სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1232 ოსმალეთთან ბრძოლა ალაედინ ქეიყუბადმი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

1232 ოსმალეთთან ბრძოლა ალაედინ ქეიყუბადმი

1232 წელს მონღოლები, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, სივასსა და

ერზურუმში გამოჩნდნენ, ანატოლიის სელჩუკთა სახელმწიფოს მოსვენებას არ

აძლევდნენ. იბნ ბიბის გადმოცემით, მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველმა

ალაედინ ქეიყუბადმა, რუსუდან დედოფლის მიერ მონღოლთა წაქეზებისა და

პროვოცირების ამბავი რომ შეიტყო, მხედარმთავრებს ქემალედინ ყამიარს და მუბარიზედინ ჩავლის საქართველოში სალაშქროდ მზადება უბრძანა (İbn Bibi 1, 1996:420-421;

ალაედინ ქეიყუბადი, აგრეთვე ცნობილი როგორც ქეი-ყუბად I (სპარს. علاء الدين كيقباد بن كيكاوسთურქ. I. Alâeddin Keykûbad; დ. ?; გ. 1239) — აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სულთანი 1219-1239 წწ.

Uyumaz, 2003:68). იბნ ბიბი აქვე დასძენს, რომ სულთანს არასაკმარისი ქვეითი ჯარი

ჰყავდა, რის გამოც 5 ათას მეომარზე მეტი იქირავა. საქართველოში შემოჭრისას 30 ციხესიმაგრე (სახელწოდებები ცნობილი არ არის) აიღეს, იქედან კი გაგის მხარეს გადავიდნენ

და ხელთ იგდეს. იბნ ბიბი სხვა ავტორებისაგან განსხვავებით რუსუდანს ქებით ამკობს

და „ქვეყნის ზედგამოჭრილ მმართველს“ უწოდებს. რუსუდან სელჩუკთა ჯარის შემოჭრის გამო სათათბირო დარბაზი მოიწვია. ქემალედინ ყამიართან დიპლომატიური

ურთიერთობის დამყარების მიზნით მიმოწერა დაიწყო. სელჩუკებთან მშვიდობიანი

ურთიერთობის დასამყარებლად რუსუდანმა მისი ქალიშვილის, თამარის ხელი

შესთავაზა ყიასედინ ქეიხუსრევს (İbn Bibi 1, 1996:420-421). ქემალედინ ყამიარმა ამ

შეთავაზების მიღების შემდეგ გაგისა და ნიხახის მხარეების 30–40 დაპრობილი ციხიდან

ჯარისკაცები გაიწვია და მოპოვებული ნადავლითა და რუსუდანის შეთავაზებით

სულთანთან გაგზავნა. სელჩუკთა სულთანი რუსუდანის წინადადებას სიხარულით

შეხვდა და თანხმობა განაცხადა (İbn Bibi 1, 1996:424). ამასთანავე, ბრძანა საქართველოზე

შეტევები შეეწყვიტათ. ქემალედინ ყამიარი სულთნის ბრძანებას დაემორჩილა,

საქართველო დატოვა და ერზინჯანისკენ აიღო გეზი (Uyumaz, 2003:69). ანატოლიის

სელჩუკთა დედაქალაქში, რუსუდანის ქალიშვილ თამართან ერთად ლაშა–გიორგის ვაჟი

დავითიც გაემგზავრა. 1238 წელს თურქეთის ისტორიაში „გურჯი–ხათუნად“ წოდებული

თამარი და ყიასედინ ქეიხუსრევ II დაქორწინდნენ. სულთანმა თამარს პირობა მისცა,

რომ მის აღმსარებლობას–ქრისტიანობას არსოდროს შეეხებოდა. თამარი საქორწინო

ცერემონიალზე სასულიერო პირებთან და ეკლესიის მსახურებთან ერთად გამოცხადდა

(Peacock,Yıldız,2018:105). ქართველებისა და ანატოლიის სელჩუკების პოლიტიკური

ქორწინების დროს თამარის გვერდით მისი ბიძაშვილი დავითიც იყო. მიუხედავად იმისა

რომ რუსუდანს მის მოკვლა ჰქონდა ნაბრძანები, თამარი მას მფარველობდა (K.TS,

2014:328) რუსუდანს ტახტი მისი ვაჟისთვის დავითისთვის უნდოდა, რის გამოც,

ძმიშვილის თავიდან მოშორებას ცდილობდა. საქართველოს დედოფალი რუსუდანი

მონღოლთა მეორეჯერ შემოჭრის დროს იძულებული გახდა ციხესიმაგრისთვის

შეეფარებინა თავი (Spuler, 2011:45; Honigmann, 2001:269). ეს ციხე სავარაუდოდ რიონის

აუზში მდებარეობდა (Allen, 1971:113. Honigmann, 2001:269). ბრძოლის დროს რუსუდანის

მიერ თბილისის დატოვებასა და ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით წყაროებში 

ზოგადი ცნობებია გადმოცემული (Allen, 1971:113). მეფე ხუთი წლის განმავლობაში

ქუთაისში მძიმე პირობებში ცხოვრობდა (K.TS,2014:327)

გიიას ად-დინ ქეი-ხოსროვ II (სპარს. غياث الدين كيخسرو بن كيقباد) — ალაედინ ქეიყუბადის შვილი, რუმის სულთანი 1237–1246 წლებში, გარდაცვალებამდე[1].

1226 წელს, ქეიყუბადმა ახლად ანექსირებული ერზინჯანი ქეი-ხოსროვ II-ს გადასცა. 1236-1237 წლებში, მონღოლებმა ქართველთა დახმარებით გაანადგურეს ანატოლიის ტერიტორიის ნაწილი, სივასიდან მალათიამდე. მას შემდეგ, რაც მონღოლთა ჯარი გაუჩინარდა, ქეიყუბადი საქართველოში გადავიდა, ამის მიზეზი კი მონღოლთა ქართველი მოკავშირეების დასჯა იყო. თურქთა არმიის საქართველოში შესვლის შემდეგ, რუსუდან დედოფალმა ქეი-ხოსროვ II-ს მშვიდობის სანაცვლოდ საკუთარი შვილზე — თამარზე (გურჯი-ხათუნი) დაქორწინება შესთავაზა. ქორწინება 1240 წელს შედგა.

1237 წელს, ალაედინ ქეიყუბადის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ II-მ, ანატოლიის ამირების მხარდაჭერით თავი რუმის სულთნად გამოაცხადა. 1241 წელს, მან დიარბაქირი დაიპყრო.

რუსუდანი — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0