სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1787 წელი ომარ ხანთან (დაღესტანი) რამოდენიმე ბრძოლა
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

393       ბეჭდვა

1787 წელი ომარ ხანთან (დაღესტანი) რამოდენიმე ბრძოლა

1787 წელი დიდი შეტევითი ომების წელი გახლდათ ამ წელს ერეკლემ მოაწყო ყარაბახის დალაშქვრა, ნახიჩევანის დალაშქვრა, ქართულ-რუსული ჯარით განჯას დამორჩილება, შემდეგ ყარაბახის დამორჩილება, ნახიჩევანის დამორჩილება, დიდი ბრძოლა რუსთავში ომარ-ხანის წინააღმდეგ, ბრძოლა ქიზიყში ომარ-ხანის წინააღმდეგ. ბრძოლა თიანეთში კვლავ ომარ ხანის წინააღმდეგ.

ომარ-ხანიავარიელი (გ. 22 მარტი1801[1]) — დაღესტნელი ფეოდალი, ხუნძახის მფლობელი და ავარიის სახანოს გამგებელი. ნურსალ-ბეგის ვაჟი.

ომარ-ხანი ხშირად ესხმოდა თავს ამიერკავკასიას, მას ჩრდილო კავკასიის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად და ოსმალებთან შეთანხმებით, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა, გაძარცვა და განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. ომარ–ხანი ოსმალეთის აგენტად ითვლებოდა.

1785 წლის სექტემბერში, ომარ-ხანმა 20000 მეომრისაგან შემდგარი „რჩეულთა ჯარით“ ალაზანი გადმოლახა და ბორჩალოსკენ დაიძრა. ერეკლემ სიღნაღში შეკრიბა ჯარი და უკან მიჰყვა ომარ-ხანს. ომარ-ხანი ერეკლესთან პირისპირ შებრძოლებას ვერ ბედავდა. მოულოდნელად ომარ-ხანი ახტალისკენ დაიძრა, ახტალა აიღო და დაარბია. გაანადგურეს ახტალის ოქროს მადნები, მადნის მცველები და ბერძენი მემადნეების ნაწილი დახოცა, 845 ტყვე წაიყვანა. აქედან ლორეს მიადგა, გზად ყველაფერს წვავდა და ანგრევდა. ლორე, რომელიც ერეკლეს მოურავ ზაქარია გლურჯიძეს ჰქონდა გამაგრებული, ვერ აიღო და ახალციხეში გადავიდა.

ერთ თვეში ომარ-ხანი იმერეთისკენ შემოვლითი გზებით დაიძრა და ვახანის ციხე აიღო, ციხის მფლობელი, ქაიხოსრო აბაშიძე დაატყვევა, მამაკაცები გაწყვიტა, ქაიხოსრო აბაშიძის ქალიშვილები დაატყვევა და ერთი მათგანი თავად შეირთო ცოლად, მეორე კი თავის ცოლისძმას, ყარაბაღის ხანს, იბრაჰიმ-ხანს მიუყვანა.

საქართველომ ამ თავდასხმის შედეგად უდიდესი ეკონომიური ზარალი განიცადა.

1787 წელს, ომარ-ხანი ისევ შემოესია საქართველოს, მაგრამ ერეკლე წინ გადაუდგა და უკან გააბრუნა მტერი.

ერეკლე II იძულებული გახდა, სიმშვიდის საფასურად, საკმაოდ დიდი ჯამაგირი გადაეხადა ომარ-ხანისთვის. ასე აკეთებდნენ მისი თავდასხმებით შეწუხებული შაქის, შირვანის, ბაქოს და დარუბანდის ხანებიც.

1800 წლის ნოემბერში, ომარ-ხანი დიდძალი ჯარით საგარეჯოსკენ დაიძრა და ალაზნის ნაპირზე დაბანაკდა. მას, რუსებთან ურთიერთობას შეურიგებელი, ალექსანდრე ბატონიშვილიც მიემხრო, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. დამხმარედ ირანის ჯარსაც მოელოდნენ. მტრის მიზანი თბილისის აღება იყო. ომარ-ხანის 20 ათასიანი ლაშქარი კაკაბეთის მიდამოს მოადგა.

7 ნოემბერს, მდ. ივრის ნაპირას, სოფელ კაკაბეთთან გაიმართა ნიახურის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს გიორგი მეთორმეტესა და ომარ-ხანის ჯარი დაუპირიპირდა. ქართველთა გვერდით რუსების ჯარის ნაწილიც იბრძოდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მათი უმეტესობა დაიხოცა, ამ ბრძოლაში დაჭრილი ომარ-ხანი დაღესტნისაკენ გაიქცა. ცოტა ხანში ჭრილობა გაურთულდა და ზაქათალაში გარდაიცვალა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0