სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1289წელი არღუნ ხანის მიერ დემეტრე II-ის სიკვდილით დასაჯა.
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

499       ბეჭდვა

1289წელი არღუნ ხანის მიერ დემეტრე II-ის სიკვდილით დასაჯა.

1284 წლიდან ახალი ყაენის არღუნის (1284-1291) მხარეზე იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრე II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში. 1288 წელს გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.


არღუნ-ხანი (მონღ. Аргун; დ. 1258ბაილაკანი — გ. 10 მარტი1291, ბაგჩე, არანი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეოთხე ილხანი (1284-1291 წწ.). ჰულაგუს შვილიშვილი, აბაღა-ხანის უფროსი შვილი.

სადუნ შერბარქოს ძე მანკაბერდელი — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მონღოლთა მფარველობით დაწინაურებული მედროვე, წარმოშობით ქურთი, ავაგ ათაბაგის ყმა აზნაური. სადუნ მანკაბერდელმა ჰულაგუ-ხანის (1256-1265) ყურადღება მიიქცია როგორც კარგმა მოჭიდავემ და ენების მცოდნემ. 1262 წელს ჰულაგუ-ხანთან გამოძახებული დავით VII ულუს გასამართლების დროს თარჯიმნობდა და ცდილობდა მეფისა და სარგის ჯაყელის მიმართ ყაენის რისხვა შეენელებინა. მადლიერმა მეფემ სადუნ მანკაბერდელი ეჯიბად და თავისი გერის (გვანცასი და ათაბაგის შვილის) ხვაშაქის მეურვედ დანიშნა.

სადუნ მანკაბერდელმა ხვაშაქის მეუღლის აბაღა-ხანის (1265-1282) დიდი ვეზირი საჰიბ დივანი ხოჯა შამსედინ ჯუვეინის მეოხებით საქართველოს სამეფო კარზე დიდ გავლენას მიაღწია. 1278 წელს დემეტრე II-მ მონღოლების კარნახით მას ათაბაგობა უბოძა, აბაღა-ხანმა კი „საქართველოს ლაშქრობის საქმე და განგება“. ანგარებით, გაიძვერობითა და მექრთამეობით სადუნ მანკაბერდელმა დიდძალი ქონება შეიძინა. დემეტრე II-ს გამოსტყუა ქალაქები თელავიბელაქანიდმანისი, კარი მიმდებარე მხარეებით. მამულები ჰქონდა საქართველოს სომხურ თემებშიც. ჰყავდა 3 ცოლი, რისთვისაც ეკლესიამ შეაჩვენა.

ხუტლუბუღა (გ. აგვისტო1293) — საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, ათაბაგ-ამირსპასალარის სადუნ მანკაბერდელის ვაჟი. ცოლად ჰყავდა სამცხის მთავრის ბექა I-ის ასული. სადუნის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე II-მ მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, ათაბაგობა კი ტარსაიჭ ორბელს უბოძა, რის გამოც ხუტლუბუღა მეფეს გადაემტერა (ამას ისიც ემატებოდა, რომ დედის მხრით იგი დავით VII ულუს მიერ სიკვდილით დასჯილი ხოჯა აზიზის შვილიშვილი იყო). ხუტლუბუღამ ხელი შეუწყო იმას, რომ დემეტრე მონღოლთა ურდოში სიკვდილით დასაჯეს (1289 წელი), სამეფო ტახტზე კი არღუნ ხანს დავით VI ნარინის ვაჟი ვახტანგი დაასმევინა, რომელმაც სამაგიეროდ ხუტლუბუღას ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა. ხუტლუბუღა ბუნებით ამაყი, ამპარტავანი და ურჩი კაცი იყო. მას რამდენიმეჯერ ჩამოართვეს სადუნისეული ქონება და მამული და დანაშაულის მონანიების შემდეგ ისევ დაუბრუნეს. მალე იგი ვახტანგსაც განუდგა და სცადა გაემეფებინა დემეტრეს ვაჟი დავითი, რომელიც მონღლი ილხანის კარზე იყო. ქართველმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს ხუტლუბუღას და იგი იძულებული გახდა თვითონაც ურდოში დარჩენილიყო. დავით დემეტრეს ძის გამეფების შემდეგ (1293 წელი) ხუტლუბუღა იმდენად გაძლიერდა, რომ, ისტორიკოსის ცნობით, მეფესავით იქცეოდა. დავით VIII იძულებული გახდა ილხან ქეღათუსთვის მიემართა. ხუტლუბუღას გაუხსენეს ყველა დანაშაული და სიკვდილით დასაჯეს. შვილი არ ჰყოლია და მთელი თავისი ქონება დავით VIII-ს დარჩა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0