სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1120-21წწ ლაშქრობა ბიჭვინთა, ხუხანი, ბარდავა დავით აღმაშენებელი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

375       ბეჭდვა

1120-21წწ ლაშქრობა ბიჭვინთა, ხუხანი, ბარდავა დავით აღმაშენებელი

1120-21 წლების ზამთარში დავითი ჩავიდა „აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი“. ისტორიკოსი განმარტავს თუ რას ნიშნავს „განაგნა საქმენი“. მეფემ წყალობის ღირსი შეიწყალა, ხოლო „შემცოდენი“ შეიპყრო და „წუართნა“.[52]

დავითის სიშორით ისარგებლეს სელჩუკებმა და მშვიდად ჩამოდგნენ მტკვრის პირს. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მაშინ დიდი თოვლი ყოფილა, როცა დავითმა გადაათხრევინა ლიხის მთა, თოვლის სიმაღლე „სამი მჴარი“ ყოფილა. მეფეს ჯარი მზადყოფნაში დახვდა. 1121 წლის მარტში დავითი დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომ აღარავინ დარჩა „მთხრობი ამბისა“.[52]

დავითი ყივჩაღთა რაზმით ადიდებულ მტკვარზე გადავიდა და 1121 წლის ივნისში დაარბია ბარდავის საზამთრო საძოვრებზე დაბანაკებული სელჩუკები. როგორც აშკარად ჩანს, დავითი სელჩუკებს უსპობდა საარსებო წყაროებს და მიერეკებოდა საქართველოდან.[52]

საქართველოს სამეფო კარის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ქვეყანა გაამაგრა და გააძლიერა. სამეფო ხელისუფლების ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარე თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა და ხელისუფლების სრული კონცენტრირება მოახდინა: საქართველოს მეფე თვითმპყრობელი გახდა

დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089-1125

ბიჭვინთა(აფხ. Пицунда  [პიცუნდა]) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ბზიფის მარცხენა ნაპირზე, იმავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ.

ხუნანიგარდაბანიმტვერის-ციხეთურაბის-ციხე ან მტკვრის-ციხეკუპრიკენტი — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.

ბარდა, ბარდავი — ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, ბარდის რაიონის ცენტრი. დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა.







კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0