სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1226 წელი თბილისის აღება ჯალალედინი ხვარაზმელები
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

689       ბეჭდვა

1226 წელი თბილისის აღება ჯალალედინი ხვარაზმელები

 1226 წელს, ჯალალედინმა თბილისს ალყა შემოარტყა. ქართველები თავგამოდებით იცავდნენ ქალაქს. ხვარეზმის შაჰი მიხვდა, რომ თბილისს ვერ აიღებდა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ისევ ღალატმა იჩინა თავი. ღამით ქალაქიდან ჩუმად გაიპარნენ თბილისელი მუსლიმები და ჯალალ ედ-დინს ეახლნენ. მუსლიმებმა მეორე დღეს ქალაქის მთავარი კარიბჭის გაღება აღუთქვეს. მეორე დღეს ხვარაზმელებმა იერიში განაახლეს და მთავარ კარიბჭეს „განძის კარებს“ შეუტიეს. ქალაქის დაცვას ძმები ჯაყელები ხელმძღვანელობდნენ. მცველთა შორის მუსლიმი თბილისელები ჭარბობდნენ. ერთ-ერთი მათგანი მემნა ჯაყელს მიეპარა და უმუზარადო თავზე ხმალი "უხეთქნა". ბოცომ მოასწრო მუაზარდის დახურვა. თბილისელი მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს დაერივნენ. ამასობაში მუსლიმებმა შეძლეს კარიბჭის გაღება და გაშმაგებული ხვარაზმელები ქალაქში შეიჭრნენ. ისინი არ ინდობდნენ არც ქალს, არც ბავშვს და არც მოხუცს. ხვარაზმელებმა არც მუსლიმები დაინდეს და ქალაქის ყველა მცხოვრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხვარაზმელებს დაუნგრეველი და წაუბილწველი არ დარჩენიათ არც ერთი ნაგებობა, არც ერთი სიწმინდე. სიონის ჯვარი ხმლით ჩამოაგდო ჯალალმა, გუმბათი მოანგრია და მასზე ტახტი დადგა. ეს იყო თბილისის ყველაზე მძიმე და სასტიკი აოხრება მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ხვარაზმელების მიერ თბილისის აოხრება შეიძლება ვანდალების მიერ რომის აოხრებას შევადაროთ. ჯალალ ედ-დინის შემოსევის შედეგად თბილისში 100 000 ადამიანი დაიღუპა. დიდი და ძლიერი ქალაქი, რომელიც 100 წელზე მეტხანს საქართველოს იმპერიის დედაქალაქს და მთელი კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა, ერთ დღეში მთლიანად განადგურდა და გაუკაცრიელდა.


რუსუდანი — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი.

ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (სპარს. جلال الدین منگبرنی Jalāl al-Dīn Menguberdī ან მანკბურნი), საქართველოში უკეთ ცნობილი, როგორც ჯალალედინი — ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი. 1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალაადინ მუჰამად II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. მაგრამ მდინარე ინდთან მას მონღოლები დაეწივნენ და ამალა დაუხოცეს.

ჩინგიზ-ყაენიჩინგის ყაენიჩინგისხანი (მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ]), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162? — გ. 18 აგვისტო1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.


ალაადინ მუჰამედ II (გ. 1220) — ხვარაზმის შაჰი (1200-1220 წწ.). 1207 და 1212 წლებში ჩაახშო სახალხო აჯანყებები ბუხარასა და სამარყანდში1210 წელს გაანადგურა ყარახატაელთა არმია. 1220 წელს ჩინგიზ-ყაენის შემოტევის დროს ვერ შეძლო წინააღმდეგობის ორგანიზაცია, გაიქცა კასპიისპირეთში და კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გარდაიცვალა.

ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.

საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, მანამდე ის ქალაქ თავრიზს, ხოლო კავკასიაში თბილისს იღებს 1226 წელს.[1] ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

ჯალალედინის მიმდევრები მისი ერთგული დარჩნენ და სელჩუკთა მიწებს არბევდნენ ჯაზირასა და სირიაში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აიუბიდის სულთანმა სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ 1244 წელს იერუსალიმი აიღეს. „ხვარეზმელები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეგვიპტის მამლუქებად მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა.

1226 წელს, როდესაც ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ მართლმადიდებლობა ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. 100 000-ზე მეტმა ტყვემ ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.

ასი ათასი მოწამეწმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე ახალი სტილით 13 ნოემბერს (ძვ. სტ. 31 ოქტომბერი).

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულიანად აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს ქვეყანას თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ლაშქარი ჯაყელთა საოცარი თავდადების მიუხედავად გარნისთან გამართულ ომში ღალატის გამო მაინც დამარცხდა. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა, რომ დედოფალი რუსუდანი მისი თანამეცხედრე გამხდარიყო და მონღოლების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანს ხვარაზმელებთან ერთად ებრძოლათ, თუ არადა მოაოხრებდა საქართველოს. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის უარი აცნობა ჯალალედინს, მან კი სანაცვლოდ ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს. „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა განსაცდელთა აღწერა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და განაგრძობს, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი “. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა საიდანაც თავლ ყურს ადევნებდა მეტეხის ხიდზე მომხდარ მოვლენებს. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაწყოფა და სჯულის დატევება უბრძანა.

ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და ქრისტეს განუდგა. მაგრამ დიდმა უმრავლესობამ მხნედ მიუგო მტარვალთ: „თუმცა შერცხვენილნი და დამდაბლებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, გულით შევსწირავთ თავს ღმრთს მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმენით ქალაქსა ამას შინა, და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს იგი ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით.”

ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ხიდზე გადებულ ხატებზე ფეხით უნდა გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0