სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1124 დმანისის ბრძოლა დავით აღმაშენებელი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

დმანისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

1124 დმანისის ბრძოლა დავით აღმაშენებელი

დიდგორის ბრძოლაში მუსლიმური კოალიციის შეკრებაში დმანისელმა დიდვაჭრებმა და წარჩინებულებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მართალია, დმანისი თავისი მასშტაბებით თბილისს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ მასაც ამირა განაგებდა და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა. ქართული მიწა-წყლიდან ეს იყო ბოლო ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ერთიანი ქართული მონარქიის საზღვრებში მოქცეული.[60]

1123 წლის ზაფხულში, შირვანში ლაშქრობის შემდეგ, დავით აღმაშენებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მცირე ხანს დაასვენა ლაშქარი. მემატიანის თქმით, მეფეს შემოდგომა გეგუთში გაუტარებია,[61] 1124 წლის მარტში კი დავითი ქართლში გადმოვიდა და დმანისზე გაილაშქრა. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში ყოფნისას მეფე საგანგებოდ ამზადებდა დმანისის შემოერთების ოპერაციას. ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაუფლება ადვილი არ იყო და ამისათვის წინასწარი სამზადისიც ჩატარდებოდა.[62]

1124 წლის მარტში დავით აღმაშენებელმა დმანისი აიღო.[61] მემატიანე მშრალად მიუთითებს — „აიღო ქალაქი დმანისი“. როგორც ჩანს, ქალაქის დასაუფლებლად დიდი ბრძოლები არ გამართულა.[61] შესაძლებელია, ყოველმხრივ შევიწროებულ დმანისელებს თავიანთი ნებითაც ეღიარებინათ ერთიანი საქართველოს მეფის უზენაესობა.

დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089-1125



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0