სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ქუთაისის ციხის გათავისუფლება ოსმალებისგან, 06 აგვისტო 1770 წელი, იმერეთი/რუსეთი ერთობლივად
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

455       ბეჭდვა

ქუთაისის ციხის გათავისუფლება ოსმალებისგან, 06 აგვისტო 1770 წელი, იმერეთი/რუსეთი ერთობლივად

1768 წლის ზაფხულში 23 ივნისს სოლომონ მეფე რუსეთში ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმე აბაშიძეს აგზავნის ელჩად. რუსეთ თურქეთის ომის სამზადისში, ორივე მხარეს ძალიან აწყობდა მოკავშირეების შეძენა. როდესაც სოლომონი რუსეთთან კავშირზე თავად გავიდა, ისინი ეპითეტებს არ იშურებდნენ, რათა იგი კიდევ უფრო კეთილგანწყობილი გამხდარიყო რუსეთის მიმართ. მეფე სოლომონი განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ამ ვიზიტზე. მისი სათხოვარი სამი პუნქტისაგან შედგებოდა:

1. „პირველად რათა გამომიხსნა უცხო თესლთა, ოსმანთა ხელისაგან და ყოვლადძლიერი ხელი დასდვა ჩვენ ზედა და ქუეყანასა და ერსა ჩვენსა ზედა“ .

2. „სახიერებისა წყალობისა და მადლობისათვის აქავე განგვამტკიცოს ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ სახმართა და შეწევნათა მიერ, რომ ჯარის მიცემა შევიძლო და მით უძლოთ წინააღმდგომად ოსმანთა“.

3. „მტერნი ჩვენნი მაჰმადიანნი, ოსმანნი ფრიად უძლიერეს ჩვენსა არიან, უკეთუ ცოდვათა ჩვენთათვის, ვერღარა უძლოდ წინააღდგომად“.

მიტროპოლიტი მაქსიმე პეტერბურგში 1769 წლის 8 მარტიდან 28 მაისამდე დარჩა.

საბოლოოდ მიტროპოლიტ მაქსიმეს ელჩობა წარმატებულად დამთავრდა, რუსეთის იმპერატორი დათანხმდა, იმერეთში გაეგზავნა, მისი ერთ-ერთი მხედარმთავარი, სათანადო ჯარითურთ, ამასთან ერთად, სოლომონს უგზავნიდნენ 50 000 (ორმოცდაათი ათას მანეთს,) თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად იმერეთის მომზადებისათვის.

სამშობლოში დაბრუნებულ მიტროპოლიტს თან მოჰქონდა სოლომონ მეფის სახელზე გამოგზავნილი ორი წერილი და ერეკლე მეორის სახელზე გამოგზავნილი წერილები. 


სოლომონ I 1735-1784წწ 1752 -1784 წწ. გარდ. 49 წლის, იმერეთის მეფე

1770 წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათისშორაპნისა და ბაღდათის (2 ივლისს) ციხეები აიღეს, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოშიიმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

ვიკიციტატა„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კი კვიტატიდსო“

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლისზაქარია ფალიაშვილისკოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა: ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლებიწულუკიძეებიჯაფარიძეებიიაშვილები და აგიაშვილები; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეებიმესხებიავალიანებიიოსელიანებიღოღობერიძეებიმიქაბერიძეებიყიფიანებიქორქაშვილებიუგრეხელიძეებიგრიგალაშვილებიჭაბუკიანები და სხვა.

იმერეთის რუკა 1750-იქან წლებში წითელ რგოლებში ოსმალეთის კონტროლირებადი ციხეები ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენიმეჯერ ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 წლის მარტში მან დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის გასათავისუფლებლად. ნაჭიშკრევთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის ლაშქარმა ქობულეთისა და ჩაქვის მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ერთი საუკუნის განმავლობაში ისევ მტრის ხელში დარჩა .

სოლომონ I-ს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე, ალექსანდრე 1780 წელს გარდაიცვალა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. 1783 წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II-ს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II), იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა.

ეს მარცხი ჯანმრთელობაშერყეულმა მეფემ ვეღარ გადაიტანა. 1784 წელს ძვ. სტ. 23 აპრილს (გიორგობა დღეს), 49 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.



სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  ოთარ პატეიშვილი სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

საქართველოს ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი პროფესორი: ელდარ მიხეილის ძე მამისთვალიშვილი (დ. 27 აგვისტო1939, ქ. გორი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-1999).


ელდარ მიხეილის ძე მამისთვალიშვილი 

1.2 სოლომონ I გამეფება

1752 წელს ალექსანდრე V გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე მისი უფროსი შვილი და მამაცი ახალგაზრდა სოლომონი ავიდა. სოლომონმა მემკვიდრეობად მიიღო დაუძლურებული, სათავადოებად დაფლეთილი სამეფო. იმერეთის მთავარი ციხეები:  ქუთაისი, ბაღდათი, შოპარანი და ცუცხვათი თურქებს ეპყრათ. მათ ხელში იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის მთავარი ციხეებიც: გონია, ბათომი, ფოთი, რუხი, ანაკლია. ფოთისა და სოხუმის ციხეებშიც ფაშები ისხდნენ. გურია, ოდიში და აფხაზეთი ფაქტიურად მეფისაგან დამოუკიდებელ სამთავროებს წარმოადგენდნენ.



10 კაკაბაძე ს., საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ I–ის დროს, ტფ., 1914, გვ. 94

11 შ. ბურჯანაძე. სოლომონ I - ის მეფობის პირველი პერიოდი , თსუს შრომები. ტ. 41, 1950, გვ. 71. 

15

სამეფოს შიგნით ანარქია სუფევდა, მოსახლეობა მოკლებული იყო ხელისუფლების მფარველობასა და უშიშროებას, ირგვლივ ძარცვა-გლეჯა, დატყვევება და ოსმალებზე გაყიდვა, მკვლელობა და სიღატაკე სუფევდა.

ოსმალებთან წარმატებით ბრძოლა და ქვეყნის გადარჩენა მეფის ხელისუფლების განმტკიცების გარეშე შეუძლებელი იყო. სეპარატისტული ტენდენციები მას აუძლურებდა.

მეფისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი სათავადოებს სამშობლოს მოღალატედ აქცევდა. ეს კარგად ესმოდა ახალგაზრდა მეფეს, მან იცოდა, რომ ქვეყნის მოწინავე ძალების მხარდაჭერის გარეშე სამეფო ხელისუფლება და თვით იმერეთი

სერიოზულ ძალად ვერ გადაიქცეოდა თურქთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მას ფართო სამოქმედო გეგმა ჰქონდა: მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა, დასავლეთი საქართველოს გაერთიანება და ოსმალთა ბატონობის მოსპობა.

რა თქმა უნდა მეფე სოლომონის გეგმები ნამდვილად შესანიშნავი იყო, ამ გეგმაბის განხორციელება ერთნაირად საჭირო, აუცილებელი და სიკეთის მომტანი იქნებოდა მთლიანად იმერეთისათვის, მაგრამ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს სოლომონის

ასეთი გეგმა დასავლეთი საქართველოს მთავრებსა და დიდ ფეოდალებს არ მოსწონდათ, ყველას საკუთარი პატარა მიზნები და ამბიციები ჰქონდა, ამიტომ ტახტზე ასვლისთანავე, მეფე სოლომონის წინააღმდეგ შეთქმულებამ იჩინა თავი.

სოლომონს საკუთარი ოჯახი აუმხედრდა, შეთქმულება მოაწყვეს, ლევან აბაშიძემ  სოლომონის ბაბუამ(დედის მამა), მეფის ორმა ბიძამ - ალექსანდრეს უმცროსმა ძმებმა, მამუკა და გიორგი ბატონიშვილებმა, თვით მეფის დედა თამარმა და როსტომ რაჭის ერისთავმა.

სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს, იგი იძულებული გახდა გაქცევით ეშველა თავისათვის. აჯანყებულთა მხარეზე იყო აგრეთვე მამია IV გურიელი და როსტომ ერისთავის ძმა - აფხაზ-იმერთა კათალიკოსი ბესარიონიც. 


12 ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ. 214.

13 ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1914, გვ. 91.

14 პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, ნაწ. II, 1854, გვ. 468


იმერეთიდან დევნილმა მეფემ დახმარებისათვის ახალციხის ფაშას მიმართა. ფაშა ფიქრობდა, რომ ამ დახმარებით ახალგაზდა მეფეს თავის გავლენაში მოაქცევდა.

სოლომონმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ იმ დროისათვის სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დამპყრობლის ძალით ტახტზე გამაგრება სოლომონის შენიღბული პოლიტიკური ნაბიჯი იყო.

სოლომონ მეფემ "ფაშა ჩამოიყვანა და დაიპყრა კვალად იმერეთი". აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი.

პირველ რიგში სოლომონ მეფემ აჯანყების მოთავეები დასაჯა. აჯანყების მონაწილე ღვიძლი დედა იმერეთიდან გააძევა, წერს იმერეთის საქმეების კარგად მცოდნე კაპიტანი ლვოვი.


თავისი ბიძა მამუკა ბატონიშვილიც მეფემ იმერეთიდან გააძევა. ხოლო ყველაზე მეტად "დაამდაბლა სახლი თავადთა აბაშიძეთა". სოლომონმა აჯანყებაში მონაწილე მამია IV გურიელიც დასაჯა - ოსმალთა ჯარის დახმარებით გურია დალაშქრა, მამია იქიდან გააძევა და მის ნაცვლად გურიელად მისი უმცროსი ძმა გიორგი დასვა.  თუმცა მამიამ მოკლე დროში გურიელობა ისევ დაიბრუნა ახალციხის ფაშის დახმარებით, თუმცა იძულებული გახდა სოლომონის მორჩილი ყოფილიყო.

მეამბოხეთაგან დასჯას გადაურჩნენ როსტომ რაჭის ერისთავი და მისი ძმა  კათალიკოსი ბესარიონი.

მეამბოხეებთან ანგარიშსწორების შემდეგ მეფე მეტი სიფრთხილით შეუდგა თავისი პოლიტიკის წარმოებას. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ფეოდალთა შორის ძლიერი მოკავშირის მოპოვება. ამ მიზნით იგი გაეყარა თავის ცოლს, აფხაზების მთავრის შერვაშიძის ასულს თინათინს და ჯვარი დაიწერა სამეგრელოს მთავარ ოტია დადიანის ასულ მარიამზე. 


15 ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი

დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაიხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 913.

16 Грамоты и другие историческое докумеиты XVIII столетия, относящиеся к Грузии (ред. А. Цагарели)

1891, 362.

17 პაპუნა ორბელიანი, „ამბავი ქართლისანი“, გვ. 451.

18 ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, თბ., 1862, გვ. 178.

19 ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური

ისტორიიდან. თბ. 1973, გვ.153.

17

მეფემ მოხერხებულად შემოირიგა მამია გურიელიც და ამ ორი მთავრის შემომტკიცებით უფრო ენერგიული მოქმედების საშუალება მოიპოვა. ამას მოჰყვა წვრილი ფეოდალების მომხრობაც. ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ფეოდალური საზოგადოების მოწინავე ნაწილს აუცილებელ საქმედ მიაჩნდა. სოლომონის გამეფებამდე და მისი მეფობის დასაწყისში იმერეთი თურქეთს ხარკის სახით უხდიდა ფულად გადასახადს, ხონთქრისათვის გზავნიდა გოგო-ბიჭებს და სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ტყვეებით მოვაჭრეებს.

სოლომონის გამეფებისას იმერეთი ფულის სახით ხარკს აღარ იხდიდა: "უკვე რამდენიმე ხანია - აღნიშნავს ჰამერი - ამ ხალხს ფულადი გადასახადი აღარ ჰქონია. როგორც ჩანს, ქვეყანას აღარც ფული გააჩნდა და აღარც ტილო, ამიტომ თურქებს იმას აძლევდნენ, რაც ქვეყანაში მოეპოვებოდათ - ადამიანებს. მაჰმადიანობის გავრცელების და ტყვის სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტიანობის გამტკიცებას მოითხოვდა, ეს საქმე კი ეკლესიას უნდა ეკისრა, მაგრამ ამ დროს ეკლესიაც უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

სოლომონ მეფემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენას. მეფე ძლიერ თავადებს ასუსტებდა და თავის მომხრეთა რიგებს იმრავლებდა. "სოლომონ მეფემ, გარდაიცვალა თუ არა მამამისი, ყველა თავის ქვეშევრდომს მკაცრი ჯარიმით და თვით სიკვდილის სასჯელით აუკრძალა ტყვეების მიყიდვა თურქებისათვის. ამ ღონისძიებამ იმერეთის თავადების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ფეოდალთა იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობდა ბრძანების შესრულებაზე, სოლომონი მიმართავდა სიმკაცრეს.  საზოგადოების დაბალი ფენები მეფეს უდგნენ მხარში ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყმა-გლეხი მონის მდგომარეობამდე იყო დასული: ერთი მხრივ იგი


20  მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო, თბილისი, თსუ, 1989, გვ. 179.

21 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S, 545.

22 ზ. ცქიტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი, თბ., 1980, გვ. 5.

23 Грамоты и другие историческое докумеиты XVIII столетия, относящиеся к Грузии (ред. А. Цагарели)

1891, 15 24 იქვე. გვ. 34.


ყმა-გლეხი მონის მდგომარეობამდე იყო დასული: ერთი მხრივ იგი ვაჭრობის საგანს წარმოადგენდა, მეორე მხრივ, ფეოდალისაგან შეუზღუდველ ჩაგვრას განიცდიდა. 1755 წელს სვიმონ წერეთლისათვის მიცემულ წყალობის წიგნში სოლომონ მეფე აღნიშნავს, რომ "ჩვენს ქვეყანაში აგარიანი ძალდატანებისაგან საურავი გაჩნდა და ჩვენი ქვეყანა ნამეტნავად შეაწუხა. ახლა შენ წყალობა გიყავით და საცა შენი გლეხები გყავს არცერთს საურავი და საუდიერო სახორცე არაფერი არასოდეს სათხოვარი ჩვენგან გეთხოვოს. ერთი ხელის დაკვრით "საძალადო" გადასახადის გაუქმება შეუძლებელი იყო, მაგრამ გლეხი ხედავდა, რომ სოლომონ მეფე მის სასარგებლოდ მოქმედებდა. დიდ შეღავათებს ავრცელებდა მეფე აზნაურებზეც.  ისინიც მეფის მხარეზე იდგნენ, მასში

ხედავდნენ მფარველსა და დამცველს მოძალადე თავადებისაგან.

ამის შემდეგ მეფე შეუდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხეების ხელში ჩაგდებას. მან ისარგებლა აბაშიძეებს შორის ატეხილი მტრობით და 1754 წელს გიორგი აბაშიძე-მამუკაშვილისაგან იყიდა ხარაგაულის ციხე მისი მამულითა და მასში

შემავალი აზნაურით, მსახურითა და გლეხით. სვერის ციხე ჯერ კიდევ სოლომონის მამამ - ალექსანდრე V-ემ მიისაკუთრა, კაცხის ციხეც 1753 წლიდან მეფის ხელში ჩანს. მეორე მხრივ მეფემ აბაშიძეების მეზობელი წერეთლები გაიერთგულა, ასე თანდათან უკუმდგარი თავადის წინააღმდეგ გადამჭრელი ბრძოლისათვის ემზადებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღონისძიება, რაც მეფემ გაატარა, ლევან აბაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ აბაშიძეს ძლიერი მოკავშირე ჰყავდა როსტომ რაჭის ერისთავის სახით.

მეფემ ერისთავის მოწინააღმდეგე ჯაფარიძეები და წულუკიძეებიც გაიერთგულა. ასევე დაიახლოვა იმერეთის წარჩინებული თავადაზნაურობა: აგიაშვილები, იაშვილები, ლორთქიფანიძეები, მაჭავარიანები და სხვები.


25 საქართველოს პედინსტიტუტის შრომები, ტომი VIII, 1948, გვ. 122.

26 შ. ბურჯანაძე, სოლომონ I - ის მეფობის პირველი პერიოდი // თსუს შრომები. ტ. 41, 1950, გვ. 80.

27 ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, II, 1921. გვ. 3.

28 ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური

ისტორიიდან, თბ., 1973, გვ. 165.

19

ამრიგად, მან ორი დიდი მოწინააღმდეგე - აბაშიძე და ერისთავი გაიმარტოვა. ამიერიდან მათ მხოლოდ ახალციხის ფაშის იმედიღა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ, სოლომონ მეფემ შექმნა საქართველოს ისტორიაში მანამდე უცნობი, მეფის ხელისუფლების განმტკიცების ხელშემწყობი ინსტიტუტი, რომელსაც "ფიცის კაცნი" ეწოდებოდა. ფიცის კაცნი, ვიდრე თხუთმეტი წლისა გახდებოდნენ, თავისი ყმებით, სამღვდელოებით და ხატებით შეიკრიბებოდნენ ერთ-ერთ ამორჩეულ ადგილს ყოველწლობით 15 მაისს და ფიცს დებდნენ, რომ "მეფის ერთგულნი იქნებოდნენ. როგორც ვხედავთ, სოლომონ მეფებ მემკვიდრეობით დაუძლურებული ქვეყანა მიიღო, მას ემტერებოდა საკუთარი ოჯახი, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე თავადი და ასევე ოსმალები, რომლების მისი ხელისუფლების განმტკიცებას არ დაუშვებდნენ, მით უმეტეს, რომ სოლომონის მთავარი მიზანი ტყვეთა სყიდვის აკრძალვა იყო.

ამ რთულ ვითარებაში, უამრავი მტრით გარშემორტყმულმა სოლომონმა ვფიქრობთ ღირსეულად იმეფა და კუთვნილი ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში.


29 მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII ს-ში, თბ. 1982, გვ. 54.


თავი 2. სოლომონ I როგორც რეფორმატორი

2.1 სოლომონ I ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად


სოლომონ მეფის ყველა მოქმედებას თვალყურს ადევნებდა ახალციხის ფაშა. იგი მალე დარწმუნდა, რომ მეფე სოლომონი მისი მორჩილი არ იქნებოდა და ადრე გაწეული დახმარება მის მიმართ დიდ შეცდომად ჩათვალა. ახალციხის ფაშამ მრავალჯერ შემუთვალა მეფეს, რათა ტყვის სყიდვა იმერეთში ძველებურად ნებადართული ყოფილიყო. სოლომონმა, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ეს საშინელი მოვლენა იმერეთში თითქმის მთლიანად აღიკვეთა.

როცა ლევან აბაშიძემ და როსტომ რაჭის ერისთავმა დაინახეს, რომ ფაშა განრისხებული იყო სოლომონის უარით, ისინი ახალციხის ფაშას დაუკავშირდნენ და იმერეთის ასაოხრებლად გამზადებულ ოსმალთა ჯარს ახალციხეში ეახლნენ. ოსმალთა ლაშქარს ლევან აბაშიძემ გაუწია მეგზურობა და დასავლეთ საქართველოში გადმოიყვანა. იმერეთში შემოჭრილი მტერი ოკრიბაში (ამჟამად ტყიბულის რაიონი) - ხრესილის მინდორზე დაბანაკდა.

ოსმალთა 40 ათასიანი არმია თავის გამარჯვებაში სავსებით დარწმუნებული შემოვიდა იმერეთში. მათ ხრესილთან ახლოს თავიანთი დასაყრდენი ცუცხვათის ციხეც გააჩნდათ. თუ ოსმალები ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებდნენ, ამით სოლომონის მეფობაც დასრულდებოდა და მტრები თავის მიზნებს უპრობლემოდ აღასრულებდნენ: ოსმალთა ზეგავლენა იმერეთში კიდევ უფრო განმტკიცდებოდა;

ისინი კვლავ გააგრძელებდნენ იმერეთიდან და საერთოდ, დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდა ქართველი ტყვეების გაყვანას, რაც ფაქტიურად ქვეყნის გადაშენების წინაპირობა იქნებოდა. მეფის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, რადგან მთელი ზემო იმერეთი ლევან აბაშიძეს გადაებარებინა და ზოგი სულმოკლე თავადიც მტერს მიეკედლა. მეფე იმერთა ჯარის მცირე ნაწილის ამარა დარჩა. 


30 შ. ბურჯანაძე. სოლომონ I - ის მეფობის პირველი პერიოდი // თსუ შრომები. ტ. 41, 1950, გვ. 83.

31 მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII ს -ში, თბ. 1982, გვ. 185.

32 ლ. ტყეშელაშვილი. იმერეთის მეფე სოლომონ I - დიდი. გელათის სასულიერო აკადამია და სემინარია. 2016 წ., გვ. 33.


მეფემ დახმარება თავის სიმამრს ოტია დადიანს სთხოვა. რომელმაც საბრძოლველად თავისი შვილი კაცია გამოგზავნა ოდიშ-ლეჩხუმაფხაზთა ჯარით. მეფის დასახმარებლად გამოეშურა აგრეთვე მამია გურიელიც. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმერთა მეფისათვის მოულოდნელი არ იყო მტრის შემოსევა. მან 1757 წლის ბოლო თვეებში ფარულად დიდი სამზადისი დაიწყო იმერეთიდან თურქების გასადევნად.

1757 წლის 14 დეკემბერს სოლომონ მეფე თავს დაესხა მტრის ლაშქარს. მტერი არ დაბნეულა. მან პირველ ხანს წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ ქართველთა ლაშქრის სულიერმა სიმტკიცემ ომის ბედი შეაბრუნა და თვით როსტომის და ლევან აბაშიძის ჯარიდან ცალკეულმა რაზმებმა მეფის მხარეზე იწყეს გადმოსვლა. მტრის ჯარის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი დაატყვევეს, მცირე ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. თუმცა ხრესილიდან გაქცეული მტერი გურიაში ჩასაფრებულ ქართველთა მხედრობას გაუნადგურებია, რაც იმას ადასტურებს, რომ ოსმალთა გაქცევის შემთხვევაში ქართველებს წინასწარ ჰქონიათ ზომები მიღებული.

ოსმალთა ჯარის ერთი ნაწილი გურიიდან აპირებდა ოსმალეთში გადასვლას, მეორე ნაწილი ახალციხიდან, მაგრამ მათი დიდ ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. ტყვეებთან ერთად ქართველებს მტრის მდიდრული ბანაკიც დარჩენია. ამ ბრძოლაში დახოცეს თურქეთის ჯარის მხედართმთავრები: გოლა-ფაშა, ქემხა ახალციხის ფაშა და ბაშა-აღა. მტრის რაოდენობა ნ. დადიანის თქმით, რამდენჯერმე აღემატებოდა მეფისა და დადიანის ლაშქარს. ახალგაზრდა მეფე შესანიშნავი სარდალი და უშიშარი მეომარი იყო.

ბრძოლის შედეგზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუკი ახალგაზრდა მეფე მტერთან ბრძოლაში დამარცხდებოდა, ტახტის დაკარგვასთან ერთად მის მიერ წამოწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობა შეჩერდებოდა, ოსმალეთი კი თავის პოლიტიკას

კვლავ გააგრძელებდა და აღადგენდა იმერეთში ტყვეთა სყიდვას. 


33 ლ. ტყეშელაშვილი. იმერეთის მეფე სოლომონ I - დიდი. გელათის სასულიერო აკადამია და

სემინარია. 2016 წ. გვ. 35.

34 ე. თაყაიშვილი, საისტორიო მასალანი , წიგნი 2, თბილისი 1914, 72.

35 ნ. დადიანი, ქართველთა ცხოვრება, გვ. 108.

 

ქართველ მეფემთავრებსა და პროგრესულად მოაზროვნე ქართველობას ამ შემთხვევაში შეგნებული ჰქონდათ ის საფრთხეები, რაც ოსმალთა შესაძლო გამარჯვებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

აღნიშნულ ბრძოლაში მოკლეს მეფის მოღალატე ბაბუა - ლევან აბაშიძე, ბრძოლის შემდეგ სოლომონ მეფემ მოაძებნინა მისი გვამი, მეფეს დაუჩოქია და უტირია. ამ რთულ შემთხვევაშიც მეფეს შეუნარჩუნებია პირადი ღირსების გრძნობაც და მას გარდაცვლილი წინაპრისთვის პატივი მიუგია. როსტომ რაჭის ერისთავმა კი გაქცევით უშველა თავს.

ზარალი მეფის მხრიდანაც დიდი იყო, რადგან ოსმალთა არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქართველთა ჯარს და იგი დაახლოებით 40–45 ათასი კაცისაგან შედგებოდა. ზუსტი ისტორიული ცნობები არ მოიპოვება ბრძოლაში ქართველ დაღუპულთა შესახებ, თუმცა მეცნიერების ვარაუდით ათას კაცზე მეტი უნდა დაღუპულიყო.

ხრესილის ბრძოლა იყო დასაწყისი დასავლეთი საქართველოს გამათავისუფლებელი ომისა. აქედან მოყოლებული, მეფეს ხმალი არ ჩაუგია ქარქაშში იმერეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ხრესილის ომში გამარჯვების შემდეგ, სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ზომები მიიღო მოღალატეთა დასათრგუნავად: აბაშიძეებს ჩამოართვა ლევან აბაშიძის მამული და სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო დანარჩენი აბაშიძეები ფიცით შემოიმტკიცა. ამიერიდან აბაშიძეთა სათავადო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის უძლური იყო. როგორც ვხედავთ, ახალგაზრდა მეფე არ შეუშინდა ოსმალების მრავალრიცხოვან ჯარს, იგი არ დაემორჩილა მათ ბრძანებას ტყვეთა სყიდვის აკრძალვის გაუიქმების შესახებ. მტერთან სასტიკ ბრძოლაში ჩაება და დაამარცხა კიდეც. ხრესილის ბრძოლაში გამარჯვება იყო მეფის დამოუკიდებლობის და იმერეთის ოსმალებისგან განთავისუფლების საქმეში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.


2.2 სოლომონ I-ის საეკლესიო რეფორმა


ხრესილის ომში გამარჯვების შემდეგ, ოსმალები კვლავ მოემზადნენ მეფე სოლომონთან საბრძოლველად და ზედიზედ ორი ბრძოლა გამართეს. ორივე ბრძოლა 1758 წელს გაიმართა. პირველ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს, მეორედ კი სასტიკად დამარცხდნენ. სოლომონმა ისარგებლა ამ გამარჯვებით და 1759 წლის დეკემბერში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია.

სოლომონი ძალიან კარგად ხედავდა, რომ ეკლესიას ძალიან უჭირდა, ამიტომ აუცილებელი იყო მისი გაძლიერება, რათა შემდგომ ქვეყნის გაძლიერების საქმეში ეკლესია თავად დახმარებოდა მეფეს .

საეკლესიო კრება მთელ თვეს გაგრძელდა და მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მსჯელობის საგანი იყო: 1. ეკლესიის საქმეების მოწესრიგება და 2. ტყვის სყიდვის აკრძალვა.

სოლომონის ტახტზე ასვლის მომენტში ეკლესია უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყმა-მამულის დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცნათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. ოსმალეთი მაჰმადიანობას ნერგავდა, აგებდა მეჩეთებს და ანგრევდა ეკლესიებს. არა თუ ახალი ეკლესიების აგებას, ძველის შეკეთებასაც კი კრძალავდნენ. მეფის ხელისუფლების ძლიერებისათვის ბრძოლაში ეკლესია დიდ როლს ასრულებდა. იგი იყო: სარწმუნოების, საერთო ენისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთი ბურჯი; შინაპოლიტიკურ ბრძოლაში ძირითადად მეფის ხელისუფლების მხარეზე იდგა; გამოდიოდა თავადების მძლავრობის წინააღმდეგ;

ებრძოდა მაჰმადიანობის გავრცელებას; კრძალავდა ადამიანებით ვაჭრობას. როგორც ვხედავთ მეფისა და ეკლესიის აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა, ეკლესია მეფეს უდგა მხარში, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, რომ თავისი თავისთვისაც ვეღარ მოევლო.

როგორც აღვნიშნეთ სოლომონის მთავარი მიზანი იმერეთში მკვიდრი მოსახლეობის შენარჩუნება იყო. 


36 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.4.თბ, 1973. გვ. 405. 37 იქვე.


ამიტომ სოლომონ მეფემ პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ საეკლესიო კრებაზე, რომელიც თავად მოიწვია ტყვეთა სყიდვის აკრძალვა დაამტკიცა და ამავდროულად დასავლეთ საქართველოს თავადები ღვთისა და ერის წინაშე დააფიცა, რომ ტყვეთა სყიდვაში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. პირობის დამრღვევზე მკაცრი სასჯელი დაადგინა კრებამ.

გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ მეფეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეკლესიის წინა პლანზე წამოწევა, ამიტომ საეკლესიო პოლიტიკა მან შემდეგი ღონისძიებებით განახორციელა:

1. ერისკაცთაგან მიტაცებული ყმა-მამულები ეკლესიას დაუმტკიცა;

2. საკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახადებისაგან და საეკლესიო

გადასახადები დააკანონა;

3. ერისკაცებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმეებში ჩარევა;

4. საკლესიო თანამდებობიდან უღირსნი გადააყენა და ღირსეული პირები მიიწვია;

5. ეკლესია-მონასტრები ააგო და შეამკო.


1759 წლის კრების დადგენილებებმა დასაბამი მისცა ახალ პერიოდს დასავლეთი საქართველოს პოლიტიკურსა და სოციალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მეფეს დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა მოუპოვა. ამრიგად, 1759 წლის საეკლესიო კრებაზე მთელი დასავლეთი საქართველოს ხელმძღვანელად მეფე სოლომონი გამოდიოდა, მთავრები და თავადები კი მისი "მორჩილნი" და ბრძანების აღმსრულებელნი იყვნენ.

1759 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ ეკლესია სათანადო სიმაღლეზე დადგა, ხალხში გავლენა და ავტორიტეტები აღიდგინა. ეკლესიით აღორძინების შემდეგ მეფე როგორც გეგმავდა, ძლიერი მოკავშირე შეიძინა მისი სახით. სოლომონ პირველის მეფობის პერიოდში აღდგენილი იქნა ოთხი საეპისკოპოსო კათედრა: ქუთაისის, ხონის, შემოქმედისა და ჯუმათის, ნინოწმინდის ეპისკოპოსი კი გადმოყვანილი იქნა გამოჩინებულის ტაძარში.

1761 წლის 23 აპრილს სოლომონ მეფემ მორიგი საეკლესიო კრება მოიწვია. კრება შეეხო გადასახადების გაწერისა და აკრეფის საკითხს.


38 შ. ბურჯანაძე. სოლომონ I - ის მეფობის პირველი პერიოდი, გვ. 87. პირველი პერიოდი, გვ. 87 


ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, სოლომონის როლი მაშინდელი იმერეთის განვითარებაში, მის მიერ მოწვეულმა 1759 წლის საეკლესიო კრებამ ტყვეთა სყიდვა მთელ დასავლეთ საქართველოში აკრძალა, დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა კი აიძულა თანამემამულეთა გაყიდვაზე ხელი აეღოთ. სოლომონ მეფემ ტყვეთა სყიდვის აკრძალვით ოსმალეთის იმპერია დაიპირისპირა, რაც ძალიან საშიში იყო, როგორც მისი ტახტის შენარჩუნების, ისე ზოგადად იმერეთის არსებობა არარსებობის საქმეში. მაგრამ, მიუხედავად უდუდესი რისკებისა ძლევამოსილ მეფეს ერთი

ნაბიჯით არ დაუხევია უკან.

სოლომონ მეფემ ეკლესია ქუთაისისა და ხონის საეპისკოპოსოების აღდგენით გააძლიერა და ამით ძლიერი მოკავშირე შეიძინა, ტყვეთა სყიდვის აკრძალვის საქმეში.

გარდა საეპისკოპოსოების აღდგენისა, მან მრავალი ეკლესია-მონასტერი აღადგინა. იმერეთში აშკარად იგრძნობოდა ძლიერი მონარქის ხელისუფლება, ამიტომ მის გარშემო გაერთიანდა ყველა, ვისაც რეალურად შესტკიოდა გული ქვეყანაზე.

მოსახლეობას გაუჩნდა მომავლის იმედი, ათწლეულების შემდეგ იმერეთში გატარდა ისეთი ღონისძიებები, რითაც ოსმალთა ზეგავლენა ნელ-ნელა შესუსტდა.


თავი 3. სოლომონ I თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი

3.1 სოლომონ I-ის ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ


ხრესილთან ოსმალთა ჯარის ამოწყვეტას და ზოგადად სოლომონ მეფის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის თურქეთის ხელისუფალნი ვერ ურიგდებოდნენ. ახალციხის ფაშა ჰაჯი-აჰმედს სტამბოლიდან ბრძანება მოუვიდა იმერეთის დამორჩილების შესახებ.

სოლომონ მეფის მიერ განხორციელებული ეროვნულ–განმანთავისუფლებელი პოლიტიკა კი ოსმალთა ბატონობას დასავლეთ საქართველოში საფრთხეს შეუქმნიდა. ისინი იმერეთს დიდი ხნის განმავლობაში თავის რიგით ქვეშევრდომად თვლიდნენ და ამის დასტურად მათ მიერ იმერეთში ოთხ უმთავრესი ციხეზე : ქუთაისი, ბაღდათი, შორაპანი, ცუცხვათი, კონტროლიც მოწმობდა.

ასეთ რთულ სიტუაციაში აღუდგა სოლომონ მეფე ძლიერ მტერს წინ და მიუხედავად მტრის სიძლიერისა გასაოცარი სიმტკიცისა და ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა. სწორედ მისი შეუპოვრობის და სიმამაცის დამსახურება იყო, რომ ოსმალეთმა ანგარიში გაუწია მეფეს და საბოლოოდ შეეგუა ტყვის სყიდვის აკრძალვას.

ახალციხის ფაშამ იმერთა მეფეს მოსთხოვა ხარკისა და ჯარიმის სახით 300 ქისა ფული და ტყვეებით თავისუფალი ვაჭრობის აღდგენა. ქვეყნის აოხრების თავიდან აცილების მიზნით სოლომონი პირველ მოთხოვნაზე დასთანხმდა, ხოლო მეორეზე უარი მოახსენა. უარით განაწყენებული ოსმალთა ჯარი, ხუნძახის ბატონთან და ლეკებთან ერთად 1758 წელს იმერეთის დასალაშქრავად გადმოვიდა. მეფე მოუმზადებელი შეხვდა ამ შემოსევას, რის გამოც მტერმა მთელი ქვეყანა ააოხრა და გაძარცვა მტრის მიზანი ძარცვასთან ერთად ქრისტიანი ქართველების შეპყრობა და ტყვედ წასხმა იყო. ამიტომ ახალციხის ფაშამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლეკები დაიქირავა ხუნძახის ბატონის მეთაურობით და იმერეთს შეუსია.


39 პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი / ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981, გვ. 246. 


მტრის შემოსევა მოულოდნელი ყოფილა, პაპუნა ორბელიანის ცნობით; „ეს ხუნძახის ბატონი ამ ლეკის ჯარით გაუსივა ფაშამ იმერეთის ქვეყანასა და დაპირდა ჯამაგირს, ჩავიდა ქუთაისს ქვეით და ზევით სულ დაატყვევეს, გააოხრეს იმერეთი, მრავალი იშოვეს. მეფე სოლომონმა შებმა ვერ გაბედა, არც ქართველთა სთხოვა ჯარი, გელათის ეკლესია მაშინ წახდა, ეს ნაშოვარი მოიტანეს ახალციხის ქვეყანასა, მისცა ფაშამაც ბევრი ლეკთა და გაისტუმრა დაღესტანსა შინა“.

ლეკების იმერეთში ლაშქრობა სოლომონ მეფის წინააღმდეგ, სადამსჯელო ღონისძიება იყო, რადგან მან ტყვეებით ვაჭრობაზე ახალციხის ფაშას უარი მოახსენა, ხარკის გადახდა კი დასთანხმდა. დაქირავებულმა ლეკებმა ფაშას დავალება წარმატებით შეასრულეს, რადგან ადამიანებით და ნადავლით დატვირთული ახალციხეში გადავიდნენ.

ლეკთა ჯარი ალბათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, ამასთანავე მათი მოულოდნელი თავდასხმის გამო სოლომონ მეფემ ვერ მოასწრო ჯარის შეკრება და წინააღმდეგობის გაწევა. ლეკებს იმერეთის დალაშქრის შემდეგ გურიაში ულაშქრიათ და შემდეგ გადასულან ახალციხეში. დატყვევებული ქართველები ახალციხეში მიუყვანიათ, მათი სიმრავლის გამო ახალციხის ფაშას კარგად გადაუხდია ლეკებისათვის და დაღესტანში გაუსტუმრებიათ.

ამ მარცხის შემდეგ მეფე სოლომონი იძულებული გახდა, ოსმალების ყველა პირობაზე დათანხმებულიყო. კმაყოფილმა ოსმალებმა ხარკის აკრეფა იმერეთის ციხეებში მდგარ თურქ მეციხოვნეებს დაავალეს. მაგრამ მათ მიერ ხარკის აკრეფამ ძარცვის ხასიათი მიიღო. გათავხედებულ ოსმალებს უმოწყალოდ დაუწყიათ ხალხის ძარცვა და შეურაცხყოფა, შეწუხებულ მოსახლეობას კი საჩივრები დაუწერია.

მეფე სოლომონი ახალციხის ფაშას ჰაჯი-აჰმედს ეახლა, ფაშამ სოლომონის საჩივარი შეისმინა და იმერთა მეფეს სამი ათასი თურქი მეომარი გამოაყოლა. ამ ჯარით უნდა დაესაჯათ თვითნებური მოქმედებისათვის იმერეთის ციხეებში ჩაყენებული თურქი მეციხოვნეები. მაგრამ თურქებს იმერეთამდე არც კი ჩამოუღწევიათ, - სოლომონ მეფემ ისინი გზაშივე გაანადგურა თავისი ფიცის კაცების ჯარით, რომელიც მან იმერეთიდან საიდუმლოდ გამოიწვია.


40 პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი / ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები და-ურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981, გვ. 246. 

  

ამ მარცხის გამო თურქეთის მთავრობამ ჰაჯი-აჰმედ ფაშა ჯერ თანამდებობიდან გადააყენადა შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

ეს იყო პატარა იმერეთის მორიგი გამარჯვება, ახალციხის რიგით მეორე ფაშა შეეწირა ქართველებთან ბრძოლას, ჰაჯი აჰმედი კი სულთანმა უმკაცრესად დასაჯა.

სოლომონის ახალი გამარჯვება ოსმალეთისათვის დიდი გამოწვევა იყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ახალციხის ახლად დანიშნულმა ჰასან ფაშამ 1758 წელს ორჯერ დალაშქრა იმერეთი, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა და უკან გაბრუნდა. 1759 წელს ჰასან

ფაშა გადააყენეს, მის ნაცვლად იბრაჰიმ ფაშა დანიშნეს, რომელთან მოსალაპარაკებლადაც სოლომონ მეფის მეუღლე, მარიამ დადიანი ჩავიდა. მარიამ დედოფალმა მას ზავი და მშვიდობა შესთავაზა, ფაშამ კი ამის სანაცვლოდ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოითხოვა. რა თქმა უნდა ტყვეთა სყიდვას მეფე სოლომონი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ამიტომ გასაკვირვი არ არის, რომ მოლაპარაკება ჩაშლილა.

მიუხედავად მტრის მიერ არაერთი მოთხოვნისა ტყვეთა სყიდვის აღდგენაზე, ყველა შემთხვევაში სოლომონმა უარით უპასუხა. მისი ამ თავგანწირული მოქმედებით არაერთი ქართველი გადაურჩა ტყვედ გაყიდვას.

სოლომონის მოქმედებები თანმიმდევრული და მიზანმიმართული იყო, იგი 1758 წლის ლეკების თავდასხმის შემდეგ, ოსმალთა ყველა შემოტევას გმირულად იგერიებდა. დღემდე შეუსწავლელია სოლომონი თავისი მცირერიცხოვანი ჯარითა და მწირი სახსრებით როგორ ახერხებდა ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიასთან დაპირისპირებას.

ფაქტია, მან შეარჩია ბრძოლის ისეთი ტაქტიკა, რომელშიც იგი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მეფე სომლომონი არა მხოლოდ ქვეყნის ბედზე მზრუნველი არამედ კარგი მხედართმთავარიც იყო.

ამ დროს ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაც მოხდა - ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეებმა გორში 1758 წელს თავდაცვითი კავშირის ხელშეკრულება დადეს


41 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S. 545


- "რომელ ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებისათვის მეფეებს რამდენიმე წლის მანძილზე არ უღალატიათ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიუხედავად, მეფეებს სისტემატურად და აშკარად ერთმანეთის დახმარება არ შეეძლოთ, რადგან 1555 წლის ამასიის ზავით ეს დაუშვებელი იყო.

ბოლოს განცდილი მარცხის მიუხედავად, 1760 წელს თურქებმა ისევ შემოუტიეს იმერეთს, მათი მიზანი ისევ და ისევ სოლომონ მეფის დამორჩილება, ხარკის გადახდევინება და ტყვის სყიდვის აკრძალვის გაუქმება იყო. სოლომონ მეფე ამ ლაშქრობას მომზადებული შეხვდა და მომხდურნი კვლავ სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ, სულთნის ბრძანებით იმერეთში ანატოლიის მმართველმა სარ აჰმედ ფაშამ ილაშქრა. მას მრავალრიცხოვანი ჯარი შეუგროვებია და იმედი ჰქონდა, რომ იმერეთს ძირფესვიანად დაანგრევდა, სოლომონ მეფეს კი ცოცხლად შეიპყრობდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა, რადგან სოლომონმა ფაშა დაამარცხა. ფაშას ათიათასიანი ჯარით ძლივს გაუსწრია ახალციხეში.

გამარჯვებულ სოლომონს კი უამრავი ტყვე და ალაფი დარჩენია ბრძოლის ველზე.

1761 წელს თურქებმა ისევ სცადეს იმერეთის დამორჩილება, მაგრამ ამაოდ, ოსმალები კვლავ დამარცხდნენ.45 1763 წელს ახალციხის ფაშა 13 000-იანი ლაშქრით ორ ტალღად შემოიჭრა იმერეთში და წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ მტრის ჯარში უთანხმოება ჩამოვარდა, რითაც ისარგებლეს ქართველებმა და მუსრი გაავლეს მტერს. ოსმალთა 13 ათასიანი არმიის დამარცხებას ორმა გარემოებამ შეუწყო ხელი:



42 პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 246.

43 მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ. 378

44 ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. VI. თბ., 1973.

45 იქვე.

46 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S 546


1. სოლომონ მეფის ბრწყინვალე სამხედრო მანევრმა, როდესაც მან მტერი იმერეთის სამხრეთით შემოიტყუა.

2. ოსმალთა ჯარის მრავალეთნიკურობამ და საბრძოლო წესრიგის ნაკლებობამ, მტრის ჯარში უთანხმოება გააღვივა, რამაც კიდევ მეტი უპირატესობა მიანიჭა სოლომონ მეფეს. იმერეთის გაუვალ ადგილებში შეტყუებული მტერი ძარცვა–რბევით დაკავდა, რამაც მათი ყურადღება კიდევ უფრო მოადუნა. ამ უპირატესობათა შემდეგ ქართულმა სამხედრო ნაწილებმა განახორციელეს მტერზე თავდასხმა, რამაც მტრის დაშლა და განადგურება გამოიწვია. გადარჩენილი ოსმალები ახალციხისკენ გაიქნენ, იმერთა მხედრობა მათ უკან დაედევნა და გაანადგურა. მტრის 13 ათასიანი ჯარი თითქმის მთლიანად ამოწყდა.

წარმოუდგენელია, როგორ უძლებდა იმერეთი პატარა სამეფო ოსმალთა მრავალ ათასიან ლაშქრობებს, მაგრამ ქართველების ბრძოლას უდიდესი მოტივაცია ჰქონდა: ქვეყნის გათავისუფლება! რისთვისაც ისინი თავდადებით იბრძოდნენ, თავს არ ზოგავდნენ და უფრო ძლიერ მტერს ამარცხებდნენ. ხრესილის ომის შემდეგ, ეს გამარჯვება სოლომონ მეფის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იყო, სადაც მტრის 13 ათასი მებრძოლი განადგურდა, რაც ოსმალებისათვის გაშმაგებისა და შურისძიების საფუძველი იყო, მომავალში უფრო ორგანიზებული თავდასხმა მოეწყოთ იმერეთზე. თურქეთი ვერაფრით ეგუებოდა მარცხს, იმავე 1763 წელს თურქთა ლაშქარი კვლავ დაესხა თავს იმერეთს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა და უკუიქცა. ამის შემდეგ თურქებმა აღმოსავლეთიდან სცადეს ზემო იმერეთში შეჭრა, მაგრამ სოლომონ მეფეს მხარში ერეკლე მეფე ამოუდგა და თურქებს გზა ჩაუკეტა, რის გამოც ისინი იძულებილნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.

ოსმალეთის ხელისუფლებამ სოლომონ მეფესთან წარმოებული ბრძოლის თითქმის ყველა ეტაპი წააგო, რადგან 1757 –1763 წლებში მათ მიერ გამოგზავნილი ჯარების ძირითადი ნაწილი დამარცხდა.

დაუმარცხა იმერეთის მეფემ სოლომან ურუმის ჯარს, რომ ლევან აბაშიძეს და რაჭის ერისთავს მოეყვანათ მის წასახდენათ, მოკლეს ლევან, ამოწყვიტეს ჯარი მისი და


47 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S 560


ურუმნი სულ ხელთ დარჩათ, სამი ფაშები ცოცხალნი დაიჭირეს, ჭარელნი შერიგდენ კახს ბატონს.

მტრის ზარალი 60 ათას კაცს აღემატებოდა, სწორედ ამის გამო მტერმა გადაწყვიტა ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა, ვინაიდან იმერეთის თავდაცვითი ჯარების სიძლიერე თურქთათვის დაუძლეველი გახდა. მტერმა გადაწყვიტა ნაცნობი გზისთვის მიემართა,

მოღალატე ქართველებთან შეეკრა პირი და ძალების მაქსიმალური მობილიზებით მისთვის არასასურველი მეფე ტახტიდან ჩამოეგდო.

1763 წელს ახალციხეში ჩავიდა სოლომონ მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონი. ის თურქებს ტყვეებით ვაჭრობის აღდგენას შეჰპირდაა მისი ტახტზე დასმის სანაცვლოდ. გადატრიალება 1765 წელს განახორციელეს ოსმალეთის სულთნის უშუალო ხელშეწყობითა და მოღალატე ქართველების დახმარებით. ოსმალეთის ხელისუფლებას კარგი შესაძლებლობა მიეცა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. მათ უზარმაზარი ჯარი შეკრიბეს და ჰასან ფაშა ჩაუყენეს სათავეში. სოლომონის მხარეზე იყვნენ გურიისა და ოდიშის მთავრები, ხოლო როსტომ - რაჭის

ერისთავი ისევ თურქეთის მხარეს აღმოჩნდა. ფაშა პირველად გურიას შეესია. მამია IV გურიელმა მწვავე ბრძოლები გაუმართა, მაგრამ დამარცხდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი და ძლიერ ორგანიზებული თავდასხმა, მტრის საერთო რაოდენობა 80 ათას კაცს შეადგენდა.

ფაშა ამჯერად ფრთხილად მოქმედებდა. მან იმერეთში სწრაფად შესვლა ვერ გაბედა. იმერეთს გვერდი აუარა და ოდიშის მთავარს ეწვია - თურქების ძალთა სიმრავლით შეშინებულმა დადიანმა, სამთავრო ძარცვისაგან რომ გადაერჩინა, ქედი მოიხარა და მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნას - ჯარისათვის სურსათის მიცემას - დასთანხმდა. ეს წელი თურქთა ლაშქარმა ოდიშში გამოიზამრთა. სოლომონ მეფე იზოლირებული აღმოჩნდა.

1766 წელს ჰასან-ფაშა იმერეთს შეესია. განმარტოებული მეფის დამარცხება აღარ გაჭირვებიათ. ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, ფაშამ სვერის ციხე აიღო და იქიდან სოლომონი განდევნა. გამარჯვებული ფაშა ქუთაისში შევიდა და მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე მეფედ გამოაცხადა. 


48 პ. ორბელიანი, „ამბავი ქართლისანი“ თბ.1981. გვ. 27

49 Hammer I., Geschichte des osmanisches Reichs, IV, S. 560.


სოლომონ მეფემ ოთხი კაცის თანხლებით თავი შეაფარა თავისი ერთგული წერეთლების საძმო ციხეს - "მოდინახეს", რომელიც ქაიხოსრო და ნიკოლოზ წერეთლებმა გადასცეს მას. ქუთაისის დაკავების შემდეგ მტერს 4000 კაციანი ჯარი დატოვა იმერეთის დედაქალაქში და გადავიდა ახალციხეში.

თეიმურაზ ბაგრატიონის მეფედ დასმის შემდეგ, იმერეთი ორად გაიყო: ერთ მხარეს იდგნენ თეიმურაზ ბატონიშვილი და ქართველობის მოღალატე თავადაზნაურობა; მეორე მხარეს კი სოლომონ მეფის ქართველობისთვის მებრძოლი თავადაზნაურები. აღსანიშნავი და დასაფსებელია, რომ სოლომონ მეფის მომხრეები - დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ლაშქარი თანდათან მრავლდებოდა და მტკიცდებოდა.

აღნიშნული მარცხის და სოლომონის გაქცევის შემდეგ, დამპყრობელი ცდილობდა მეფის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მისმა ერთგულმა მებრძოლებმა არ გასცეს იგი. წერეთლების მამულში თავშეფარებული გმირი მეფე ხალხს განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ მეფის გადარჩენას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სოლომონის მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, მაგრამ შეუპოვარმა მეფემ ყველაფერი გააკეთა ოსმალეთის პოზიციების შესასუსტებლად.

1767 წელს სოლომონ მეფემ ლეკები დაიქირავა და რაჭა დალაშქრა. ნათელია, რომ უბედურების სათავედ სოლომონ მეფეს რაჭის ერისთავი მიაჩნდა და სწორედ მის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ეს ბრძოლა სოლომონ მეფემ ბოლომდე მიიყვანა და მოღალატე ერისთავი სათანადოდ დასაჯა.

1766 წელს თურქეთის მთავრობამ იმერეთში გასალაშქრებლად ისევ ბრძანა დიდი ლაშქრის შეყრა. მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ლაშქრობაც დიდ სარგებლობას არ მოუტანდა მათ და ისევ ზავის დადება ამჯობინეს. ზავის დადება სოლომონთან იმის მომასწავებელი იყო, რომ დამყპრობელმა გამარჯვების რწმენა დაკარგა.  


50 ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, გვ. 92.

51 შ. ბურჯანაძე. სოლომონ პირველის მეფობის პირველი პერიოდი ( 1752-1769) თსუ-ს შრომები. ტომი

41, თბილისი 1950. გვ. 101


სოლომონიც არ იყო დარწმუნებული, რომ იმერეთის ტახტს კვლავ შემოიმტკიცებდა, ამიტომ ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს მიმართა თხოვნით, რათა თურქეთთან მორიგებაში ეშუამდგომლა.

ერეკლე მეფის შუამდგომლობას თურქეთის მთავრობა დიდი კმაყოფილებით შეხვდა. ერეკლეს ელჩმა სტამბოლს აღუთქვა, რომ სოლომონ მეფე მზადაა, ხონთქარს აძლიოს ხარკის ანგარიშში 60 ქალი წლიურად. ხოლო ხონთქარი იმერეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. ხელშეკრულების დადება გაჭიანურდა, იმიტომ რომ ამ დროს იმერეთის ტახტზე ოსმალეთის მომხრე თეიმურაზი იჯდა.

მიუხედავად ოსმალეთის მიერ დიდი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისა და სოლომონის ტახტიდან ჩამოგდებისა, ოსმალეთმა თავის საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია და იმერეთიდან კვლავ საფრთხეს ელოდა, ამიტომ სულთნის ბრძანებით დაიდო დროებითი ზავი. შემდგომი პერიოდი კარგად გამოიყენა მეფემ და თავის ირგვლივ შემოიკრიბა იმერეთის ერთგული მამულიშვილები. მან ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით 1768 წელს სასტიკად დაამარცხა მისი მოწინააღმდეგენი.

1768 წელს სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა თავის მოწინააღმდეგეებს - დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრებს. სოლომონ მეფემ თავისი ერთგული იმერლებით და დაქირავებული ლეკებით დაამარცხა თურქები და მათ მიერ მეფედ დაყენებული თეიმურაზი. 

ამ გამარჯვებით იმერეთის ტახტი კვლავ სოლომონმა დაიკავა და მთელი იმერეთი შემოიმტკიცა. თეიმურაზ ბატონიშვილი შეიპყრეს და მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარ გამოსულა. ეს გამარჯვებაც სოლომონ მეფის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭსა და აზროვნებას უნდა მივაწეროთ, მან შეძლო და მტერს დაუპირისპირდა თავისთვის სასურველ ადგილზე და ძლიერი მტერი დაამარცხა.

ტახტის დაბრუნების შემდეგ, სოლომონ მეფეს გასაჭირის დროს სტამბოლისადმი შეთავაზებული მორჩილების პირობები ახლა მიუღებლად მიაჩნდა და ტყვეებით ხარკის გადახდას დაჟინებით უარყოფდა.


52 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 4, გვ. 420.

53 გიულდენშტენდი, მოგზაურობა საქართველოში. ტ.1, გვ.169.

54 შ. ბურჯანაძე. სოლომონ პირველის მეფობის პირველი პერიოდი ( 1752-1769) თსუ-ს შრომები. ტომი

41, თბილისი 1950. გვ. 102 


ახალციხის ფაშასაგან მოთხოვნას ხარკში ადამიანების გაგზავნაზე სოლომონმა უპასუხა - მე სწორედ ასეთი ხარკის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ვიბრძვი და სულთან ქალების გაგზავნას როგორ აღვუთქვამდიო. ფაშამ ეს პასუხი სულთას აცნობა, მაგრამ რაიმე საწინააღმდეგო ღონისძიება სოლომონის მიმართ არ მიუღიათ. იმიტომ რომ სტამბოლის მთავრობა მაინც შეშფოთებული იყო, რადგან იმერეთის სამეფო კვლავ ცდილობდა რუსეთთან კავშირის დაჭერას. თუკი იმერეთს დაკარგავდა, თურქეთს ხელიდან ეცლებოდა შავ ზღვაზე და კავკასიაში ბატონობის ერთ-ერთი დასაყრდენი.

ამიტომ სულთანი იძულებული იყო, სოლომონისათვის დაეთმო. მას შემდეგ რაც სოლომონმა ტახტი თავისი ძალებით დაიბრუნა, სულთანმა მუსტაფა III-მ 1768 წლის აგვისტოში სოლომონ მეფის მიმართ წყალობის ფირმანი გამოსცა, რომლის ძალითაც ,,ქრისტიან მფლობელთა შორის სახელგანთქმულ სოლომონს იმერეთის მეფედ აღადგენდა, თუმცა ამ სიგელის გამოცემამდე, როგორც აღვნიშნეთ სოლომონმა ხმლით დაიბრუნა მეფობა, რაც დიდი გამარჯვება იყო.

ადრინდელ ბრძანებებში, უმთავრესი მოთხოვნა ტყვეთა სყიდვა და ხარკის გადახდა იყო, ახალ ფირმანში ამის მსგავსი მოთხოვნა აღარ ფიქსირდებოდა. ამ გამარჯვების შემდეგ სოლომონ მეფეს სულთნის ფირმანთან ერთად ხალათი და ხმალიც მიუღია, რითაც სულთანი მიანიშნებდა რომ ის ჯერ კიდევ ოსმალეთზე იყო დაქვემდებარებული.

მართალია, სოლომონ მეფემ მოახერხა ტახტის დაბრუნება, მაგრამ ქვეყანა სამშვიდობოს გასული როდი იყო: თურქთა ჯარების ლაშქრობათა შედეგად მეურნეობა დაეცა; თურქებს ეჭირათ ბათუმის, ქობულეთის, ციხისძირის, ფოთის, რუხის, ანაკლიის, სოხუმის, ქუთაისის, შორაპნის, ბაღდადის, ციცხვათის ციხეები, სადაც იანიჩართა სამიათასიანი გარნიზონი იდგა; მტრის ხელში დედაქალაქი ქუთაისიც.


ამრიგად, ათი წლის მანძილზე 1758-1768 წლებში იმერეთის სამეფო სოლომონ მეფის ხელმძღვანელობით გმირულად ებრძოდა თურქ დამპყრობლებს და მათ დამხმარე თავადებს.


55 ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. 4, თბ. 1973. გვ. 420.

56 მაჭარაძე ვ.,მასალები XVIIIს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის

ისტორიისთვის ნაწილი III, ნაკვეთი ნაკვეთი I, თბ., 1988, 153.


3.2 სოლომონ I - ის ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის


როგორც აღვნიშნეთ, სოლომონ მეფემ 1768 წელს ტახტის დაბრუნების შემდეგ, მის მთავარ მტერს როსტომ ერისთავს შეუტია. ვინაიდან როსტომი ჩვეულებას ისევ არ უღალატებდა, თანაც იგი რეალურ საფრთხეს უფმნიდა სამეფოს და აუცილებლად უნდა

განეიტრალებულიყო.

სოლომონ მეფემ 1767, 1768 და 1769 წლებში რამდენჯერმე დალაშქრა რაჭა. თავის მხრივ როსტომი ყოველ ჯერზე მეტი მოკავშირის შემოერთებას ცდილობდა. სწორედ მოკავშირის მოსაძებნად გაგზავნა როსტომმა თავისი ვაჟი ჩრდილო კავკასიაში, ყაბარდოში, თუმცა მოკავშირე ვერ ნახა და იქიდან დახმარება ვერ მიიღო.

შემდეგ მას ერეკლე მეფისათვის მიუმართავს მაგრამ მისგანაც უარი მიუღია. ქართლ-კახეთის გმირი მეფე ორგულ თავადს დახმარებას არ გაუწევდა სოლომონ მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამასთანავე, ერეკლეს სოლომონთან სამოკავშირეო ხელშეკრულებაც ჰქონდა დადებული.

ამ ეტაპისთვის სოლომონის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება უშედეგო გამოდგა. როსტომ ერისთავის ნდობა, რომ არ შეიძლებოდა სოლომონმა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მასთან ზავი მაინც დადო. თუმცა ზავმა დიდხანს არ გასტანა და სოლომენ მეფე იძულებული გახდა როსტომი დაესაჯა.

როსტომი დაისაჯა საკუთარ ოჯახთან ერთად, მას და მის ვაჟებს თვალები დაათხარეს, რაჭის საერისთავომ კი არსებობა შეწყვიტა, როსტომის სამფლობელო სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. ეს იყო სოლომონ მეფის კიდევ ერთი გამარჯვება როსტომ ერისთავზე, რომელიც მუდამ 1752 წლიდან მოყოლებული ოსმალეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი იყო დასავლეთ საქართველოში, იგი მუდმივად საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას.

როსტომ ერისთავის დამარცხებით სოლომონ მეფემ ყველაზე ძლიერი შინაური მტერი მოიცილა, კიდევ უფრო გაძლიერდა და მიეცა შესაძლებლობა იმერეთიდან


57 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ. 37


ოსმალთა გაძევებაზე ეფიქრა . ამ მნიშვნელოვან საქმეში სოლომონ მეფეს ხელი რუსეთთურქეთის 1768-1774 წლების ომმა შეუწყო. სოლომონ მეფემ კარგად იცოდა, რომ ძალთა შეუსაბამობის გამო ოსმალეთის საბოლოოდ შეჩერება შეუძლებელი იყო. ოსმალეთს თითქმის ყოველთვის შეეძლო 80-100 ათას კაციანი და უფრო მეტი ჯარის შეკრება და იმერეთში შემოჭრა, რაც დამღუპველი იქნებოდა იმერეთისთვის. თუმცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რადგან ძირითადი ბრძოლები ბალკანეთში მიმდინარეობდა.

სოლომონი ფიქრობდა, რომ იმერეთის თურქთაგან გასაწმენდად ხელსაყრელი პერიოდი იყო და რა თქმა უნდა იგი შეეცადა მის გამოეყენებას. როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ჯერ კიდევ სოლომონის მამა ალექსანდრე მეხუთემ დაამყარა კავშირი რუსეთთან, შემდეგ მამის პოლიტიკა, ძლიერი მოკავშირის ყოფნის მოტივით შვილმაც გააგრძელა.

როგორც ვიცით იმერეთი საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ოსმალურ ზეგავლენას განიცდიდა, ტყვეთა სყიდვა, ომები და მუდმივი დაპირისპირება სისხლისგან ცლიდა იმერეთს. გადაშენების პირას მდგომი ქვეყნისათვის შველა იყო საჭირო. სოლომონ მეფემ თავისი სწორი მოქმედებით ორ დიდ იმპერიას შორის დაპირისპირება თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა.


გაძლიერებული რუსეთის იმპერია ოსმალეთისათვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენდა და კავკასიაში რუსეთის გამოჩენა მათთვის მიუღებელი იყო.

სოლომონი ცდილობდა რუსეთის იმპერიის სიძლიერე იმერეთის სამეფოს გასათავისუფლებლად გამოეყენებინა. თუმცა თავის მხრივ რუსეთსაც ჰქონდა ინტერესი იმერეთისა და ზოგადად საქართველოსადმი, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან საერთოდ ქართული სამეფოებისადმი ინტერესი.

სოლომონ მეფემ რუსეთთან ურთიერთობა 1768 წელს დაიწყო, როცა რუსეთის მთავრობამ იმერეთში ქართველი ბერი გრიგოლ არქიმანდრიტი გამოგზავნა, ის ჩრდილო ოსეთში ქრისტიანობას ქადაგებდა. გრიგოლ არქიმანდრიტი სოლომონ მეფეს

შეხვდა, მეფემ რა თქმა უნდა, არქიმანდრიტი კარგად მიიღო, მაგრამ ოსმალებმა გრიგოლ არქიმანდრიტის ჩამოსვლა გაიგეს და მოკლეს. 


58 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.70


ეს ფაქტი რა თქმა უნდა მოწმობს იმას, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, სოლომონ მეფისა და რუსეთის კავშირის შესახებ.

ამის შემდეგ, 1768 წლის ზაფხულში 23 ივნისს სოლომონ მეფე რუსეთში ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმე აბაშიძეს აგზავნის ელჩად. რუსეთ თურქეთის ომის სამზადისში, ორივე მხარეს ძალიან აწყობდა მოკავშირეების შეძენა. როდესაც სოლომონი რუსეთთან კავშირზე თავად გავიდა, ისინი ეპითეტებს არ იშურებდნენ, რათა იგი კიდევ უფრო კეთილგანწყობილი გამხდარიყო რუსეთის მიმართ. მეფე სოლომონი განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ამ ვიზიტზე. მისი სათხოვარი სამი პუნქტისაგან შედგებოდა:


1. „პირველად რათა გამომიხსნა უცხო თესლთა, ოსმანთა ხელისაგან და ყოვლადძლიერი ხელი დასდვა ჩვენ ზედა და ქუეყანასა და ერსა ჩვენსა ზედა“ .

2. „სახიერებისა წყალობისა და მადლობისათვის აქავე განგვამტკიცოს ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ სახმართა და შეწევნათა მიერ, რომ ჯარის მიცემა შევიძლო და მით უძლოთ წინააღმდგომად ოსმანთა“.

3. „მტერნი ჩვენნი მაჰმადიანნი, ოსმანნი ფრიად უძლიერეს ჩვენსა არიან, უკეთუ ცოდვათა ჩვენთათვის, ვერღარა უძლოდ წინააღდგომად“.


აღნიშნულ პუნქტებში კარგად ჩანს ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იყო ჩავარდნილი. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა ოსმალები თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა, მას მაინც არ შეეძლო ბოლომდე, უფრო ძლიერი მოკავშირის დაუხმარებლად გამოეხსნა თავი მათგან, ამიტომ ითხოვდა იგი რუსეთისგან შეწევნას.

დახმარების შემთხვევაში სოლომონი თავის მხრივ რუსეთის ჯარის მომარაგებასა და

კვებაზე იღებდა პასუხისმგებლობას. წერილის ბოლოს სოლომონი გარკვევით

მიუთითებდა, რომ ოსმალები ძალიან ძლიერები არიან და შესაძლოა ქართველებმა

მათი წინააღმდეგობა ვეღარ დაძლიონ.

1768 წლის 23 ივნისის წერილში სოლომონ მეფე ასევე აღნიშნავდა, რომ; „ძველი დროიდან მოყოლებული ჩვენი სისხლი იღვრება ქრისტეს სარწმუნოებისათვის და იყავით ყოვლად მოწყალე ხელმწიფე და მიგვიღეთ თქვენი მფარველობის ქვეშ და მე გაძლევთ პირობას, ქრისტეს შემწეობით და აღმოსავლური რწმენისა და კანონის საფუძველზე არ დავზოგო საკუთარი თავი და სისხლი დავღვარო უცხოტომელ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში“.


59 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.73



სოლომონ მეფე რუსეთის ხელისუფლებას უხსნიდა, რომ ქართველები ქრისტიანული სარწმუნოების შესანარჩუნებლად დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ ამ ბრძოლებმა დაასუსტა ისინი და ქრისტიანული იმპერიის მხრიდან დახმარებასა და მფარველობას საჭიროებენ. მფარველობის შემთხვევაში კი სოლომონი მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძველზე საკუთარ თავს არ დაზოგავდა ოსმალებთან ბრძოლაში.

შემდგომმა მოქმედებებმა ნათელი გახადა, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების მიმართ ქრისტიანულ მორალზე ნამდვილად არ იყო დამყარებული, მათი მიმართება მხოლოდ რუსული იმპერიის სარგებელსა და მრავალ ტყუილზე იყო დაფუძნებული.

მიტროპოლიტი მაქსიმე პეტერბურგში 1769 წლის 8 მარტიდან 28 მაისამდე დარჩა. ამ პერიოდში გამოცდილ მღვდელმთავარს მრავალი შეხვედრა ჰქონდა. ინტერესს იწვევს მისი საუბარი სამოქალაქო მრჩეველ თავად ამილახვართან, ის დაინტერესებულა, თუ რამ გამოიწვია ოსმალების დაპირისპირება სოლომონთან.

მღვდელმთავარმა ამილახვარს აუხსნია, რომ სოლომონ მეფის წინაპრების დროს იმერეთის თავადაზნაურობა ადამიანებს თურქებზე ყიდდა, რამაც იმერეთი დააცარიელა. სოლომონ მეფემ კი გამეფებისთანავე აკრძალა ტყვეთა სყიდვა. აი, უმთავრესი მიზეზი ოსმალების დაპირისპირებისა სოლომონ მეფესთან, იგი გამოესარჩლა უბრალო ხალხს, რომლებიც უმოწყალოდ იყიდებოდნენ ოსმალეთში, ტყვეთა სყიდვა უმთავრესი საფრთხე იყო იმერეთისთვის.

1769 წლის 14 მარტის ჩანაწერის მიხედვით საგარეო საქმეთა კოლეგიის წინაშე ძალზე შთამბეჭდავად გამოვიდა ქუთათელი მიტროპოლიტი მაქსიმე, იგი კარგად ყოფილა გარკვეული სამხედრო საქმეში; „თუკი იმერლებს უფლება მიეცემათ და ყოველთვის განწყობილნი იქნებიან ქვეითი და ცხენოსანი როგორც რუსეთში სალდათი და დრაგუნი ჯდება, ისე მოუნდება. ხალხი იქაური მამაცი, მეომარი და მორჩილი იქნება; მის დროს ომის რიგი ისე ისწავლოს, როგორც ევროპაში“.


60 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ. 75


ქართველი დიპლომატი და სასულიერო პირი, საუბრობს იმაზეც, რომ იმერეთში ჯარი სათანადოდ არ არის გაწვრთნილი, რადგან ისინი მხოლოდ ბრძოლას აწარმოებენ ოსმალური წესების მიხედვით, რაც რამდენადმე აფერხებს სამხედრო წარმატებებს. მაქსიმე ქუთათელი ასევე ფლობს ინფორმაციას ევროპულ სამხედრო წესრიგსა და რეგულარულ არმიაზე და მისი სურვილია, ასეთივე წესები დაინერგოს ქართულ ჯარში, რის გამოც ითხოვს დახმარებას რუსეთის სახელმწიფოსაგან. რაც მთავარია, მისი აზრით, ოსმალეთი ჩამორჩენილობისა და უწესრიგობის მაგალითია, ევროპა კი წესრიგისა და სიძლიერის.

საბოლოოდ მიტროპოლიტ მაქსიმეს ელჩობა წარმატებულად დამთავრდა, რუსეთის იმპერატორი დათანხმდა, იმერეთში გაეგზავნა, მისი ერთ-ერთი მხედარმთავარი, სათანადო ჯარითურთ, ამასთან ერთად, სოლომონს უგზავნიდნენ ორმოცდაათი ათას მანეთს, თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად იმერეთის მომზადებისათვის.

სამშობლოში დაბრუნებულ მიტროპოლიტს თან მოჰქონდა სოლომონ მეფის სახელზე გამოგზავნილი ორი წერილი და ერეკლე მეორის სახელზე გამოგზავნილი წერილები. სოლომონ მეფის მიერ სწორად შერჩეულმა ელჩის კანდიდატურამ და საერთაშორისო ვითარებამ შესაძლებელი გახადა, სოლომონ მეფეს დახმარება მიეღო რუსეთის იმპერიის მხრიდან, რასაც იმერეთის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში ერეკლე მეფისა და სოლომონის რუსეთის მხარეზე ომში ჩაბმა რუსეთის ინტერესებში შედიოდა, რაც უფრო დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა გამოვიდოდა კავკასიის ფრონტზე, ეს უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთს და წარმატებებს მოუტანდა რუსეთის იმპერიას.

ქართველ მეფეებს კი თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და ომში ოსმალეთის დამარცხების შემთხვევაში თავიანთი სამეფოების გაფართოება განმტკიცებისაკენ ილტვოდნენ.


61 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 81


ერეკლე მეფე ამ ომიდან ძველად დაკარგულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის შემოერთებას ელოდა და ომში ჩაებმებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. სოლომონ მეფის მიზანი კი ფეოდალური შინაომების მოსპობა, ორგული

ვასალების დამორჩილება და გურია-სამეგრელო-აფხაზეთის შემომტკიცება იყო მისი ძალაუფლების ქვეშ. სოლომონ მეფის ინტერესებში შედიოდა ასევე აჭარა-ქობულეთის

განთავისუფლება ოსმალო დამპყრობლებისაგან.

გაერთიანებულ ქართულ ჯარს რუსული სამხედრო ნაწილებიც უნდა დახმარებოდნენ ამ საქმეში და სწორედ ამას უნდა მოეტანა შედეგი. თუმცა ქართული სამეფოების გაძლიერება რუსეთის იმპერიის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. 1769 წლის 21 მაისს სოლომონ მეფე თბილისში ჩავიდა და ერეკლე მეორეს შეხვედა.

მეფეებმა ხანგრძლივი თათბირი გამართეს მომავალი ბრძოლების შესახებ. მათ იცოდნენ, რომ რუსთა 480 კაციანი სამხედრო რაზმი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ქართველ მეფეთა ჩანაფიქრს დიდად ვერ შეუწყობდა ხელს, მაგრამ 1769 წლის აგვისტოში საქართველოში მათი შემოსვლა გარკვეული წარმატება იყო.

ერეკლე მეფე ომში ჩაბმაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა თუკი რუსეთი არტილერიით აღჭურვილ 5000 კაციან არმიას გამოაგზავნიდა საქართველოში.

გამოცდილმა მეფემ კარგად იცოდა, რომ რამდენიმე ასეული ჯარისკაცით, სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მან ასევე სწორად შეაფასა ის ფაქტიც რომ, რუსების ინტერესი იყო ომის მთელი სიმძიმე ქართველ მეფეებსა და მათ ჯარს გადაეტანა, დიდ იმპერიას კი რაც შეიძლება მცირე დანაკლისი ჰქონოდა. რუსთა მხრიდან თუ მოხდებოდა 5000 კაციანი არტილერიით აღჭურვილი არმიის შემოსვლა, საბრძოლოდ განწყობილი გენერლით სათავეში, ახალციხის განთავისუფლება მართლაც რეალური იქნებოდა. 

1769 წლის 3 ოქტომბერს რუსთა და იმერთა გაერთიანებულმა ჯარმა შორაპნის ციხეს შემოარტყა ალყა. რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლით აღშფოთებულმა ახალციხის ფაშამ, მოღალატე კაცია დადიანთან შეკრა კავშირი და ასეთ რთულ დროს დადიანმა „შეჰკრიბა ჯარი ზღვის ახლოს მდებარე ტრაპიზონის თათართა და აფხაზთა სხვა მხარეებიდან და იმერეთისაკენ გამოეშურა“.


62 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 83

63 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 86



დადიანი კიდევ ერთხელ, ასეთ გადამწყვეტ მომენტში დაუპირისპირდა საკუთარ სამშობლოს და ახალციხის ფაშას ბრძანებით შეეცადა სოლომონ მეფის გეგმები ჩაეშალა.

სწორედ ამის გამო სოლომონ მეფე იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და იმერთა ჯარით დადიანისა და ოსმალთა 9000 კაციან ლაშქარს დაუპირისპირდა.

სოლომონი 20 დეკემბერს დაესხა თავს დადიანის ჯარს, დაამარცხა და უკან დაახევინა. შემდეგ გაქცეულებს დაედევნა, დადიანის სამფლობელო ააოხრა და იმერეთის სამეფოს შემოუერთა. ასე დასაჯა ორგული მთავარი სოლომონ მეფემ, მაგრამ ამ ბრძოლის და წარმატების პარალელურად გენერალ ტოტლებენს შორაპნის ციხეზე ალყა მოხსნა და ქართლში გადავიდა. შინაური მტრის ავკაცობის გამო ასე უშედეგოდ დასრულდა მეფემ 1769 წლის სამხედრო კამპანია.

სოლომონის უმთავრესი მიზანი თავისი სატახტო ქალაქის ოსმალებისაგან განთავისუფლება იყო, ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა მისი სანუკვარი ოცნება აღესრულებინა.

თავის მხრივ ოსმალებმა სოლომონ მეფის დასაბრკოლებლად კარგად გამოიყენეს მეფის მტრები. საქმეში ჩაერთო ლეკთა და თურქთა ჯარი. მტრის მიზანი იყო, სოლომონ მეფეს ეს საუკუნოვანი გეგმა ჩაშლოდა და საქმე ქუთაისის განთავისუფლებამდე არ მისულიყო.

აღსანიშნავია, რომ სოლომონისა და ერეკლეს აზრი ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რადგან ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსთა დახმარებით თავდაპირველად უნდა აეღოთ ახალციხე, რათა იქედან საფრთხე აღარ დამუქრებოდა, ხოლო სოლომონის აზრით, ჯერ დასავლეთ საქართველოს ციხეები უნდა გაეწმინდათ ოსმალო დამპყრობლებისაგან.

ურთულესი იყო სოლომონის მეფობის უკანასკნელი წლებიც, მას კვლავ შეთქმულებისა და შინაურთა ღალატის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. მეფეს დაუპირისპირდა ერთადერთი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. დაპირისპირება მამასა და შვილს შორის სოლომონ მეფის მეუღლის მარიამ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მომხდარა. რადგან სოლომონ მეფე მარიამ  დედოფლის გარდაცვალების წელსვე (1778) დაქორწინედა ბერი წულუკიძის ქალიშვილ გულქანზე. სწორედ ამ ქორწინებამ გაართულა ურთიერთობა მამა–შვილს შორის.

მამასა და შვილს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება კარგად გამოიყენეს სოლომონ მეფეზე განაწყენებულმა დიდებულებმა. მათ შორის მოწინავე იყო დავით აბაშიძე. დავით აბაშიძის ირგვლივ ქვეყნისთვის ისეთი არასაიმედო პიროვნებები შეიკრიბნენ, როგორებიც იყვნენ მერაბ ნიჟარაძე, თამაზ მესხი, სვიმონ მიქელაძე და ალექსანდრე ბატონიშვილის მამიდაშვილები - წერეთლები. აჯანყებულთა შორის იმყოფებოდა ასევე დავით გიორგის ძე ბაგრატიონი. როგორც 1752 და 1765 წლებში, ამ შემთხვევაშიც სოლომონ მეფეს დაუპირისპირდნენ, ბიძაშვილები, დისშვილები და ბიძა.

მათ კავშირი დაუმყარებიათ ახალციხის ფაშასთან და ახალციხეში გადასულან, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა, მათ კავშირს შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეექმნა მეფისათვის და იმერეთისთვისაც. აჯანყებული ევგენი აბაშიძის ქალიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილისთვის ცოლად შეურთავთ, ამ ქორწინებით აჯანყებულებმა საბოლოოდ გადაიბირეს და ნათესაური კავშირი დაამყარეს ბატონიშვილთან და სამეფო კანდიდატთან.

ამის შემდეგ აჯანყებულებს სამხედრო მოქმედება დაუწყიათ და სოლომონ მეფისათვის ზემო იმერეთის ციხე ჩხერი და ლოსიათხევი წაურთმევიათ. მათმა გამარჯვებამ დიდხანს არ გასტანა, რადგან მეფემ აჯანყებულები მალევე დაამარცხა.

მარცხის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში ერეკლე მეფესთან გადასულა. ამ პერიოდში სოლომონ მეფესა და ერეკლე მეფეს შორის დაძაბული ურთიერთობა ყოფილა, თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით: „ვინადგან იყო სამდურავი მეფესა შორის ირაკლისა და მეფისა შორის იმერთასა სოლომონისა, და ამან სოლომონ მოიყვანა ძეი ბაქარისა და ძის ძეი მეფისა ვახტანგისა ალექსანდრე შირაზით“.


სოლომონ მეფის მხრიდან ვახტანგ მეექვსის შვილიშვილის ჩამოყვანა ერეკლეს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და გარკვეულწილად თავდაცვითი ღონისძიებაც იყო.

თუმცა სოლომონი ძალიან მალე დარწმუნდა, რომ მეფე ერეკლე მას და იმერეთს არ ებრძოდა და ალექსანდრე ბაქარის ძე იმერეთიდან გაუშვა.


ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე — კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველები, მოლდაველები, რუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.

წინაპირობა:


XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. ერთიანმა საქართველომ ვერ გაუძლო გაუთავებელ შემოტევებს ისლამური სამყაროსგან.

XIV საუკუნეში კავკასიის სამხრეთით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ოღუზთა თურქული ტომის ბელადმა ოსმანმა (1282-1326 წწ.) მცირე საფეოდალოებად დაშლილი თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი დაიწყო. მცირე ხანში მახლობელ აღმოსავლეთში ოსმალთა სახელმწიფო წარმოიქმნა. რეგიონში ახალი სახელმწიფოს გაძლიერებას თავიდანვე მტრულად შეხვდა ახლო აღმოსავლეთის მეორე დიდი სახელმწიფო - სეფიანთა ირანი.  XVI-XVIII საუკუნეებში კავკასიის რეგიონის კონტროლისათვის სწორედ ეს ორი იმპერია უპირისპირდებოდა. მათ შორის პირველი ომი შესვენებებით 40 წლის განმავლობაში (1514-1555 წწ.) მიმდინარეობდა; რომელიც საბოლოოს 1555 წლის 29 მაისს ამასიაში დადებული ზავით დასრულდა. ზავის მიხედვით ირანმა და ოსმალეთმა გავლენის სფეროები გაინაწილეს (აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი დარჩა ირანს, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი დარჩა ოსმალეთს).  შესაბამისად XVI საუკუნის დამდეგიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონს აკონტროლებდა აღმოსავლეთის ორი აგრესიული ქვეყანა - ირანი და ოსმალეთი.  


1770 წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათის, შორაპნისა და ბაღდათის (2 ივლისს) ციხეები აიღეს, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

ცუცხვათის ციხე — შუა საუკუნის ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ოკრიბაში, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების ცუცხვათისა და ოხომირის ახლოს, შემორჩენილია ნანგრევების სახით.

ცუცხვათის ციხე აკონტროლებდა ქუთაისიდან აღმოსავლეთ საქართველოსაკენ და ოკრიბის გავლით რაჭისაკენ მიმავალ გზებს. გვიანდელი შუა საუკუნეებში ცუცხვათის ციხე იმერეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო. 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს და იქ თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1770 წელს მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა. 1810 წელს იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ დაანგრიეს.

შორაპნის ციხე — ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

ბაღდათის ციხე, თხმელის ციხე — ციხესიმაგრე ისტორიულ დასავლეთ საქართველოში, იმერეთში (ბაღდათის ტერიტორია), მდინარე ხანისწყლის ნაპირას. ვახუშტი ბატონიშვილის და თურქი ისტორიკოსის მეჰმედ რაშიდის ცნობით ბაღდათის ციხე ააგეს ოსმალებმა და შიგ თავიანთი მეციხოვნე ჩააყენეს (1703 წ.). ბაღდათის ციხე თავდაპირველად თხმელისაგან იყო აგებული და თხმელის ციხესაც ეძახდნენ. მოგვიანებით თურქებმა აქ ქვის ციხეც ააშენეს. 1703-1770 წლებში ბაღდათის ციხე იმერეთის ერთი იმ ოთხ ციხეთაგანი იყო, სადაც თურქთა გარნიზონი იდგა და ამოწმებდა იმერეთიდან მესხეთში მიმავალ გზას. დასავლეთ საქართველოს 1737 წლის რუკის მიხედვით, ბაღდათის ციხის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული, 1770 წლის 2 ივლისს ბაღდათის ციხეს ალყა შემოარტყა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ჯარმა და გენერალ ტოტლებენის ხელქვეით მყოფმა რუსთა ჯარმა. ციხის გარნიზონმა იმერეთის დედოფალ მარიამს მიმართა, მისგან უვნებლობის ფიცი მიიღო და ციხეც მას ჩააბარა. დღეისათვის ბაღდათის ციხის მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი.


64 თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, თბ, 1983, გვ.58.


რაც შეხება სოლომონ მეფის მემკვიდრეს, ალექსანდრეს, მას თავი უმართლებია მეფე ერეკლესთან: „ მე მამის ჩემის ორგული არ ვყოფილვარ, მარა შემაბეზღეს, გიჭერსო და გაღარიბებსო თავი აღარ მამართლებინა და წახდენისა მეშინოდა და გამოვიქეცი.“


1778 წლის 8 აგვისტოს ალექსანდრე ბატონიშვილი იმერეთში დაბრუნდა. მისი დაბრუნების შემდეგ მეფე ერეკლესა და მეფე სოლომონს შორის ზავი დაიდო და ძველებურად კარგი ურთიერთობა დამყარდა.

იმერეთში ჩასულ ალექსანდრეს სოლომონ მეფემ გააშვებინა მეუღლე, ევგენი აბაშიძის ქალი, რადგან იგი ამბოხებულებმა სპეციალურად შერთეს, სოლომონის ეს ქმედება პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ნაკარნახევი, რადგან აბაშიძეთა გვარი მუდმივად მტრობდა მას. გაყრის შემდეგ სოლომონმა ალექსანდრე ბერი წულუკიძის ქალზე, დარეჯანზე დააქორწინა. მაგრამ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ 1780 წლის ოქტომბერში ალექსანდრე გარდაიცვალა. ალექსანდრე ბატონიშვილს დარჩა შვილი გიორგი (გოგია) დარეჯან წულუკიძიდან. უმემკვიდრეოდ დარჩენილ სოლომონ მეფეს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა, ამიტომ მემკვიდრედ თავისი ძმისწული, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა.

სოლომონ მეფის სახელოვან ბრძოლებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუხის ომი, რომელიც 1779 წლის ბოლოს გაიმართა. ოდიშის მთავარს ოსმალეთის წაქეზებით აფხაზეთიდან საფრთხე დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ კაცია დადიანი მუდმივად მტრობდა სოლომონს, მეფემ გაითვალისწინა კაციას თხოვნა და დაეხმარა. აფხაზეთის ნაწილი სამურზაყანო ოდიშის მთავარს ექვემდებარებოდა, თუმცა ის განუდგა მთავარს და შეუერთდა აფხაზეთის მთავარ ზურაბ, ქელაიშ-აჰმედბეგსა და ბექირ-ბეგს, რომელთაც ნიკო დადიანის ცნობით „შეკრიბნეს ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმაი და წარმოემართნენ დადიანსა ზედა.“

სოლომონ მეფე თავისი ჯარით მდინარე ენგურთან დაბანაკებულა დადიანის გვერდით, სადაც მოსულა ასევე სამ დასად დაწყობილი მტრის ჯარი. ბრძოლა დაწყებულა მეორე დღეს, ზარბაზნებით აღჭურვილი აფხაზთა და ჩრდილო კავკასიელთა მრავალათასიანმა არმიამ სოლომონსა და დადიანის ჯარს შეუტია.

„შეიქმნა საშინელი ბრძოლანი“. ბრძოლაში ჩაერთო უშუალოდ სოლომონ მეფე - „ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერთ-ოდიშართასა და მიუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი.“

სოლომონის რაზმი მტრის ჯარის მარჯვენა ფლანგის შუაგულში შეიჭრა, რასაც აფხაზთა ჯარში არევ-დარევა და მათი გაქცევა გამოუწვევია.

რუხის ბრძოლაში მრავალი აფხაზი და ჩრდილო კავკასიელი დაღუპულა, გამარჯვებულებს მრავალი ტყვე წამოუყვანიათ ბრძოლის ველიდან. რუხის ომში გამარჯვებით სოლომონ მეფემ შეაჩერა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან მომდინარე საფრთხე და ალაგმა შარვაშიძეთა თავნებობა, ამასთანავე მათი დამარცხებით სამეგრელოს სამთავროც გადაურჩა განადგურებას.

დასავლეთ საქართველოს ძლევამოსილმა მმართველმა, თავისი ბოლო ლაშქრობა ქვემო გურიასა და აჭარას დაუკავშირა. იგი შეეცადა ამ მხარეში თურქული ზეგავლენა შეემცირებინა. ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში კვლავ ქართველთა ორგულობამ იჩინა თავი, მიუხედავად გასაიდუმლოებული სამხედრო ღონისძიებისა, სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანს ლაშქრობის გეგმა შეუტყვია და ფოთის ფაშასათვის უცნობებია.

სოლომონ მეფეს თავის 6000 კაციანი ჯარით გაანთავისუფლა ქობულეთი და ჩაქვი.

მაგრამ მოღალატეების დახმარებით ოსმალებმა ჩასაფრება მოაწყვეს ციხისძირთან, ნაჭიშკრევის ვიწრო გამოსასვლელში. ღალატის გამო სოლომონ მეფე დამარცხდა, ამ ბრძოლაში სოლომონს 600 კაცი დაუკარგავს, 200 კაცი კი ტყვედ წაუყვანიათ, 18დიდკაცი დაღუპულა, ტყვეები სტამბოლს გაურეკიათ.


რომ არა ღალატი, სოლომონი აუცილებლად გაანთავისუფლებდა დასავლეთ საქართველოს ოსმალებისაგან, მაგრამ ეს მიუღებელი იყო როგორც ოსმალეთისათვის ასევე ოდიშისა და გურიის მთავრებისთვის. სოლომონ მეფის კიდევ უფრო გაძლიერებას


66 დადიანი ნიკო, ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები,

საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962, გვ. 180

67 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.91

68 იქვე.

69 ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. II, თბ., 1967, გვ. 171


ისინი საფრთხედ აღიქვამდნენ, მათთვის მიუღებელი იყო დასავლურ ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, სადაც აღარ იქნებოდა ტყვეთა სყიდვა და ქართული წეს–კანონები იმოქმედებდა, რომლის მიხედვითაც მათ იმერეთის მეფის უზენაესი ხელისუფლება უნდა ეღიარებინათ.

1781 და 1783 წლებში რაჭაში ილაშქრა. მან დახოცა მდინარე კინტრიშზე ჩამოსახლებული თურქები და ქურთები. ამით მან ლახვარი ჩასცა თურქეთის წამოწყებას ჩამოესახლებინა მაჰმადიანები აჭარა-გურიაში და გაეთურქებინა ადგილობრივი მოსახლეობა.


სოლომონ მეფემ იმერეთიდან ოსმალების გაძევების შემდეგ მიზნად დაისახა ოსმალები აჭარა-გურიიდანაც გაეძევებინა, რაც კიდევ ერთი დიდი ეროვნული საქმე იყო, სამწუხაროდ ამ საქმეშიც თავი იჩინა მთავართა ორგულობამ და მეფის გვერდით დგომის ნაცვლად ოსმალეთთან განაგრძეს მოკავშირეობა. ამით დადიანმა და გურიელმა საერთო ქართულ საქმეს დიდი ზიანი მიაყენეს, სოლომონ მეფემ თავგანწირვის ფასად ოსმალებს დასაყრდენი მოუშალა ძირძველ ქართულ მხარეში. სოლომონ მეფის მიერ წარმოებულ ეროვნულ – განმანთავისუფლებელ ბრძოლას

ყოველთვის აფერხებდა გადაგვარებულ დიდგვაროვანთა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები დიდ ზიანს აყენებდა საერთო ქართულ საქმეს. დადიანმა და გურიელმა კიდევ ერთხელ უღალატეს სოლომონ მეფეს, რის გამოც რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.

მისი გამეფებისას 1752 წელს იმერეთის მოსახლეობა დაახლოებით 60-70 ათასი კაცი იყო. ტყვეთა სყიდვის აკრძალვამ და ოსმალთა განდევნამ იმერეთის ტერიტორიიდან შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მოსახლეობის რიცხვი. სოლომონ მეფის მოღვაწეობის დასასრულისას თითქმის გაორმაგდა მოსახლეობა, ქალაქ ქუთაისში დაიწყო ეთნიკური ქართველების კვლავ დასახლება და გამრავლება. მ. გონიკიშვილის გამთვლით იმერულ კომლში საშუალდ 7 სული ითვლებოდა. ამგვარი ანგარიშით, 1782 წლის მონაცემებით (19010 კომლი), იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა 133070 სული


70 ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე I-II, თბ. 1961,

Gგვ. 136.

71 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.79


უნდა ყოფილიყო.  იმერეთის მოსახლეობის ასე გაზრდა რა თქმა უნდა პირადად სოლომონ მეფის დამსახურება იყო.

ჩაქვის ბრძოლაში განცდილ მარცხს მძიმედ უმოქმედია სოლომონ მეფეზე. დაუსრულებელმა განსაცდელებმა, ტრაგედიებმა, ბრძოლებმა და შეთქმულებებმა საბოლოოდ მეფის ჯანმრთელობა შელახა. სახელმწიფოებრივი საქმების გარდა მას ძალიან მძიმე დანაკარგები ჰქონდა მიღებული პირად ცხოვრებაში, ახლობელი ადამიანების ნაადრევად დაკარგვით. 1775 წელს სოლომონ მეფეს გარდაეცვალა ძმა არჩილ ბატონიშვილი; მომდევნო 1776 წელს მეფეს ახალგაზრდა ძმა და თანამოაზრე იოსებ კათალიკოსიც გარდაეცვალა მოულოდნელად; 1778 წელს მან დაკარგა საყვარელი მეუღლე მარიამ დადიანი; 1780 წელს გარდაიცვალა ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი.

უახლოესი ადამიანების სიკვდილმა და, ბოლოს, ჩაქვის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეფე სიკვდილის პირას მიიყვანა. ქართველ ბაგრატიონთა შორის ერთ–ერთი გამორჩეული მეფე 1784 წლის 23 აპრილს, 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა .

სოლომონ მეფე თავისი სურვილის შესაბამისად დაუკრძალავთ გელათის მთავარ სამეფო ტაძარში. სწორედ სოლომონ მეფის უდიდესმა ღვაწლმა განაპირობა მისადმი სიყვარული და არაერთი ლექსის მიძღვნა.


72 გონიკიშვილი მ.იმერეთი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაძე, თბ., 1979, გვ. 178.


დასკვნა


1752 წელს ალექსანდრე V ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე მისი უფროსი, მამაცი ახალგაზრდა სოლომონი ავიდა. მან მემკვიდრეობად მიიღო დაუძლურებული და სათავადოებად დაფლეთილი სამეფო. სამეფოს შიგნით ანარქია სუფევდა, მოსახლეობა მოკლებული იყო ხელისუფლების მფარველობასა და უშიშროებას, ირგვლივ ძარცვა-გლეჯა, დატყვევება და ოსმალებზე გაყიდვა, მკვლელობა და სიღატაკე სუფევდა.

მეფისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი სათავადოებს სამშობლოს მოღალატედ აქცევდა. ეს კარგად ესმოდა ახალგაზრდა მეფეს, მან იცოდა, რომ ქვეყნის მოწინავე ძალების მხარდაჭერის გარეშე სამეფო ხელისუფლება და თვით იმერეთი სერიოზულ ძალად ვერ გადაიქცეოდა თურქთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მას ფართო სამოქმედო გეგმა ჰქონდა: მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა, დასავლეთი საქართველოს გაერთიანება და ოსმალთა ბატონობის მოსპობა.

რა თქმა უნდა მეფე სოლომონის გეგმები ნამდვილად შესანიშნავი იყო, ამ გეგმაბის განხორციელება ერთნაირად საჭირო, აუცილებელი და სიკეთის მომტანი იქნებოდა მთლიანად იმერეთისათვის.

სოლომონის გამეფებამდე იმერეთი თურქეთს ხარკის სახით უხდიდა ფულად გადასახადს, ხონთქრისათვის გზავნიდა გოგო-ბიჭებს და სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ასევე გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართული ეკლესია. რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენას.

ამის შემდეგ მეფე შეუდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხეების ხელში ჩაგდებას და შინაურ და გარეულ მტრებთან აქტიურ ბრძოლას.

ახალგაზრდა მეფე შესანიშნავი სარდალი და უშიშარი მეომარი იყო. ბრძოლის შედეგზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუკი ახალგაზრდა მეფე მტერთან ბრძოლაში დამარცხდებოდა, ტახტის დაკარგვასთან ერთად მის მიერ წამოწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობა შეჩერდებოდა, ოსმალეთი კი თავის პოლიტიკას კვლავ გააგრძელებდა და აღადგენდა იმერეთში ტყვეთა სყიდვას. 


როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ სოლომონმა არაერთი ბრძოლა აწარმოა ოსმალებთან, წარმოუდგენელია, როგორ უძლებდა იმერეთის პატარა სამეფო ოსმალთა მრავალ ათასიან ლაშქრობებს, მაგრამ ქართველების ბრძოლას უდიდესი მოტივაცია ჰქონდა: ქვეყნის გათავისუფლება!

ოსმალეთის ხელისუფლებამ სოლომონ მეფესთან წარმოებული ბრძოლის თითქმის ყველა ეტაპი წააგო, რადგან 1757 –1763 წლებში მათ მიერ გამოგზავნილი ჯარების ძირითადი ნაწილი დამარცხდა.

1766 წელს თურქეთის მთავრობამ იმერეთში გასალაშქრებლად ისევ ბრძანა დიდი ლაშქრის შეყრა. მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ლაშქრობაც დიდ სარგებლობას არ მოუტანდა მათ და ისევ ზავის დადება ამჯობინეს. ზავის დადება სოლომონთან იმის მომასწავებელი იყო, რომ დამყპრობელმა გამარჯვების რწმენა დაკარგა.

სოლომონის უმთავრესი მიზანი თავისი სატახტო ქალაქის ოსმალებისაგან განთავისუფლება იყო, ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა მისი სანუკვარი ოცნება აღესრულებინა.

სოლომონ მეფემ იმერეთიდან ოსმალების გაძევების შემდეგ მიზნად დაისახა ოსმალები აჭარა-გურიიდანაც გაეძევებინა, რაც კიდევ ერთი დიდი ეროვნული საქმე იყო, სამწუხაროდ ამ საქმეშიც თავი იჩინა მთავართა ორგულობამ და მეფის გვერდით დგომის ნაცვლად ოსმალეთთან განაგრძეს მოკავშირეობა.

ამრიგად, სოლომონ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან შეუძლებელი შესძლო. უამრავი მტრით გარშემორტყმულა, განიმტკიცა ძალაუფლება, განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესო რეფორმები, როგორიც ტყვის სყიდვის აკრძალვა და ეკლესიის გაძლიერება იყო, დაამარცხა შინაური მტრწბი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოსმალეთის უდიდეს იმპერიას უკან დაახევინა, იძულებული გაზადა, რომ სოლომონის პირობები მიეღოთ და საბოლოოდ იმერეთი სრულიად გაანთავისუფლა მათგან.

ვფიქრობ, გამართლებულია მისი შედარება დავით აღმაშენებელთან, სოლომონ I-ი ნამდვილად იმსახურებს ქართველი ხალხისაგან შესაბამის აღიარებასა და დაფასებას.


 


გამოყენებული ლიტერატურა


1. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. II, თბ., 1967

2. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 4.თბ, 1973

3. ბურჯანაძე შ. სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი 1752-1768 წწ. // თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, №41, თბ., 1950

4. ბურჯანაძე შ. ლიხთ–იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს

ისტორიის პირველწყარო // ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, I, თბ., 1959

5. ბურჯანაძე შ. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წწ. //

ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე II, თბ., 1960

6. გიულდენშტედტი ი. ა., მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოცემა, ტ. 1,

თბ., 1962

7. გონიკიშვილი მ., იმერეთი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1979

8. დადიანი ნიკო, ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა,

კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962

9. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902

10. თაყაიშვილი ე., საისტორიო მასალანი, წიგნი 2, თბ. 1914

11. თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, თბ., 1983

12. კაკაბაძე ს. თავგადასავალი იესე ოსესშვილისა, თბ., 1913

13. კაკაბაძე ს., საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ I–ის დროს, ტფ., 1914

14. კაკაბაძე ს., წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1914 ს.

15. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, II, თბ., 1921

16. მაჭარაძე ვ. , მასალები XVIIIს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს

ურთიერთობის ისტორიისთვის ნაწილი III, ნაკვეთი ნაკვეთი I, თბ., 1988

17. ორბელიანი პ, ამბავნი ქართლისანი / ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და

საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981

18. რეხვიაშვილი მ., იმერეთი XVIII ს-ში, თბ. 1982მ.

19. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო, თბილისი, თსუ, 1989

50

20. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973

21. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა , ტ. IV

22. სიხარულიძე ქ. ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება. თბ., 1964,

23. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურპოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973

24. საქართველოს პედინსტიტუტის შრომები, ტომი VIII, 1948

25. ტყეშელაშვილი ლ., იმერეთის მეფე სოლომონ I - დიდი. გელათის სასულიერო

აკადამია და სემინარია. 2016 წ.

26. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა.

ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაიხჩიშვილის მიერ,

თბ., 1973

23. ცქიტიშვილი ზ., საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი, თბ., 1980

24. წმინდა გიორგის რაზმი. აკაკის კრებული. 1898 №9

25. Грамоты и другие историческое документы XVIII столетия, относящиеся к Грузии. (ред.

А.Цагарели) 1891, 362.

26. Hammer I., Geschichte des osmanisches Reichs, IV, 1836



გოტლიბ კურტ გენრიხ ფონ ტოტლებენი. Готтлоб Курт Генрих фон Тотлебен, Владетель Тоттлебена, Цайпау и Хаусдорфа в Заганшен — (также Тоттлебен, Тодлебен, также Готлиб-Генрихнем. Gottlob Curt Heinrich Graf von Tottleben, Herr auf Tottleben, Zeippau und Hausdorf im Saganschen21 декабря 1715, родовое имение Тотлебен неподалёку от Бад Лангензальца в Тюрингии — 20 марта 1773Варшава) — саксонский авантюрист и русский генерал, прославившийся занятием Берлина в октябре 1760 года; герой популярных в Западной Европе конца XVIII — начала XIX столетия литературных произведений, содержавших элементы авантюрного или плутовского романа, во многом типичный представитель своего времени, «золотого века авантюристов».




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 06.08.2023
სულ რედაქტირებულია 6





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0