1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.
აბაღა-ხანი (მონღ. Абаха/Абага хан (ხალხა კირილიცა), ᠠᠪᠠᠬᠠ ᠬᠠᠭᠠᠨ (მონღოლური ტრადიციული დამწერლობა); დ. 1234, მონღოლეთი — გ. 1 აპრილი, 1282, ჰამადანი, ირანი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეორე ილხანი (1265-1282 წწ.), ჰულაგუს უფროსი ვაჟი.
1277 - ელბისტანის ბრძოლა და ქართველების მონაწილეობა მასში.
1277 წლის ელბისტანის ბრძოლა და ქართველები
მიუხედავად იმისა, რომ ილხანების დაქვემდებარებაში მყოფი ყველაზე დიდი
სახელმწიფოს, სელჩუკების ტახტზე ყილიჩ არსლან IV იჯდა, ქვეყანას მუინიდინ
სულეიმან ფერვანე მართავდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მან ქილიჩ
არსლანს მამლუქებთან კავშირი დასწამა და აბაღასგა მისი მოკვლის იარლიღი აიღო. 1266
წელს ფერვანემ ყილიჩ არსლან IV–ის ექვსი წლის ვაჟი ქეიქავუსი აიყვანა ტახტზე, თუმცა
ილხანების მძიმე გადასახადებს და სხვადასხვა მოთხოვნებს ვეღარ უმკლავდებოდა,
ამიტომ ბაიბარსს წერილი გაუგზვანა და მონღოლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა
შესთავაზა და სანაცვლოდ სელჩუკთა სახელმწიფოს, მამლუქებისადმი დაქვემდებარებას
ჰპირდებოდა. ბაიბარსმა შეთავაზება მიიღო და ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო.
ფერვანე ლაშქრობის ერთი წლით გადადების მიზნით მიზეზს იგონებდა. ამის გამო
ბაიბარსმა კილიკიის სომხეთის სამეფოსკენ აიღო გეზი (Baibars, 1978:67). ამის შემდეგ
განვითარებული საშინაო პრობლემების გამო ფერვანემ აბაღასთან და მის ოჯახთან
საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა. აბაღას ხელში ჩაუვარდა 1274-1275 წლებში მამლუქთა სულთნის მიერ ფერვანესთვის მიწერილი წერილები. ფერვანემ, ყველაფერი მისი
მტრის – სომეხთა მეფის ოინებს დააბრალა და მდგომარეობა შეამსუბუქა. 1277 წლამდე
ფერვანე ერთის მხვრივ აბაღასთან, მეოე მხვრივ კი ბაიბარსთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა. 1277 წელს კი, ბაიბარსი ალეპოდან ანატოლიისკენ
დაიძრა. ელბისტანის ველზე მონღოლთა, სელჩუკთა და ქართველთა ძალებს დაუპირისპირდა. ბრძოლაში, სამი სხვადასხვა ნაწილი იბრძოდა. მთავარი მონღოლთა ლაშქარი
იყო, რომელიც თერთმეტ ათასეულად იყო განაწილებული (Sümer, 1989:179-181).
დაპირისპირების დროს მონღოლთა ჯარი ცენტრში, ხოლო სელჩუკები და
ქართველები მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე განლაგდნენ (Aksarayî, 2000:87; Baibars,
1978:73). იბნ ბიბის მიხედვით, მამლუქთა ჯარის ურიცხვი ლაშქრის წინააღმდეგ
მონღოლთა, სელჩუკთა და ქართველთა ერთიანი სამი ათასიანი არმია იბრძოდა (İbn Bibi
2, 1996:187). ქადი მუჰიდინ იბნ აბდი’ზ ზაჰირიც წერს, რომ მონღოლთა ლაშქარი სამი
ათასი ცხენოსნისგან შედგებოდა (Baibars, 1978:72). 1277 წლის 15 აპრილს ელბისტანის
დაბლობზე გამართულ ბრძოლაში ეგვიპტის სულთანმა ბაიბარსმა გაიმარჯვა. ილხანების
მონღოლთა ჯარების რიგებში მებრძოლი უამრავი სომეხი და ქართველი ჯარისკაცი
დაიღუპა. მონღოლთა ჯარის რაოდენობა, სავარაუდოდ, აღნიშნულზე მეტი იყო. ჩვენს
მიერ განხილული წყაროების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მონღოლთა ლაშქარი
სულ მცირე რვა ათას კაცს ითვლიდა. მონღოლ მებრძოლთა ბრძოლაში არ დაღუპულა.
ჯარი სამი სხვადასხვა ხალხისგან შედგებოდა. ებუ’ლ ფერეჯისა და აბუ’ლ ფარაჯის
ცნობებით, მონღოლთა რიგებში დაახლოებით სამი ათასი კაცი იბრძოდა. ქართველები
იბრძოდნენ სანამ ძალები ეყოთ და ბრძოლის ველზე ორი ათასი კაცი დატოვეს.
მონღოლთა რიგებში კი ხუთი ათასამდე ჯარისკაცი დაიღუპა (İbri, 2011:50; Hebraeus,
1950:599). სელჩუკთა ისტორიაში ლაშქრის რაოდენობა დასახელებული არაა, თუმცა
აღნიშნულია, რომ მონღოლთა უამრავი მებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ მეასედი
გადარჩა. ფერვანე ბრძოლის ველიდან გაიქცა, მოგვიანებით კი აბაღამ შიპყრო და მოკლა.
სიკვდილამდე აბაღამ ჰკითხა: „როგორ მოხდა, რომ მონღოლთა რიგებიდან ამდენი
ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუმის (სელჩუკები) ჯარში მსხვერპლი არ არისო?“ ფერვანე
დაადანაშაულა, შემდეგ კი მოკლა (T.A.S, 2014:48-49). ბაიბარსი კეისარიის მახლობლად
ქეიყუბადის რაიონში წავიდა და თხუთმეტი დღით იქ დარჩა. ამ ხნის განმავლობაში
მხოლოდ ერთხელ წავიდა კაისერში. რეგიონის მოსახლეობისთვის მამლუქებს
არავითარი ზიანი არ მიუყენებიათ (İbri, 2011:50-51).
ბაიბარსი, სრული სახელი – ალ მალიქ, ალ ზაქირ რუქნ ალ-დინ ვა-დ-დინ ბაიბარს ალ-ბუნდუკდარი ას სალიჰ (1223 ან 1225 – 1277, 1 ივლისი, დამასკო) – ეგვიპტისა და სირიის მამლუქი სულთანი (1260-1277)
ჩვენს მიერ განხილული აღნიშნული პერიოდის სხვა წყაროებში საუბარია
ელბისტანის ბრძოლის შემდეგ ილხანებსა და მამლუქებს შორის გამართულ ხუმსის
ბრძოლაზე. ,,ქართლის ცხოვრება“ ამასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ
ცნობებს გვაწვდის. ქართული წყაროს მიხედვით, გადასახადების გადაუხდელობისა და
დაუმორჩილებლობის გამო აბაღამ გილანში მონღოლთა და ქართველთა ერთიანი
ლაშქარი გააგზავნა. ბრძოლაში, ქართველთაგან მხოლოდ მეფე დემეტრე არ იღებდა
მონაწილეობას. შირამუნ ნოინის მეთაურობით ილხანთა ჯარებმა ქართველებთან ერთად
მტერი სასტიკად დაამარცხეს. გამარჯვებულები უკან აბაღასთან დაბრუნდნენ (K.TS,
2014:371).