სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1750 წელი ყარაბახის ბრძოლა  ერეკლე და ფანა ხანი განჯაში
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

335       ბეჭდვა

1750 წელი ყარაბახის ბრძოლა ერეკლე და ფანა ხანი განჯაში

1750 წ. - ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა, განჯას დიდი ლაშქრით მიადგა. განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ერეკლეს და თეიმურაზის სარდლობით ქართველებმა დაამარცხეს ფანა-ხანი.

ყარაბაღის ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის ლაშქარს შორის 1750 წელს. აზერბაიჯანის სახანოებს შორის ყველაზე მეტად გაძლიერებული ყარაბაღის ხანი ფანა მეზობელ სახანოებს ავიწროვებდა. 1750 წელს ის განჯას შემოადგა. განჯის ხანმა დახმარება სთხოვა ქართლისა და კახეთის მეფეებს. თეიმურაზ II და ერეკლე II ყარაბაღისაკენ თებერვალში გაემართნენ. ლაშქარს რომელშიც იყვნენ იმერეთისოსეთისერევნისყაზახისშამშადილუსა და ლეკთა რაზმები, განჯასთან განჯისგულისტანის, ყარაბაღის სომეხთა კათალიკოსის და სხვა მელიქების ლაშქარი შეუერთდა. ფანა-ხანმა პირდაპირ შებრძოლება ვერ გაბედა, ღამით განჯას ალყა მოხსნა და ყარაბაღში გადავიდა. ექვსი დღის შემდეგ ქართველთა ლაშქარი ყარაბაღის სახანოში შეიჭრა. დავით ბატონიშვილის მიხედვით, ბრძოლა მოხდა ყარათეფედ წოდებულ ადგილას. ფანა ალი-ხანი 6 ათასი კაცით მთიან ადგილზე გამაგრდა. ერეკლე II-მ იერიშზე გადასვლა გადაწყვიტა. მთავარი ძალები დაბლობზე დატოვა, თვითონ კი რჩეული ლაშქრით მტრის მოწინავე პოზიციებს შეუტია. მტერი გაიქცა. ქართველთა მთავარი ჯარი თეიმურაზ II-ის მეთაურობით ტყიან ზეგანზე ავიდა და გადამწყვეტი იერიში მიიტანა შემდრკალ მტერზე. გაქცეულთა დევნა მეორე დღესაც გაგრძელდა. ქართველებს მრავალი ტყვე, დიდძალი ქონება და იარაღი დარჩათ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.09.2020
ბოლო რედაქტირება 06.02.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0