დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. საქართველოს საზღვრების გასამტკიცებლად 1161 გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბაქირისა და არზუმის მმართველები. გიორგი III-მ ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით უკუაგდო დამპყრობლები. მაჰმადიანთა უკან დახევა გიორგი III-მ და საქართველოს ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს. ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა, საქართველოს ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრძოლა გაჭიანურდა. ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა
ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum[1][2]) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.
ივანე სუმბატის ძე ორბელი — XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი გიორგი III-ის დროს.
ორბელი იყო დავით V-ის ძის დემნა (დემეტრე) უფლისწულის სიმამრი და სწორედ მისი გამეფების მიზნით მოაწყო დიდი აჯანყება გიორგი III-ის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ორბელი შეიპყრეს, თვალები დასთხარეს და მოკლეს.
სარგის მხარგრძელი (გ. 1187) — საქართველოს დიდებული XII საუკუნის II ნახევარში. ამირსპასალარ ზაქარია II-ისა და ათაბაგ ივანეს I-ის მამა. ქვემო ქართლის ერთ-ერთი მემამულე.