სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1115 სელჩუკების შემოჭრა საქართველოში რუსთვის აღება
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

345       ბეჭდვა

1115 სელჩუკების შემოჭრა საქართველოში რუსთვის აღება

1115 – სელჩუკების შემოჭრა საქართველოში, 1115 წელს, როცა დავითი მუხრანს იმყოფებოდა, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა ქალაქი რუსთავი აიღო. რუსთავის ხელიდან გამოცლამ ახალი პრობლემები შეუქმნა სელჩუკებს — ისინი ვეღარ ბედავენ საზამთრო ადგილებზე დგომას, მით უმეტეს, რომ დავითი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა, სათანადო დაზვერვის შემდეგ „უგრძნეულად“ ესხმოდა თავს სელჩუკებს და მუსრს ავლებდა.


დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,ქუთაისი — გ. 6 თებერვალი[ძვ. სტ. 24 იანვარი]1125) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

გიათ ად-დინ მუჰამად თაფარი იგივე მაჰმედ I ან მეჰმედ I (თურქ. Ghiyath ad-Din Muhammad Tapar; დ. 1082 — გ. ბაღდადი1118) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1106-1118 წლებში, მალიქ-შაჰის მეორე ვაჟი.

ტახტზე ასვლამდე მონაწილეობდა დინასტიურ ომებში. 1097-1104 წლებში ებრძოდა უფროს ძმას, სულთან ბერქიიარუქს, რომელიც მარტივად დაამარცხა და სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიების განაწილებაზე დაითანხმა, რის შემდეგაც მის მფლობელობაში შევიდა ანატოლიის ბეილიქებისაქართველოს სამეფო და სომხეთი.

მაჰმედმა 1106 წელს სელჩუკთა იმპერიის ტახტიდან ჩამოაგდო მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი, მელიქ-შაჰ II და გახდა სელჩუკთა სულთანი. მის დროს გაგრძელდა შიდა დაპირისპირება სელჩუკთა დინასტიის წევრებს შორის. მის ძმას, სენჯერს ეკავა ხორასნის პროვინიცა. მაჰმედმა მალევე შემოიკრიბა სირიელი მხედრები და მათი დახმარებით, 1107 წელს მდინარე ხაბურთან დაამარცხა და მოკლა მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე — ქილიჩ-არსლან I.

1110-იან წლებში სელჩუკთა სახელმწიფოში გაუარესდა მდგომარეობა. ჰამადანის ბეილერბეებისა და ხორასნელი ხანების აჯანყებების შედეგად მაჰმედ I-მა დაკარგა მავერანაჰრი. სელჩუკებმა ასევე დაკარგეს ტერიტორიები კავკასიაში, როდესაც საქართველოს მეფემდავით IV აღმაშენებელმა განმათავისუფლებები ბრძოლები წარმატებით დაიყწო საქართველოს სამხრეთ ნაწილში.

1118 წელს მაჰმედი გარდაიცვალა და დროებით, ბაღდადისა და ირანის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, მაჰმუდ II-მ , მაგრამ იმავე წელს, სელჩუკთა იმპერიის სულთნის ტიტული მიიღო მისმა უმცროსმა ძმამ, აჰმედ სანჯარმა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0