სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1270 იანი წლები შიდა ომი დავით ნარინი ერისთავები
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

1270 იანი წლები შიდა ომი დავით ნარინი ერისთავები

დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს სამეფოს, 1270-1278 წლებში,

დავითის ძე დემეტრე მართავდა. დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ ქართველი

ერისთავები დავით ნარინს აუჯანყდნენ, რასაც აბაღა შეეწინააღმდეგა. საქართველოში

არსებული შიდა არეულობის გამო, აბაღამ დემეტრეს გამეფება შესაფერისად მიიჩნია.

დემეტრე, თბილისში ჩავიდა და ტახტზე ავიდა (K.TS, 2014:368). სომხური ანონიმური

ქრონიკის მიხედვით დემეტრე II 1271 წელს (A.V., 2005:153), სებასტაცის ქრონიკის

მიხედვით კი 1272 წელს (Sebastatsi, 2005:52) გამეფდა.

აბაღა-ხანი (მონღ. Абаха/Абага хан (ხალხა კირილიცა), ᠠᠪᠠᠬᠠ ᠬᠠᠭᠠᠨ (მონღოლური ტრადიციული დამწერლობა); დ. 1234, მონღოლეთი — გ. 1 აპრილი, 1282, ჰამადანი, ირანი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეორე ილხანი (1265-

გამომდინარე იქედან, რომ მენგუ თემური ისლამის მიმდევარი არ იყო, ოქროს

ურდოსა და ილხანთა შორის დაპირისპირების საგანი რელიგია აღარ ყოფილა. შაფი’იბნი

ალი წერს, რომ 1268 წელს, აბაღამ დამასკოს ციხეში მენგუ თემურის მიერ გაგზავნილი

ელჩები პატივით მიიღო (Shafi’ibni, 1941:241). დიდ ყაენის ყუბილაის რჩევით, ორივე

ყუბილაისეჩენ-ხანი, ში-ძუ (დ. 23 სექტემბერი1215 — გ. 18 თებერვალი1294პეკინი) — მონღოლთა მე-5 დიდი ყაენი 1260-1294 წლებში, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.

მხარეს მათ შორის არსებული პრობლემები უნდა მოეგვარებინათ, რის შედეგადაც

1269/1270 წელს ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო.

რასაკვირველია, ეს შეთანხმება მამლუქთა სულთან ბაიბარსისთვის მიუღებელი იყო

ბაიბარსი, სრული სახელი – ალ მალიქ, ალ ზაქირ რუქნ ალ-დინ ვა-დ-დინ ბაიბარს ალ-ბუნდუკდარი ას სალიჰ (1223 ან 1225 – 1277, 1 ივლისი, დამასკო) – ეგვიპტისა და სირიის მამლუქი სულთანი (1260-1277)

(Vernadsky, 2015:204; Kamalov, 2003:67). იმავე წელს, ვინმე თოქ ბუღამ ბაიბარსს ოქროს 


ურდოდან ნოღაის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცა, სადაც ნოღაი მათ მეგობრობაზე

ამახვილებდა ყურადღებას. წერილში ნოღაი წერდა, რომ ბერქეს გზას დაადგა და ისლამს

აღიარებდა. წერილი ნოღაის ბაიბარსთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავდა.

ბაიბარსმა წერილს სიამოვნებით უპასუხა და მიწერილ წერილში ნოღაის მონღოლთა

წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევდა (Baybars, 1941:169-170). ელჩის გაგზავნა ქვეყნის

მმართველის უფლება იყო და ამდენად ნოღაის საქციელი მიუღებელი იყო. მიუხედავად

იმისა, რომ ნოღაი ბათოს შთამომავალი და ამასთანავე დუმენის მეთაური იყო,

ბაიბარსთან ახლო ურთიერთობის დამყარების მცდელობა მის უფლებებს აღემატებოდა

(Kafalı, 1976:60).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0