1261 წლის მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VI-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში გადავიდა და 1262 წელს სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაემგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა. ჰულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. 1263 წელს ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. 1265 წელს დავით VII საქართველოს ჯარით აბაღა-ხანის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.
დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ - საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ - ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები. 1266 წელს საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად გაიყო.
XIII საუკუნის 70-იან წლებში სიბაზე გაჩენილა მუცლის ავადმყოფობა. ამ ავადმყოფობას ჟამთაამწერელი „მუცლის სალმობას“ უწოდებს. მეფე ულუ დავითი და მისი შვილი გიორგი ამ ავადმყოფობის მსხვერპლნი გამხდარან. გიორგი ბატონიშვილს „მუცლის სალმობა“ თბილისში შეჰყრია. დაკრძალულია სვეტიცხოველში
1261 წლის მაისში ჰულაგუმ არღუნი და მის ჯარში მყოფი ქართველები კვლავ
გაგზავნა დავით მეფის წინააღმდეგ. ამირა არღუნმა, საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა.
როდესაც ჰულაგუმ არღუნი მასთან იხმო, დავით მეფემ გაიგო თუ არა ამ უეცარი
გადაწყვეტილების შესახებ, ჯავახეთში მის ირგვლივ მყოფი დიდებულები შემოიკრიბა
და მომავალი გეგმების განხილვა დაიწო .
სარგის ჯაყელმა მეფეს ლიხს იქეთ, დავით ნარინდან გადასვლა ურჩია, რადგან
მონღოლთა მმართველობა იქ არ ვრცელდებოდა. დავით ულუმ ეს რჩევა მიიღო და
დავით ნარინს ელჩი გაუგზავნა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით დავით ულუ მასთან
წავიდა. დავით ულუსა და დავით ნარინის ქუთაისში ყოფნის დროს ერისთავთა ერთი
ნაწილი დავით ულუს ერთიანი საქართველოს მეფედ გამოცხადებას მოითხოვდა, თუმცა
ამის წინააღმდეგი იყვნენ დავით ნარინის მომხრეები. საბოლოოდ, ორი დავითი
სამეფოსა და სამეფო ხაზინის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფას დათანხმდნენ. ქვეყანას,
ქუთაისის და თბილისის სახით, ორი დედაქალი ექნებოდა და სამეფოს ორი მეფე
მართავდა. (K.TS., 2014:354; Allen, 1971:117).
გარკვეული დროის შემდეგ დავით ულუსა და მონღოლებს შორის შეთანხმება
დაიდო. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა საქართველოს მმართველების
ქვეყანა დაბრუნება. დავითმა ცოლისა და უმცროსი ვაჟის სანაცვლოდ უფროსი ვაჟის
გიორგის გაგზავნა და როგოც აჯანყებების მიზეზის, ხოჯა აზიზის მოკვლა მოითხოვა.
ჰულაგუ ხანმა, ამ მოლაპარაკებების დროს შუამავლად ენიქ არუქანი დანიშნა. მისი
დახმარებით გიორგი ჰულაგუს წინაშე წარსდგა, სადაც მას კარგად ეპყრობოდნენ.
გიორგი აქ დაახლოებით ერთი წელი დარჩა. ჰულაგუმ დავით მეფეს ელჩი გაუგზავნა და
მასთან მიიწვია. დავით შეუთვალა, რომ სანამ ხოჯა აზიზს არ მოკლავდნენ, ის ხანს არ
ეახლებოდა. ამან ჰულაგუ განარისხა და არღუნის რჩევით დავით ულუს ვაჟის გიორგის
მოკვლა ბრძანა. მაგრამ როდესაც ეს ამბავი ენიქ არუკანმა გაიგო, სასწრაფოდ ჰულაგუ
ხანის პირველ ცოლს დოქუზ ხათუნს ეახლა. დოქუზ ხათუნი და ენიქ არუქანი ჰულაგუს
წინაშე წარსდგნენ და მოახსენეს რომ, საქართველოს სამეფო და ოქროს ურდო (ჯუჩის
შვილები) ჰულაგუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ და, თუკი უფლისწულ გიორგის
მოკლავდა ეს გაერთიანება ილხანთათვის დიდი საფრთხე იქნებოდა. მიუხედავად იმისა,
რომ ჰულაგუს ხოჯა აზიზის მოკვლა არ სურდა, დათმობაზე წასვლა ამჯობინა. ენიქ
არუქანმა, ელჩთან ერთად თბილისში დავითის ორი ვაჟი და ხოჯა აზიზი გაგზავნა და
მომხდარი შეატყობინა. მეფემ დაინახა თუ არა, ხოჯა აზიზი მისი მოკვლის ბრძანება
გასცა. მისი მოჭრილი თავი თბილისში გააგზავნა და ხალხის დასანახად მოედანზე
ჩამოკიდა. ამის შემდეგ კი ამირა არღუნი და დავით მეფე თბილისიდან ჰულაგუ ხანთან
წავიდნენ (K.TS., 2014:355-356). დავით ულუმ, რომელმაც ჰულაგუს წინააღმდეგ
ეგვიპტელ მამლუქებთან კავშირი დაამყარა, 1264 წელს მონღოლთა მიერ მოწვეულ
ყურულთაიზე მონღოლთა ბატონობას თავი ვერ დააღწია. შემდგომში, ოქროს ურდოსა
და ჰულაგუს ბრძოლებში, იძულებული იყო ჰულაგუს მხარეს, ოქროს ურდოს
წინააღმდეგ ებრძოლა (Spuler, 1957:75). საქართველოს სამეფოს დასუსტებულ
ცენტრალურ ხელისუფლებას ამ მოვლენებმა დიდი დარტყმა მიაყენა.
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13026_1.pdf