სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1297 ბატონიშვილი ვახტანგის მძევლად გაგზავნა ოქროს ურდოში
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

294       ბეჭდვა

1297 ბატონიშვილი ვახტანგის მძევლად გაგზავნა ოქროს ურდოში

1297 - დავით მეფემ უარი თქვა გაზან ხანთან წასვლაზე და უმცროსი ძმა ვახტანგი

გააგზავნა ოქროს ურდოში მის წინააღმდეგ მოკავშირეობისათვის. 

ოქროს ურდოს სახელმწიფოს საშინაო პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, თოხთა

ხანმა, მისი წინამორბედების მსგავსად, აზერბაიჯანსა და საქართველოზე საკუთარი

უფლებამოსილების გავრცელებას დაიწყებს (Kamalov, 2003:75). გაზან ხანი კი, 1295 წელს

ილხანთა ტახტზე ასვლისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ,

1297 წელს საქართველოს მეფეს დავითს წერილი გაუგზავნა და მასთან გამოცხადება

მოსთხოვა. დავითმა კახეთ-ჰერეთისკენ გაემართა და თანმხლებ აზნაურებთან ერთად

ჰერეთში გაჩერდა. მეფე ხანის კარზე წასვლასთან დაკავშირებით რჩევა იკითხა.

მიუხედავად იმისა, რომ მას წასვლა ურჩიეს, მეფემ წინადადება უარყო. წასვლის

ნაცვლად მთიულეთისკენ აიღო გეზი და იქედან კი ჟინვალში თავდაცვისთვის პოზიციები გაამაგრა. მთიულეთში ყოფნის დროს უმცროსი ძმა ვახტანგი ოქროს ურდოში

გაგზავა და დააბარა, რომ გაზან ხანზე თავდასასხმელად საქართველოს გზის გამოყენება

შესთავაზა. თოხთა ხანმა ეს შეთავაზება მოიწონა (K.TS., 2014:383-384).

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მონღოლთა გამოჩენიდან ქართველები მათ

არაერთხელ აუჯანყდნენ. მიუხედავად ამისა, ოქროს ურდოსა და ილხანთა დაპირისპირებაში ისინი ყოველთვის ილხანთა მხარეს იჭერდნენ. დავითის ამ გონივრული ნაბიჯით ოქროს ურდომ სამხრეთ კავკასიაში მოკავშირე იპოვა და შესაძლებლობა მიეცა

კვლავ მოქმედებაზე გადასულიყო. ოქროს ურდოსა და ილხანების შესახებ კვლევებში

ხაზგასმულია, რომ დავითის დახმარებამ ოქროს ურდოს მისცა საშუალება კვლავ დაეწყო

ბრძოლა საკუთარი გავლენისთვის. მართალია, ამაში არის ჭეშმარიტება, მაგრამ ფაქტია,

რომ ოქროს ურდოში მიმდინარე შიდა აშლილობების მიუხედავად, მისი პრეტენზია

აზერბაიჯანზე არ შენელებულა, უბრალოდ შესაფერისი დროს ელოდებოდა. ეს ფაქტი,

მონღოლთა შემოსევების დაწყებიდან, ქართველებსა და ოქროს ურდოს სახელმწიფოს

შორის მოკავშირეობის პირველი შემთხევა იყო. საქართველოს მეფის დავითის ეს ნაბიჯი

ილხანთა საფრთხის თავიდან ასაცილებლად კარგი მცდელობა იყო.

დავით მეფის ოქროს ურდოსთან მოკავშირეობის შედეგად საქართველოში არეულობა დაიწყო. ამ ამბავმა ეს ამბავი გაზან ხანმა 1297 წელს გაიგო, როდესაც თავრიზიდან

არანში გამოსაზამთრებლად მიდიოდა. რადგან ამირა ყუთლუქშაჰი ადრე აქ ცხოვრობდა, 

127

ამიტომ ჯარი, რომელიც საქართველოში გაგზავნა, მას ჩააბარა (Fazlullah, 2013:271).

ყუთლუქშაჰი თავდაპირველად თბილისში შეიჭა (K.TS., 2014:384). ფაზლულას მიხედვით, 1298 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ დავითის ძმას ვახტანგი წაიყვანა და უკან

გაბრუნდა (Fazlullah, 2013:271).

,,ქართლის ცხოვრება“ ამ მოვლენას უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს. ყუთლუქშაჰმა საქართველოში შეჭრის შემდეგ დავითს ელჩს გაუგზავნა და გაზან ხანის მიმართ

ერთგულება მშვიდობიანი ურთიერთობის გაგრძელება მოსთხოვა. მისი მტრის მხარეს

გადასვლას კი არ ურჩევდა. თანხმობის შემთხვევაში კი ამაზე პასუხისმგებელი პირების

მასთან გაგზავნას სთხოვდა. დავითმა, კათალიკოს აბრაამის, თბილისის ყადის და სხვა

სასულიერო პირების შუამავლობით სიცოცხლის ხელუხლებლობის უზრუნველყოფის

მიღების მიზნით მძევლები და ფიცის დადება მოითხოვა. მონღოლებმა ყუთლუქშაჰის

ვაჟი და ყურუმჩის ძმა მძევლებად გაგზავნეს. ამასთან მეფის სიცოცხლის უსაფრთხოების

გარანტად გაზან ხანის ბეჭედი და საჩუქრები გაუზგავნეს და მათ შორის მოკლევადიანი

შეთანხმება დაიდო. გაზაფხულზე გაზან ხანმა დავით მეფე კვლავ მასთან დაიბარა,

მაგრამ დავითი შეშინდა და არც ამჯერად წავიდა. ამჯერად მისი გარი ძმა ბაიდუ თოხთა

ხანთან გაგზავნა. გაზან ხანმა კი საქართველოს წინააღმდეგ ისევ გაგზავნა ლაშქარი

ყუთლუქშაჰის მეთაურობით. ყუთლუქშაჰი ძვირფასი საჩუქრებით სამცხეში მოვიდა და

მეფე მასთან მოიხმო. დავით მეფემ როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც კათალიკოსი

აბრაამი, თბილისის ყადი და ივანე გაგზავნა და სიტყვა მისცა, რომ მივიდოდა. მაგრამ

მონროლები მიხვდნენ, რომ მეფე დროის მოგებას ცდილობდა და მთიულეთში

საბრძოლველად მზადება დაიწყეს. სომხეთი, ქართლი და თრიალეთი გადაწვეს და

დაანგრიეს. უამრავი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს. ამ ყველაფრის შემდეგ, მონღოლებმა

მშვიდობის დამყარების მიზნით, დავითთან ელჩი გააგზავნეს და ითხოვდნენ, რომ მეფე

გაზან ხანის ერთგულად დარჩენილიყო და თოხთა ხანისთვის სალაშქრო საქართველოს

გზა არ დაეთმო. დავითმა ხანის პირობები მიიღო და ამის დასტურად დედა, უმცროსი

ძმა მანველი, კათალიკოსი აბრაამი და ცოლი ილხანთა დედაქალაქში გაგზავნა. ამრიგად

საქართველოში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. გაზაფხლზე გაზან ხანმა, დავითის

ერთგულებაში დარწმუნების მიზნით 1299 წელს (Howorth III, 1876-1927:423) კიდევ ერთი

ელჩი გამოაგზავნა. უკან დაბრუნებულმა ელჩმა ხანს აუწყა, რომ მეფის ნახევარძმამ

ბაიდუმ თოხთა ხანთან პირი შეკრა და ეს უკანასკნელი საქართველოს გზის გამოყენებას

აპირებდა. ამ ამბავმა გაზან ხანი განარისხა. ქურუმჩი და ერინჟი შანშე მხარგრძელთან

ერთად დავითის წინააღმდეგ გაგზავნა. მათ დავითი გადააყენეს და მისი გერი ძმა, ბექას

ქალიშვილის ვაჟი გიორგი V აიყვანეს ტახტზე. ბექას სამფლობელოები მოიცავდა

სამცხეს, აჭარას, შავშეთს, კლარჯეთსა და ნიგალისხევს, ტაოს დიდ ნაწილს, არტაანს და

კოლას. გიორგი ბექას სახლში იმყოფებოდა, როდესაც მონღოლებმა თბილისში წაიყვაენს

და ტახტზე დასვეს. გაზაფხულზე გაზან ხანმა ყუთლუქშაჰის მეთაურობით დიდძალ

ჯარი კვლავ გააგზავნა საქართველოში. დავითი ხადაში იმყოფებოდა. ამ დროს მისი

ზოგიერთი ერისთავი ყუთლუქშაჰს დანებდა გზამკვლეობაც გაუწია. ყუთლუქშაჰი

წინსვლას განაგრძობდა. მონღოლებს ეგონათ, რომ დავით მეფე გველეთში იმყოფებოდა

და აქ მდებარე პატარა დასახლებები და სოფლები ხელთ იგდეს. მეფეს ქართლისა და 

128

სომხეთის ერისთავები უჭერდნენ მხარს. როდესაც ყუთლუქშაჰმა დავითის ციკარში

(ზეკარში ?) ყოფნის შესახებ გაიგო, ჯარი ორად გაყო. დავით მეფემ ეს რომ შეიტყო, ჯარი

გააგზავნა და მონღოლთა დაახლოებით ხუთას კაციან ჯარს თავს დაესხა. ბევრი მონღოლი დაიხოცა. ვინც გადარჩა მეფეს მიჰგვარეს. ამავდრულად ციკარის მოპირდაპირედ

მდებარე ხადაში ბრძოლა მიმდინარეობდა. ამ ბრძოალში ბექა, შაჰინშაჰი და სხვა დიდებულები მონღოლთა მხარეს იბრძოდნენ, თუმცა მონღოლებმა შედეგს ვერ მიაღწიეს და

ხადასკენ უკან დაიხიეს. ყუთლუქშაჰი კი ქართლისკენ გაემართა და გზად ყველაფერი

გაანადგურა. ზოგი კი ტყვედ წაიყვანა და გაზან ხანთან დაბრუნდა (K.TS., 2014: 384-386).

1301 წელს ყუთლუქშაჰმა გაზან ხანის ბრძანება მიიღო მთულეთში წასვლის

შესახებ. იგი ჯერ თბილისში მოვიდა (Howorth III, 1876-1927:425). ქართველი დიდებულები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მონღოლები კიდევ ერთხელ მიწასთან გაასწორებდნენ საქართველოს, დავით მეფეს ილხანთა დედაქალაქში წასვლას ურჩევდ-ნენ. მეფე

ხელშეუხებლობის პირობით ილხანთა დედაქალაქში წასვლას დათანხმდა. გაზან ხანმა

პირობა მისცა, რომ თუკი მას ეახლებოდა, მშვიდობიანად შეთანხმდებოდნენ და თავის

ქვეყანაში დააბრუნებდა. მიუხედავად ამისა, დავით მეფეს ეშინოდა და გველეთიდან არ

მიდიოდა. ქართველი დიდებულები ქვეყანაში სიმშვიდის დასადგუ-რების მიზნით

მეფის თანხმობის გადასაცემად ყუთლუქშაჰთან მივიდნენ, რომელმაც ისინი პატივით

მიიღო. თუმცა მალევე შეიტყო, მეფის განზრახვის შესახებ და ისე გაბრუნდა

გაზანხანთან, რომ აჯანყების ჩახშობა ვერ მოახერხა (K.TS., 2014:386).

ამ დროს თოხთა ხანმა ეგვიპტესთან გარკვეული ხნით შეწყვეტილი დიპლომატიური კავშირები გააცოცხლა და პარალელურად კი აზერბაიჯანზე უფლებამოსილების

მოთხოვნის მიზნით გაზან ხანთან ელჩი გაგზავნა. ცნობილია, რომ გაზან ხანი ელჩს

1301 წლის 3 მაისს ქუშაფის მახლობლად შეხვდა, როდესაც სირიის მეორე ლაშქრობიდან

ბრუნდებოდა. 1301 წლის ნოემბრის შემდეგ თოხთას ჯარებმა დარუბანდის დაკავება

სცადეს. გაზან ხანმა, ოქროს ურდოს სახელმწიფოს ჯარი, რომელშიც თოხთაც იმყოფებოდა დაამრცხა და თოხთა ხანი გაიქცა (Fazlullah, 2013:284-287; Özgüdenli, 2009:218).

ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს გაზან ხანის მხარდამჭერმა ლეზგმა ამირებმა (Spuler,

1957:113). უნდა აღინიშნოს რომ, ამ დროს ილხანებსა და მამლუქებს შორის ომები

გრძელდებოდა, ოქროს ურდოსა და მამლუქებს კი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

გაზან ხანმა ტახტზე ასვლიდან მოკლე ხანში მის ქვეშევრდომობაში მყოფ მონღოლებს

წელიწადზე ნაკლები დრო მისცა, რათა მის ლაშქარში გაერთიანებულიყვნენ. რძანება

სომეხ და ქართველ მეფეებსა და აღმოსავლეთში მდებარე ქრისტიან მეთაურებსაც

გაუგზავნა (Hayton, 2015:154). ადრინდელივით, ქართველთა ლაშქარი კვლავ მონაწილეობდა ილხანებსა და მამლუქთა შორის ბრძოლებში. 1299 წლის ხუმსის ბრძოლაში

ამირა ჩობანს ვახტანგ III-ის მეთაურობით ხუთასკაციანი ქართველთა ლაშქარი

ეხმარებოდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ქართველები და სომხები

მონაწილეობდნენ მამლუქების წინაარმდეგ 1303 წლის ბრძოლაშიც, სადაც დიდი რაოდენობით მებრძოლი დაკარგეს (K.TS., 2014:390-392).

https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13026_1.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0