სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1282 წლის ჰუმსის ბრძოლა და ქართველები  დემეტრე თავდადებული
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

297       ბეჭდვა

1282 წლის ჰუმსის ბრძოლა და ქართველები დემეტრე თავდადებული

1282 წლის ჰუმსის ბრძოლა და ქართველები  დემეტრე თავდადებული

1260-იანი წლებიდან ეგვიპტელ მამლუქებს, ილხანელ მონღოლებსა და ოქროს

ურდოს შორის განვითარებულმა ურთიერთობებმა დიდი გავლენა იქონია მახლობელ

აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიასა და ხალხებზე. ეგვიპტსა და ოქროს

ურდოს კეთილ-მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ილხანთა მონღოლები ორ

ფრონტზე იბრძონდნენ. ამ პერიოდში მან მოახერხა ბერქე ხანის შემდგომი ოქროს

ურდოს უკან ჩამოტოვება. ჰულაგუსგან განსხვავებით მისი მემკვიდრის აბაღას ყველაზე

დიდი საგარეო მტერი ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფო იყო.

ეგვიპტის მამლუქთა სულთნის ბაიბარსის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი

სულთანმა ყალაუნმა დაიკავა. ბაიბარსის მიერ ილხანებისადმი დაქვემდებარებული

კილიკიის სომეხთა სამეფოს აოხრების და ელბისტანის მარცხის გამო ეგვიპტელ

მამლუქთა წინააღმდეგ კიდევ ერთი ომი წამოიწყო (Sümer, 1989:183-184). სირიაში

ლაშქრობისთვის მზად იყო ჯარი, რომელშიც მონღოლთა ჯარის გარდა საქართველოს

მეფე დემეტრე და სხვა ქართული და სომხური ძალები მონაწილეობდნენ. აბაღას ძმის

მენგუ თემურის ჯარში, ჰულაჩუ, ალინაქ ბაჰადირი, საქართველოს მეფე დემეტრე,

მენგუ-თემური (მონღ. Мөнхтөмөрთათრ. Мәнгу-Тимер; ? — გ. დაახლ. 1282) — ჯუჩის ულუსის მეექვსე მმართველი 1266-1269 წწ. და ოქროს ურდოს პირველი ხანი (1269-1282 წ.).

მენგუ-თემურმა რუს თავადებთან ერთად ილაშქრა ბიზანტიაში (1269-1271 წწ.), ლიტვაში (1275 წ.) და კავკასიაში (1277 წ.). მან უფლება მისცა გენუელებს დასახლებულიყვნენ ყირიმში მდებარე ქალაქ კაფაში, რათა აეღორძინებინათ ვაჭრობა და გაეზარდათ ნახევარკუნძულისა და მისი დედაქალაქის სოლხატის დანიშნულება.

სომხეთის მეფე ლეონი, სომეხი მთავრები (Sebastatsi, 2005:54) და სამცხის აზნაურები,

სამცხის ათაბაგის სარგის ჯაყელის ძე ბექა იმყოფებოდნენ. ბექამ სირიის საზღვრებში

ქართულ ჯართან ერთად წარმატებით იბრძოდა, რის გამოც მენგუ თემურმა ბექა და სხვა

აზნაურები ცხენებით, ტანსაცმლითა და ძვირფასი საჩუქრით დაასაჩუქრა (K.TS,

2014:373).

ჰეთუმის ისტორიის მიხედვით, აბაღას მიერ სირიაში გაგზავნილი ჯარი,

რომელსაც მისი ძმა მენგუ თემური მეთაურობდა 30.000 კაცისგან შედგებოდა (Het’um,

2004:57). ებუ’ლ ფერეჯ იბნუ’ლ-იბრის და აქსარაის მიხედვით კი 50.000 ჯარისკაცისგან

(İbri, 2011:52, Hebraeus, 1950:607; Aksarayî, 2000:105).

მამლუქთა და მონღოლთა ჯარი 1282 წლის 29 ოქტომბერს ჰამასსა და ხუმსს

შორის დაუპირისპირდა ერთმანეთს. მონღოლები წარმატებით იბრძოდნენ, თუმცა მათი

მარცხენა ფრთა მახეში გაება და სასტიკად დამარცხდა. მეფე დემეტრე ქართველთა ხუთი

ათასიანი ჯარით და სომეხებისთა მეფე ლეონი მარჯვენა ფრთაზე იბრძოდნენ. მათ არ

იცოდნენ მარცხენა ფლანგის მარცხის შესახებ და ბრძოლას აგრძელებდნენ (İbri, 2011:52).

ალინაქის მეთაურობით მებრძოლმა ქართველებმა და სომხებმა მებრძოლებმა (Fazlullah,

2013:124) ეგვიპტელებს სძლიაეს და ხუმსის კარიბჭემდე მივიდნენ. მაგრამ, გაიგეს თუ

არა მარცხენა ფლანგის დაცემის შესახებ, უკან დაბრუნდნენ. გზად იმ ეგვიპტელთა ჯარს

შეხვდნენ, რომლებმაც მონღოლთა მარცხენა ფრთა დაამარცხეს და სასტიკად

დამრცხდნენ (İbri, 2011:52).

წყაროები მოგვითხრობენ ამ ბრძოლაში ქართველებისა და სომხების სიმამაცის

შესახებ. ,,ქართლის ცხოვრება“ აქაც, სხვა წყაროებთან შედარებით დაწვრილებით

ინფორმაციას გვაწვდის. მის ცნობით, მეფე დემეტრე რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა

იყო, იმდენად კარგად იბრძოდა, რომ მენგუ თემური მოხიბლა. მამლუქთა სულთანმა, 


რომელმაც იცოდა ქართველთა მამაცური ბრძოლის შესახებ, ორი მნიშვნელოვანი

მეთაური, ყარა სუნგური და იაყუფ აფრაში 12 ათასიან ცხენოსან ჯარს ჩაუყენა სათავეში,

რომლებიც თავს დასხნენ საქართველოს მეფეს. ბრძოლის დაწყებისთანავე ქართველნა

მეფემ დაახლოებით 200 ცხენოსანი გაუშვა წინ. თუმცა მათმა დახოცვამ არეულობა

გამოიწვია და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. ბრძოლის დროს ქართველი მეფის ცხენი ყარა

სუნგურის მიერ ნასროლმა შუბმა მოკლა. ამან ქართველები უფრო გააშმაგა. მიუხედავად

იმისა, რომ დემეტრემ ცხენი დაკარგა, ბრძოლას ქვეითად აგრძელებდა. ეს დაინახა თუ

არა სიკდურ ნოინის ვაჟმა აბაშმა, საკუთარი ცხენი დაუთმო მეფეს. დემეტრე ცხენზე

ამხედრდა და ბრძოლა გააგრძელა (K.TS., 2014:373-374). ქართველთა და სომეხთა ჯარი,

რომელიც მონღოლთა არმიის მარჯვენა ფლანგს წარმოადგენდა ეგვიპტელთა მარცხენა

ფლანგს შეეჯახნენ. ისინი თავიდან წარმატებით იბრძოდნენ, თუმცა ბრძოლის შედეგი

ვერ შეცვალეს. გამარჯვებული მამლუქთა არმია ურიცხვი ნადავლით დამასკოში

დაბრუნდა (Hebraeus, 1950:608). ნერსეს პალიენცის ქრონიკის მიხედვით ბრძოლის

შედეგად დაღუპულთა რიცხვი შემზარავია. იგი წერს, რომ მონღოლთა ჯარი რვა დღის

განმავლობაში მამლუქთა ჯარს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მათ 50 ათასზე მეტი მამლუქი

ჯარისკაცი დახოცეს, თუმცა მამლუქთა ჯარმა ფეხზე წამოდგომა მოახერხეს და 30 ათასი

მონღოლი ჯარისკაცი ამოწყვიტეს. მათ შორის ორი ათასი სომეხი ჯარისკაცი იყოო

(Palients, 2005:169).

ილხანელ მენგუ თემურთან ერთად ბრძოლის ველზე მეფე დემეტრემაც მძიმე

ჭრილობები მიიღო. იგი საკუთარ ჯართან ერთად უკან გზაზე აბაღას წინაშე წარსდგნენ,

რომელმაც ისინი პატივით მიიღო (K.TS, 2014:374). 1282 წელს ჯერ აბაღა, შემდეგ კი მისი

ძმა მენგუ თემური გარდაიცვალა (Hebraeus, 1950:609; Sebastatsi, 2005:54). ქართლის

ცხოვრების მიხედვით, ჯერ მენგუ თემური, გარდაიცვალა, შემდეგ კი აბაღა (K.TS.,

2014:374).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0