1759 წელს ლეკების 8000-იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცის ციხესთან და შემდგომ დვანის ციხესთან. ამ ბრძოლებში მას სოლომონ I-ც ეხმარებოდა. თუნდაც 1759 წელს ატოცის ციხეს ალყა შემოარტყა ლეკთა კოხტა ბელადმა, თეიმურაზმა ერეკლემ სასწრაფოდ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს, ამასთან იმერეთის მეფე სოლომონ I-საც აცნობეს და მტერთან საომრად მოიწვიეს, ატოცში მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყარა საქართველოს სამი მეფე (რასაც დამერწმუნებით ბევრი სოფელი ვერ დაიკვეხნის). ლეკები სასტიკად დამარცხდნენ, კოხტა ბელადმა თავს გაქცევით უშველა.
ატოცი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეძის თემში. მდებარეობს მდინარე დასავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქარელიდან დაშორებულია 27 კილომეტრით. სოფელში არის ატოცის საჯარო სკოლა.
დვანი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი (სოფელი: ტახტისძირი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს ნაპირზე. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ქარელიდან 20 კილომეტრი.