სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1150 წელი შეთქმულება დავით მეხუთე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

1150 წელი შეთქმულება დავით მეხუთე

დავით V — საქართველოს მეფე 1155დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა — დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ — გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დემეტრე თავის მემკვიდრედ გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია, თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ამის შესახებ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო.

დავით V — საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე.

პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა. დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდებას მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის-ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა, ივანე, დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და მეფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ივანეს შვილი, თირქაში, მტრობდა მეფეს რის გამოც შეპყრობილ იქნა.

დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომელიც დავითის ძმის გიორგის გარშემო მოიყარა თავი. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა დამყარებული ამ ჯგუფთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: „დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა“. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს — სუმბატ და ივანე ორბელებს.

ეს ამბები, წყაროების მიხედვით, 1154-1155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა.

დავით V-ს მცირეწლოვანი ძე — დემნა დარჩა. დავითის სიკვდილის შემდეგ ის აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-78 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი — ივანე ორბელი, კაცი, რომელმაც წყაროების მიხედვით, თავის დროზე დიდი როლი ითამაშა გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III სასტიკად გაუსწორდა მის მოთავეებს.

დემეტრე I — საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე.

გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184) — საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0