სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1123 შირვანის ბრძოლა დავით აღმაშენებელი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

655       ბეჭდვა

1123 შირვანის ბრძოლა დავით აღმაშენებელი

სულთან მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში და საქართველოსთვის ომის გამოცხადება. 

1123 წლის ზაფხულში, შირვანში ლაშქრობის შემდეგ, დავით აღმაშენებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მცირე ხანს დაასვენა ლაშქარი. მემატიანის თქმით, მეფეს შემოდგომა გეგუთში გაუტარებია

დავითის ისტორიკოსის ცნობით თბილისის აღების მეორე წელს ე. ი. 1123 წელს თურქთა სულთანი მაჰმუდი მოვიდა შირვანს, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. სულთანმა აიღო ქალაქი შამახიაშირვანშაჰი კი შეიპყრო, თანაც საგანგებო ელჩის ხელით დავითს წერილი გაუგზავნა: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე და თუ გინდა სამალავად გამოვედ და მნახე“.[63]

კადნიერ სულთანს სათანადო პასუხი უნდა მიეღო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა 50 000 კაცი და საბრძოლოდ მოემზადა. როგორც კი ეს ამბავი შეიტყო სულთანმა, შეშინებული აიყარა და „ფრიად რამე სიმდაბლით არა სულტნურად“ ითხოვა „გზა სამლტოლვარო“. სულთანის დასახსნელად რანის ათაბაგი აღსუნღული მოადგა შამახიას და ბრძოლა გაუმართა ქართველებს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანი ღამით გაიპარა „სოფლად თაჳსად“. შირვანიდან სელჩუკთა განსადევნად ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. 1 თვის შემდეგ, 1123 წლის ივნისში, დავითი ისევ ლაშქრობს შირვანზე. მან „აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანა“.[61]

დავით აღმაშენებლის ბრძოლებს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც საქართველოს, ასევე, განსაკუთრებით, შირვანისათვის. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივმა ბრძოლამ უზრუნველყო შირვანის დამოუკიდებლობა სელჩუკიან დამპყრობელთაგან. ამიერიდან საქართველო და შირვანი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს.[61]

1124 წლის აპრილში დავითმა დაიკავა „შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქვეყანა“, მაისში „აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“.[64]

1124 წელი საქართველოს დიდ გამარჯვებათა წელი იყო. დავითმა ამავე წლის ივნისში, როგორც მისი მემატიანე გადმოგვცემს, „წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერმამდის და რაც პოვა თურქმანნი მოსრა და ტყუე ყო“.[64]

ძლიერი საქართველოს სამეფო დიდგორის ბრძოლასა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის. დავითის ისტორიკოსი საოცარი სიზუსტით გადმოგვცემს ანისის თავკაცების მისიის შესახებ. „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. მემატიანის თანამიმდევრულობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. როგორც „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“-დან ჩანს, ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის აღების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავების (1124 წლის აპრილი), ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში. სრულიად უეჭველია დავითის ისტორიკოსის ცნობა იმის შესახებ, რომ ანელი თავადები საქართველოს მეფეს ეახლნენ 1124 წლის აგვისტოში. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო.[65]

როგორც ჩანს, სომეხმა თავკაცებმა დავითი მიიწვიეს ანისიდან მუსლიმანთა განსადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად. ქალაქი ანისი მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო, ამ პერიოდში ქალაქს ფლობდა აბულ-ასვარი, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.

აბულ-ასვარი ძალზე ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ სარწმუნოებას. ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს, რომ მან ქალაქ ხლათიდან ჩამოიტანა ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა. ამასთან, აგრესიულმა მფლობელმა გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად ქალაქ კარის ამირასათვის (იგი სელჩუკი იყო) მიეყიდა. ბუნებრივია, აბულასვარის ამგვარმა მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანელებმა გადაწყვიტეს დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელის ცნობით ანისისა და შირაკის ოლქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს გამოსავალი ეპოვათ იმით, რომ თხოვნის ხელი გაეწოდათ ქართლის მეფის დავითისთვის, მათ უღალატეს აბულსუვარ მანუჩეს ძეს, რომელიც ფლობდა ქალაქს მამის სიკვდილის შემდეგ და გაუღეს რა ქალაქის კარი შემოუშვეს შიგნით ის მეფე დავითი. დავითი თანაგრძნობით შეხვდა ანელ თავადთა თხოვნას, სასწრაფოდ გააგზავნა „წიგნები წვევისა“, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა და ანისისკენ გაემართა. დავითმა „მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი.“ ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „უჭირველად“ მოხდა ანისის აღება. სამუელ ანელი აღნიშნავს, რომ „ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. დავითს მანუჩეს შვილები ანისიდან გაუძევებია, თბილისს გაუგზავნია.[66]

საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.[67]

დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისის გამგებლად ქართველი დიდებულები აბულეთი და მისი შვილი ივანე დატოვა, შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ქვეყნები კასპიის ზღვამდე ხაბანდა დიდი სომხეთის აცახის პროვინციაში და სხვა.

სომხეთის საკითხის მოწესრიგების შემდეგ დავითი კვლავ შირვანს დაუბრუნდა. 1124 წლის შემოდგომაზე ილაშქრა შირვანზე, „აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი“, ე. ი. დავითს შირვანი მთლიანად გაუთავისუფლებია სელჩუკებისაგან, თანაც ციხეებსა და ქალაქებში თავისი მოლაშქრეები ჩაუყენებია. დავითის ისტორიკოსი მიუთითებს, რომ ეს მოლაშქრეები იყვნენ ჰერნი და კახნი. შირვანის ზედამხედველობა და გამგებლობა დაევალა სიმონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესსა და ბედიელ-ალავერდელს, რომელიც გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის დისწული იყო, მისივე მსგავსი, „კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი“. მემატიანე კმაყოფილებით წერს, რომ „განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარაზნი“. აქედან მოკიდებული დავითი ატარებდა შირვანშაჰის ტიტულსაც.[68]

ანისის სამეფოს მსგავსად შირვანის სელჩუკებისაგან განთავისუფლება დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი იყო. დავითის მიერ მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა და ამიერკავკასიიდან სელჩუკების განდევნამ გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე (დერბენტამდე) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სომხეთში).[68] განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა. საქართველო უძლეველ ქვეყნად მიიჩნიეს იმდროინდელმა მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა. „რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა და არცაღა თჳთ ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყო, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი“. საქართველოს მეფე უხვ ძღვენს იღებდა სულტნისაგან, რომელიც ეძიებდა „მშვიდობასა და სიყვარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა“

შირვანიშარვანი (აზერ. Şirvanსპარს. شروان) — ისტორიული ქვეყანა აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, მტკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პოლიტიკური ცენტრი — ემაზა. შეადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. ირანის მიერ შირვანის კოლონიზაციისა და აქ ჩრდილოეთისგან თავდასაცავი დიდი მშენებლობების ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და, შესაბამისად, სასანიანთა მიერ დანიშნულ ადგილობრივი მმართველთა შორის — წოდება „შირვანშაჰი“.


დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089-1125



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0