წელი  ქიზიყის ბრძოლა ლეკებთან სიღნაღი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

413       ბეჭდვა

1735 წელი ქიზიყის ბრძოლა ლეკებთან სიღნაღი

დიდი მეფის პირველი საბრძოლო ნათლობა შედგა 1735 წელს, როდესაც იგი მხოლოდ 15 წლის იყო. ქიზიყს შემოსეული ლეკები არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ლევან სანიკიძის "დედა ისტორია"-ში ვკითხულობთ:

"1735 წელი პირველი გამოსვლაა 15 წლის პატარა კახისა. დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა და მამულიშვილისა. ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი, და 60 წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან."

მან მთელი ახალგაზრდობა გაატარა ბრძოლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ დაღესტნიდან მოძალებული უამრავი მოთარაშე მუსლიმი ლეკის რაზმეულებთან ან დიდ ლაშქრებთან. შემდეგ იხსენებდა შვილიშვილებთან საუბრისას "მე რომ არ შევსწრებოდი, ახლა ქართველის სახსენებელი არ იქნებოდა ქართლ-კახეთშიო." ეს მოვლენა "მთის ჩამოწოლადაა" ცნობილი. ეს იყო დიდი ქართულ-კავკასიური ომი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გაიწელა. ამ დროის განმავლობაში თითქმის არ მოიპოვება დაღესტანში კაცების საფლავები, რომელთაც კი ბრძოლა შეეძლოთ და არ იყვნენ სიბერისგან დაუძლურებულები, მთლიანად ქართლ-კახელებთან განუწყვეტელ ომებში დაიღუპნენ.


1744 წელს 24 წლის ერეკლე კახეთის მეფედ აკურთხეს და ეს ტიტული 1762 წლამდე ატარა. 1762 წელს კი როდესაც მამამისი, თეიმურაზ II გარდაიცვალა მას მემკვიდრეობით გადაეცა ქართლის მეფობაც და ის ქართლ-კახეთის მეფედ იქცა, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლეს კვერთხის ქვეშ და იმეფა 1798 წლამდე.


გიორგი ქართველიშვილი  თელავი კახეთი

პირველი ბრძოლიდან გავიდა 285 წელი.
ისტორიული ფაქტი რომელსაც მუდმივად ამახინჯებენ.
პირველი ომის დროს ერეკლე 14 თოთხმეტი წლისაა და არა ხუთმეტის რასაც შეცდომით ამკვიდრებენ.
რეალურად რა მოხდა გადავხედოთ იმდროინდელ სიტუაციას. იმ დროს კავკასიის მმართველად თურქებს დანიშნული ჰყავთ ისაყ ფაშა. ირანი დასუსტებულია.
ისაყფაშამ კახეთში გამოილაშქრა 1734 წელს .შავი დღე გაუთენეს თურქებს კახელებმა მდინარე დაგუბდა თურქთა ამოწყვეტილი მეომრების გვამებით. გამწარებულმა თურქებმა ლეკები წააქეზეს და 1735 წელს ლეკები თავს დაესხნენ ქიზიყს დარბიეს: წნორი, ჯუგაანი, საქობო, ასანური, ვაქირი, ანაგა გაძარცვეს დაატყვევეს ბავშვები ქალები და დაიძრნენ დაღესტნისკენ. ჭიან ტყეს გასცდნენ და თავი სამშვიდობოს ეგონათ. ამ დროს ქართული საომარი ყიჟინა მოესმათ.
ლეკებმა იცოდნენ თეიმურაზი ფშავხევსურეთს იყო. მაშ ვინ მოუძღოდა ქართველებს 14 წლის ბავშვი?.( მგლის ლეკვიო ესე მოიხსენიებენ ლეკები 14 წლის ერეკლეს) ლეკებმა საომრად დააწყეს ჯარი და ქართველებიც მოვიდნენ. აქ მტერიც და მოყვარეც უყურებს რას იზავს 14 წლის ერეკლე.

ერეკლემ დაძრა ცხენი და პირდაპირ შევარდა ლეკთა ჯარში.. პირველი ხმლის მოქნევა და ერეკლემ ხმლის ერთი დარტყმით შუაზე გაჩეხილი გადმოაგდო ლეკი ცხენიდან. რას წერს მემატიანი. " პირველი ერეკლე შეიჭრა ლეკთა ჯარში და პირველმა ამან მოკლა კაცი"
ამის მნახველი კახელები გადავიდნენ შეტევაზე გაწყვიტეს ლეკთა ჯარი და ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს.
თურქთა გარნიზონი ამ დროს იდგა თბილისში ბუნებრივია მათი მოკავშირის ლეკთა ამოწყვეტის ამბავი შეიტყვეს, მაგრამ კახეთზე გამოლაშქრება ვეღარ გაბედეს. ერეკლემ უკვე დაიწყო ომი.
ამდენად პირველი ომი ნეიშნის ველზე 14 წლის ერეკლემ კახელთა უმცირესი ჯარით მოიგო. 3 დღე რეკდა ზარები გამარჯვების აღსანიშნავად.
მთავარი აქ რაა კახეთმა იარაღი აიღო ხელში და ჩვენ ვიცით ძალიან მალე ერეკლე და ქართველები დაამარცხებენ აზერბაიჯნის ( იგულისხმება დღევანდელი აზერბაიჯნის ტერიტორიაზე მაშინდელი სახანოები )და სომხეთის სახანოებს და ქართველთა ჰეგემონიას დაამყარებენ. მთავარი იმ დროინდელი მსოფლიო წერდა ქართველებზე. უმთავრესი ისაა ქართველი ქართველობდა.
არცთუ დიდი ხანია გასული იმ მოვლენებიდან.
ის ქართველკაცობა და სიმტკიცე არ მოგვიშალოს ღმერთმა.
გიორგი ქართველიშვილი

https://www.facebook.com/photo?fbid=833873020717141&set=a.137631733674610


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.09.2020
ბოლო რედაქტირება 31.05.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0