სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1080 დიდი თურქობის დასაწყისი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

396       ბეჭდვა

1080 დიდი თურქობის დასაწყისი

1080 წლიდან იწყება „დიდი თურქობა“. ველური, მომთბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. წვავენ ქუთაისსა და არტანუჯს. შემოსევებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. შემოსევების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებს თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული მოსახლეობა ხშირად ფოთლებით იკვებებოდა.


გიორგი მეორე - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში. (დასაწყისი ბაგრატ მეოთხესთან). გიორგი მეორე საქართველოს ტახტზე ავიდა 1072 წელს მამის, მეფე ბაგრატ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ. იგი იყო მამაცი, ქველი, მაგრამ რბილი ნებისყოფისა და მერყევი, მოტრფიალე ნადიმობისა და ნადირობის, მაშინაც კი, როცა ქვეყანა განსაცდელში იყო.

1074 წელს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ საქართველოს. გიორგიმ ისინი ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. იმავე წელს ბიზანტიის განთქმულმა ქართველმა სარდალმა და პოლიტიკოსმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ მისცა ქალაქი კარი.

1079-1080 წლებში საქართველოში დაიწყო დიდი თურქობა, ქვეყანა აოხრდა, გაიძარცვა და გაწყდა. გიორგი მეორე იძულებული გახდა სულთან მალიქშაჰს სწვეოდა ზავისთვის. მალიქ-შაჰმა მაოხრებელი ლაშქრობები შეწყვიტა საქართველოზე, გიორგი მეორეს ძალიან დიდი ხარკი შეაწერა. გიორგიმ კახეთის შემოერთება სცადა და ვეჟინის ციხეს ალყა შემოარტყა, რომელიც მთელი შემოდგომა თოვის დაწყებამდე გაგრძელდა. როცა კარგად ჩამოთოვა გიორგიმ ვეჟინს ალყა მოხსნა და აჯამეთის ტყეებში წავიდა სანადიროდ.

1088 წელს საქართველო საშინელმა მიწისძვრამ დააქცია. 1089 წელს გიორგი მეფე მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს თექვსმეტი წლის დავითს (შემდგომში დავით მეოთხე, აღმაშენებელს) გადაულოცა. გიორგი მეორე გარდაიცვალა 1112 წელს.

მელიქ-შაჰ აბულ-ფათხ ჯალალ-ად-დინი (დ. აგვისტო1055 — გ. 19 ნოემბერი1092) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1072–1092 წლებში.

მელიქ-შაჰი საქართველოს გიორგი II-ის გამეფების მეორე წელსვე შემოესია, სამშვილდის ციხე აიღო, ქართლი დაარბია და უკან გაბრუნდა. შემდეგ სულთანმა განძა აიღო, მის გამგებლად სარანგი დანიშნა და მას ქართლში ლაშქრობები დაავალა.

მელიქ-შაჰმა საქართველოში მეორედაც ილაშქრა. თურქ-სელჩუკებმა კარის ციხე-ქალაქი აიღეს და ჯავახეთში მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ და დაამარცხეს.

XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დიდი თურქობა დაიწყო. თურქული ტომები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ საქართველოს მიწა-წყალზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი შეიქმნა და გიორგი II-მ 1083 წელს თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

1092 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი მალიქ-შაჰი გარდაიცვალა და სახელმწიფოში შინაარეულობა დაიწყო.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0