სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1703 წელი ოსმალეთის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

436       ბეჭდვა

1703 წელი ოსმალეთის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში

ოსმალების 1703 წლის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში — ოსმალეთის სულთნის მუსტაფა II-ის ინიცირებული სადამსჯელო ღონისძიება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი განაცხადეს თურქეთის მორჩილებაზე და ხარკის გადახდაზე.

მუსტაფა II (1664-1703) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1695-1703 წლებში

სტამბოლში დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების უარი თურქეთის მორჩილებაზე და ხარკის გადახდაზე რუსეთის მხრიდან შეტევის დაწყების ნიშნად მიიღეს. გადაწყვიტეს: ვიდრე მთავარ მტერთან დაპირისპირება მოუხდებოდათ, სასწრაფოდ დაესაჯათ და დაემორჩილებინათ ურჩი ქართველები. ოსმალეთის ჯარი 1703 წლის აგვისტოში იმერეთის სამეფოს სამი მხრიდან მოადგა: მთავარსარდალი ხალილ-ფაშა გურიაში შეიჭრა, მისი მოადგილე და ახალციხის ფაშა ზეკარის გადასასვლელით იმერეთს მიადგნენ, ხოლო ოსმალეთის ფლოტმა სამეგრელოში გადმოსხა ჯარი. მათ წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში გიორგი-მალაქია აბაშიძე ჩაუდგა. მან შემოიფიცა ქვეყნის მთავარი ფეოდალები და მტერს შემოსასვლელები ჩაუკეტა. ოსმალები ყოველ ნაბიჯზე მედგარ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.

იმერეთში ზეკარის (საირმე-აბასთუმანი) გზით გადმოსულმა ოსმალებმა გაიარეს ხანისწყლის ხეობა, ბრძოლით აიღეს კაკასხიდთან მდგომი ციხესიმაგრე და ბაღდათში შევიდნენ, იქ თხმელის ციხე ააგეს და შიგ ოსმალური გარნიზონი ჩააყენეს.

ოსმალეთის ჯარმა წარმატებას მიაღწია სამეგრელოშიც. აიღეს რუხის ციხე, ააშენეს ანაკლიის ციხე და იქაც თავისი მეციხოვნეები ჩააყენეს, რითაც შავი ზღვის სანაპიროზე ახალი დასაყრდენი პუნქტი გაიჩინეს.

სულთანი დამატებით ჯარს გზავნიდა დასავლეთ საქართველოს სრული დამორჩილების მიზნით, რა დროსაც ოსმალეთში იფეთქა დიდმა აჯანყებამ. მუსტაფა II ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ადგილი აჰმედ III-მ დაიკავა. განმდგარი ქართველების დასჯის საშუალება ოსმალებს აღარ მიეცათ. საქართველოში გამოგზავნილი ლაშქარი ახალმა სულთანმა გზიდან უკან მოაბრუნა, თუმცა ქართველებმა უკუქცეულ მტერს გზა გადაუღობეს და მათი უმეტესი ნაწილი გაანადგურეს.

აჰმედ III (1673-1736) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (22 აგვისტო 1703 — 1 ოქტომბერი 1730).

საბოლოოდ, ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის და კონსტანტინეპოლში მომხდარი გადატრიალების შედეგად ოსმალებმა ძირითად მიზანს, რეგიონის საბოლოო დაპყრობას ვერ მიაღწიეს, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს: დაარბიეს მოსახლეობა, ააოხრეს სოფლები, დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს გურიასა და სამეგრელოში.

საბოლოოდ, ოსმალთა მთავარსარდლობამ გიორგი აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები და შეუთანხმდა შორაპნის ციხე დაენგრიათ, ხოლო იმერეთის მეფედ მოკლული სვიმონის ძმა, გიორგი ბატონიშვილი დაესვათ, რომელიც შემდგომში გიორგი აბაშიძემ იშვილა, რითაც იმერეთში თავისი ძალაუფლება განიმტკიცა. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა კვლავ გიორგი აბაშიძის ხელში რჩებოდა.

გიორგი VI (გ. 22 თებერვალი1720) — იმერეთის მეფე 1703–1711 წწ., 1712–1713 წწ., 1714–1716 წწ., 1719–1720 წწ., ალექსანდრე IV-ის ძე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0