სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ერეკლე მეორე (1720-1798)  ძირითადი ბრძოლების სია

1720-1798 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1287       ბეჭდვა

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

2020 წელი 300 წელი მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან

იდგა 1720 წლის 7 ნოემბერი. თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა - ძე თეიმურაზისა და თამარისა, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსისა. სახელად უწოდეს ერეკლე, ხალხისგან შემდგომ "პატარა კახად" წოდებული. ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი ხელმწიფე.


ერეკლე II ბაგრატიონი - ეს იყო მეფე, რომელიც ძველი ვიკინგი იარლივით თვითონ მიუძღოდა ლაშქარს წინ და თავადვე აჩვენებდა ბრძოლის მაგალითს. ასეთი სიმამაცე მმართველისგან დიდი ხანია დავიწყებული იყო, მსოფლიოში ამას თითქმის არავინ აკეთებდა. მმართველებიდან თავს არავინ უქმნიდა ამხელა საფრთხეს და მხოლოდ შორიდან ჯარისთვის ბრძანებების გაცემით შემოიფარგლებოდნენ. ეს თავის მხრივ სწორი სტრატეგიაც იყო, მაგრამ არა ერეკლესთვის. ისტორიული ფაქტია, რომ მას მარჯვენა მხარ-ბეჭი ბევრად უფრო განვითარებული ჰქონდა ზედმეტი და ხშირი ხმლის ქნევისგან ბრძოლებში, ვიდრე მარცხენა და ეს კარგად იყო შესამჩნევი გარეშე თვალისთვის.

დიდი მეფის პირველი საბრძოლო ნათლობა შედგა 1735 წელს, როდესაც იგი მხოლოდ 15 წლის იყო. ქიზიყს შემოსეული ლეკები არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ლევან სანიკიძის "დედა ისტორია"-ში ვკითხულობთ:

ქართულ-კავკასიურ ომში ერეკლეს ბრძოლების 62-წლიანი პერიოდის განმავლობაში, არ წყდებოდა ჩრდილო კავკასიელთა განუწყვეტელი თავდასხმები. ქართლ-კახელებმა ამ წელსაც გადაიტანეს ათეულობით დიდი და მცირე ბრძოლა. ქართულ-კავკასიური ომი ერეკლე მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ასეულობით ბრძოლას, არათუ წელიწადი, არამედ თვეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ თავდასხმები არ მომხდარიყო. ერეკლემ მოახერხა და განადგურებულ ქვეყანას მაინც ბოლომდე გააძლებინა ისე, რომ არათუ არ მოხდა აღმოსავლეთ საქართველოში ქართველების სრული ეთნიკური გადაშენება და გენოციდი, არამედ მან ბოლო 300 წლის განმავლობაში, რაც კი ყოფილა, მასთან შედარებით ძლიერების ზენიტში აიყვანა ქართლ-კახეთი თავისი გენიალური სამხედრო ნიჭის წყალობით. მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში "პატარა კახს" მინიმუმ 500 დიდი და მცირე ბრძოლა ჰქონდა გადატანილი.

ეს არის ერეკლეს ხმალი წარწერით: "მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა". ამან გადაარჩინა აღმოსავლეთ საქართველო გამუსლიმებას და განქართველებას.

წყარო : intermedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 31.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0