1749 წ ერეკლე და მაჰმად ხანი (სპარსეთი) ერევნის გადარჩენისათვის
1749 წ. - დაღესტნელების ურიცხვ მარბიელ მოლაშქრეებთან ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირისპირ ებმოდა მტერს. ხშირად უწევდა კავკასიელი რაზმების ბელადებთან ერთი-ერთზე შებრძოლება.
ამავე წელს ნადირ შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით, ერეკლემ დაამარცხა მაჰმად-ხანი და სომხები განადგურებისგან იხსნა. ამის შემდგომ ერევნის სახანო ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა.
იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ
1649 წელს ყიზილბაშებმა და მოღალატე ქართველებმა კახეთის დაპყრობა განიზრახეს. უღლისს მტერთან შესარკინებლად მცირერიცხოვანი რაზმით დადგა თეიმურაზ პირველი და თავადებს საბრძოლველად მოუწოდა. ყველა განუდგა მეფეს , გარდა რევაზ ჩოლოყაშვილისა, რომელიც თავისი მხედრობისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თანხლებით ეახლა თეიმურაზს. გამთენიას ბრძოლა დაიწყო. პირველივე ტყვიამ მკერდი შეულეწა რევაზ ჩოლოყაშვილს. ჩოლოყაშვილმა იგრძნო სიკვდილი, ხვდება უკანასკნელი სარდლის დაღუპვა გასტეხს კახელებს. ჭრილობა დაიფარა, ცხენიდან ჩამოხტა, ჩვილი შვილები აამხედრა, ცხენს მათრახი გადაჰკრა და მტერზე მიუშვა. სარდლის მიერ შვილების საქართველოსთვის შეწირვით აღფრთოვანებული კახელები ლომებივით ეკვეთნენ ყიზილბაშებს ,ჩოლოყაშვილის იარა ვერც კი შეამჩნიეს. რევაზი მარტოდ მდგარ თეიმურაზს მიეახლა, რაინდულად თაყვანისცა: “მომიტევე გტოვებო !” -ბებერ მუხას მოეფარა და აღესრულა !
იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ !!!
1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰ წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წელს კი — ირანის შაჰი. ნადირ-შაჰმა 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735—1747 წლებში ნადირ-შაჰმა მძიმე ხარკი დაადო ქართლს (ყიზილბაშობა). სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰი მოკლეს ხორასანში შეთქმულებმა.