1293 - დავით ნარინის სიკვდილი. დავითის ვაჟებს შორის დაპირისპირების დაწყება.
4. 1291-1295 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები
1291 წელს არღუნის გარდაცვალების შემდეგ, ილხანების ტახტზე გეიხათუ ხანი
ავიდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სამეფო ტახტზე ცვლილებები მოხდა.
ქართველი დიდებულებს ვახტანგ II-ის((გ. 1292) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა.) მმართველობა თანდათან აღარ მოსწონდათ და ტახტზე დემეტრე II-ის ძის დავითის აყვანა უნდოდათ. როგორც კი მეფის წინააღმდეგ
მოქმედება დაიწყეს, მალევე, 1292 წელს მეფე უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. 1293
წელს კი მამამისი, დავით ნარინი გარდაიცვალა. დავითის სიკვდილის შემდეგ მის
ვაჟებს, კონსტანტინეს, მიქაელსა და ალექსანდრეს შორის ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო.
მართვის სადავეები უფროსმა ვაჟმა კონსტანტინემ აიღო ხელთ, თუმცა რაჭისა და არგვეთის მმართველი მიქაელი ამის წინააღმდეგი იყო, რამაც სამეფოს გაყოფა გამოიწვია (K.TS., 2014:381).
როგორც უკვე აღვნიშნეთ არღუნმა ანატოლიის მმართველობა მის ძმას გეიხათუ
ხანს ჩააბარა, სადაც დაახლოებით რვა წელი იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც 1291 წელს
გეიხათუ ხანი ილხანთა ტახტზე ავიდა, ვითარების დალაგების მიზნით ანატოლიისკენ
გაემართა და იქ ყოფნისას ამბოხების შესახებ რომ შეიტყო, მის ჩასახშობად ჯარებიც
გადასხა (Aksarayî, 2000:107). მცირე აზიაში ლაშქრობისას ილხანთა ჯარის რიგებში
ქართველებიც მონაწილეობდნენ. გეიხათუს, ოქროს ურდოს ჯარების თავდასხმის
ეშინოდა და ამიტომ ყუთლუბუღა დიდებულებთან ერთად მუღანში დააყენა. მინ კი
ანატოლიის ლაშქრობაში გვერდით დემეტრეს ვაჟი დავითი და ქართლის მთავრები
დაიყენა და მათთან ერთად თუნგუზლუმდე (დენიზლი) დაწინაურდა. ოთხი თვის
განმავლობაში ალყა ჰქონდა შემორტყმული, მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს. მეხუთე თვეს
დავითმა თავისი მცირე რაზმით შეუტია და ქალაქის აღება მოახერხა (K.TS., 2014:381;
Sebastatsi, 2005:57).
1292 წლის 29 ივნისს ანატოლიაში ლაშქრობა დაასრულეს და გეიხათუ, ალადაღის
სასახლეში დაბრუნდა (Fazlullah, 2013:180). მცირე ხნის შემდეგ ვახტანგის სიკვდილის
ამბავი მიიღო. საქართველოში არეულობა დაიწყო, რითაც ოსებმა ისარგებლეს და გორს
დაესხნენ თავს. გეიხათუ ხანმა ჯარი გაგზავნა და ოსები განდევნა, შემდეგ კი დემეტრეს
ვაჟი დავითი დაიბარა და შესთავაზა, რომ თუ დავითი უერთგულებდა მას, მეფის
გვირგვინს დაადგამდა (K.TS., 2014:381). ეპისკოპოს სტეფანოსის მიხედვით, არღუნმა
დემეტრეს შემდეგ მისი ძე დავითი აიყვანა ტახტზე და ყუთლუბუღას ჯარი ჩააბარა
(Stepanos, 2005:80). ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით კი, დავით მეფე, გამეფების შემდეგ,
ყუთლუბუღას, შაჰინშაჰისა და ქართველი დიდებულების გაერთიანებული, დიდძალი
ჯარით თბილისში გაემგზავრა. სამცხის ათაბაგი ბექა არ შეერთებია ამ ჯარსს და არც
გეიხათუსთან და არც ახალ მეფესთანა არ წასულა. მხოლოდ და მხოლოდ უფროსი ვაჟის
სარგისის მიერ მეფე დემეტრეს ბრძანებით ჩაბარებული განძი დაუბრუნა უკან.
კათალიკოსმა აბრაამმა ტახტზე მეფე დავითი აკურთხა. დავითმა მოკლე ხანში შეძლო
სამცხის გარდა საქართველოს მთელი ტერიტორიების შემომტკიცება. ბექა დავით მეფის
მიმართ მუდმივად პატივისცემას იჩენდა და მას საჩუქრებს უგზავნიდა (K.TS., 2014:381-
382). 1293 წლიდან, არღუნის დროს გაძლიერებული ყუთლუბუღა, გეიხათუს
122
მმართველობაში თანდათან დასუსტდა. იმავე წელს, სადუნის ვაჟმა უცნობი მიზეზით
ყუთლუბუღა დასაჯა (Fazlullah, 2013:181; Subaşı, 2015:145).
გეიხათუ ხანის პერიოდში ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის, არავითარი
დაპირისპირება არ მომხდარა. უფრო მეტიც, მათ შორის კარგი ურთიერთობა
ჩამოყალიბდა. ოქროს ურდოში ფეოდალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ილხანთა
სახელმწიფომ მხოლოდ თავდაცვითი პოზიცია აირჩია, ოქროს ურდოში არსებული შიდა
დაპირისპირება თავის სასარგებლოდ არ გამოუყენებია (Kamalov, 2003:73). 1294 წლის 28
მარტს თოხთა ხანის ელჩები ყალინთაი და ფულადი არანში მივიდნენ. გეიხათუ ხანმა
ისინი დალან ნავურში დიდი პატივით მიიღო და პირველ აპრილს უკან გააცილა
(Fazlullah, 2013:182).
ილხანთა სახელმწიფოს ხელისუფლებაში არღუნ ხანის პერიოდიდან მოყოლებული პრობლემები დაიწყო. გეიხათუს დროსაც ეს პრობლემები არ აღმოფხვრილა.
გეიხათუ მიერ ხაზინის არამიზნობრივმა ხარჯვამ, დალევამ და გართობამ მის
მოწინააღმდეგეებს საბაბი მისცა. მათ ილხანთა საგვარეულოდან ჰულაგუ ხანის შვილიშვილის, თარგაის ვაჟის ბაიდუს ტახტზე ასვლას დაუჭირეს მხარი (Hebraeus, 1950:641;
Özgüdenli, 2009:47). ამ მიზეზით აჯანყება დაიწყო. აჯანყებაში საქართველოში მყოფმა
თუქალმაც მიიღო მონაწილეობა. გეიხათუმ ამირა თუქალისა და ბაიდუს ერთობლივი
აჯანყების შესახებ შეიტყო და საჭირო ზომები მიღება დაიწყო. თუქალის გარდა ყველა
აჯანყებული ამირა შეიპყრეს და თავრიზში გაგზავნეს. მიუხედავად ამისა გეიხათუ
ვერაფერს გახდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამირა თუქალი დაახლოებით ათი ათასიანი
ლაშქრით საქართველოში შემოვიდა (Hebraeus, 1950:649). თავრიზში დატყვევებულ ამირებს ელჩის მეშვეობით წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა რომ, გეიხათზე თავდასხმას
აპირებდა და ბრძოლაში მათაც იწვევდა. თავრიზში მყოფი ამირები მტკვრის სანაპიროზე
შეუერთდნენ თუქალის ჯარს. 1295 წლის 24 მარტს გეიხათუ ხანი ბაიდუმ მოკლა
(Fazlullah, 2013:184-186).
მიუხედავად იმისა, რომ ფაზლულა გეიხათუ ხანის შემდეგ პირდაპირ გაზან ხანის
შესახებ საუბრობს და ბაიდუ ხანს ილხანთა მმართველად არ სცნობს, ეს უკანასკნელი
მცირე ხნით მაინც იჯდა ილხანთა ტახტზე. ბაიდუ ხანმა პირველ რიგში გეიხათუ ხანის
ბაიდუ-ხანი (მონღ. Байду; დ. ? — გ. 4 ოქტომბერი, 1295) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეექვსე ილხანი (აპრილი-ოქტომბერი 1295 წ.). ჰულაგუს შვილიშვილი, თარაღაის შვილი. დაამარცხა და 1295 წლის 24 მარტს მოაკვლევინა ქეღათუ-ყაენი. იმავე წლის 4 ოქტომბერს თავად იქნა მოკლული ყაზან-ყაენის მიერ.
სამსახურში მყოფი ამირები დახოცა (Özgüdenli, 2009:14,47). თუქალი, რომელმაც ბაიდუს
სათავეში მოსვლაში დიდი როლი ითამაშა, საკუთარი მდგომარეობის გამყარების
მიზნით ახალ მოკავშირეებს ეძებდა. რადგან იგი ადრე საქართველოში იყო, მოკავშირეების ძებნაც უპირველესად აქ დაიწყო. ამისათვის შეხვედრის მიზნით, საქართველოს
მეფეს დავითს ელჩი გაუგზავნა და დავითიც მას აღრიდაღში მდებარე სასახლეში ეწვია.
შეხვედრის შემდეგ მეგობრობის შეთანხმება დაიდო და დავით მეფე უკან დაბრუნდა
(K.TS., 2014:382).
ამ დროს, ბაიდუ ხანის ტახტზე ყოფნას ერთ-ერთი უფლისწული ემუქრებოდა.
გაზან ხანმა ძალები მოიკრიბა და აზერბაიჯანში მისი პირველი ლაშქრობა მოაწყო. მასსა
და ბაიდუ ხანს შორის დაწყებულ ბრძოლაში თუქალმა დავით მეფესთან ერთად ბაიდუ
მხარე დაიჭირა. ნოვრუზი და ყუთლუქშაჰი კი გაზანის მხარეს იბრძოდნენ. მართალია,
პირველ ლაშქრობაში გაზალ ხანმა წარმატებას ვერ მიაღწია, იგი ბაიდუსთვის მაინც
123
წარმოადგენდა საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ბაიდუს ამირებმა მას გაზანზე უეცარი
თავდასხმა შესთავაზეს. ბაიდუმ შეთავაზება უარყო. ამან ზოგიერთი ამირა გაანაწყენა.
მათ შორის ერთ-ერთი თუქალი იყო, რომელიც ბაიდუს ამ გადაწყვეტილების შემდეგ
საკუთარი ჯარით საქართველოში დაბრუნდა (Özgüdenli, 2009:82-88; Subaşı, 2015:147-148).
ცოტა ხნის შემდეგ, ბაიდუ ხანმა ხორასანში გაზანის ჯარების მოსვლის შესახებ შეიტყო.
შემოიკრიბა მისი ამირები, მათ შორის თუქალიც და გზას დაადგა, ისე, რომ დავით მეფეს
არ დალოდებია. ბრძოლა დაბა ზენჯანში გაიმართა. გაზან ხანი ამ ბრძოლაში არ იღებდა
მონაწილეობას, მის ნაცვლად ამირები ნოვრუზი და ყუთლუქშაჰი იბრძოდნენ. ბრძოლის
დროს ნოვრუზი დაატყვევეს, რომელიც თუქალმა შეინდო, რადგან მისდამი ერთგულებაში დაარწმუნა (K.TS., 2014:382).
1295 წლის აგვისტოში გაზანმა ძალები მოიკრიბა და 120 ათასიანი ჯარით
აზერბაიჯანში მეორედ გაილაშქრა. ილხანთა ტახტისთვის მორიგი დაპირისპირების
დროს ბაიდუს ზოგიერთი ამირა გაზან ხანის მხარეს გადავიდა. ბაიდუ თავის მხრივ
ბრძოლისთვის მოუმზადებელი იყო. ბრძოლის დროს ბაიდუ დაიღუპა, თუქალი კი
კვლავ საქართველოში გაიქცა. 1294 წლის 3 ნოემბერს ილხანთა სახელმწიფოს ტახტზე
გაზან ხანი ავიდა (Özgüdenli, 2009:104-108). 1294 წელს გეიხათუ ხანის გარდაცვალების
შემდეგ, 1295 წელს მიმდინარე ბრძოლებმა და დაპირისპირებებმა საქართველოს და მის
ხალხს დიდი ზიანი მიაყენა. ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ნოვრუზი ქართულ
ეკლესიებს ანგრევდა და წვავდა (K.TS., 2014:383).
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13026_1.pdf