სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1122 თბილისის დაბრუნება დავით აღმაშენებელი თბილისი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

709       ბეჭდვა

1122 თბილისის დაბრუნება დავით აღმაშენებელი თბილისი

დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი, ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა დამოუკიდებლობა დაკარგა, ერთხანს თვითმმართველობა ისევ შეინარჩუნა. ფრიად საგულისხმო ცნობა მოეპოვება დავითის ისტორიკოსს ახლადშემოერთებული თბილისის შესახებ: „ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ“.[59]

1122 წელს თბილისის მოქალაქეთა ამბოხებას ჰქონდა ადგილი, რომელიც ხან ქრებოდა ხან ახალი ძალით ძლიერდებოდა. ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ხოცა-ჟლეტას, ქვეყანა სავსე იყო „სისხლითა ქრისტიანეთათა“ და „ესრეთ ისვროდა ქვეყანა მრავალჟამ“. დავით აღმაშენებელმა ეს ამბოხებაც ძლევამოსილად ჩააქრო და თბილისი სრულ მორჩილებაში მოიყვანა.[59]

თუ თბილისისათვის ბრძოლას პირობითად ორ პერიოდად დავყოფთ, მაშინ პირველი პერიოდია 1120-1122 წლები — თბილისის მოქალაქეთა მიერ დავითის უფლებების აღიარება, ქალაქში შიჰნის გაგზავნა და ხარკის დაწესება, დიდგორის ბრძოლა, თბილისის აღება (თვითმმართველობის დატოვებით); მეორე პერიოდია 1123 წლიდან, როცა თბილისში თვითმმართველობა გაუქმდა და „სრულიად შემოყენებული იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა“. ამ დროიდან საქართველოს სატახტო ქალაქად კვლავ თბილისი იქცა.[59]

არაბთა ბატონობამ მნიშვნელოვნად შეცვალა თბილისის ეთნიკური სურათი: ქალაქში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხებიარაბებიებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. თბილისი რელიგიური კუთხითაც ჭრელი ქალაქი იყო: მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსლიმები, მონოფიზიტი სომხები, იუდეველები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. არაბი ავტორები მოგვითხრობენ, რომ მეფეს თბილისის მცხოვრებნი იმ წლის გადასახადისაგან გაუთავისუფლებია, ამასთანავე, უბრძანებია არავის დაეკლა ღორი მუსლიმთა უბანში.[57] ქრისტიანებსა და იუდეველებს აეკრძალათ მუსლიმთა კუთვნილ „ისმაილის“ აბანოში შესვლა. ასეთივე უფლებები ჰქონდათ სომხებსა და ებრაელებს. გადასახადის თვალსაზრისით კი ებრაელები და მუსლიმები ქართველებზე ნაკლებს იხდიდნენ.

დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089-1125


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0