სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1299 წელი  გიორგი V ბრწყინვალის გამეფება გაზან ხანის ელჩები
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

322       ბეჭდვა

1299 წელი გიორგი V ბრწყინვალის გამეფება გაზან ხანის ელჩები

1299 - გაზან ხანის ელჩების ჩამოსვლა საქართველოში და გიორგის მეფედ დანიშნვა.

გაზან ხანმა კი საქართველოს წინააღმდეგ ისევ გაგზავნა ლაშქარი ყუთლუქშაჰის მეთაურობით. ყუთლუქშაჰი ძვირფასი საჩუქრებით სამცხეში მოვიდა და მეფე მასთან მოიხმო. დავით მეფემ როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც კათალიკოსი აბრაამი, თბილისის ყადი და ივანე გაგზავნა და სიტყვა მისცა, რომ მივიდოდა. მაგრამ მონროლები მიხვდნენ, რომ მეფე დროის მოგებას ცდილობდა და მთიულეთში საბრძოლველად მზადება დაიწყეს. სომხეთი, ქართლი და თრიალეთი გადაწვეს და დაანგრიეს. უამრავი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს. ამ ყველაფრის შემდეგ, მონღოლებმა მშვიდობის დამყარების მიზნით, დავითთან ელჩი გააგზავნეს და ითხოვდნენ, რომ მეფე გაზან ხანის ერთგულად დარჩენილიყო და თოხთა ხანისთვის სალაშქრო საქართველოს გზა არ დაეთმო. დავითმა ხანის პირობები მიიღო და ამის დასტურად დედა, უმცროსი ძმა მანველი, კათალიკოსი აბრაამი და ცოლი ილხანთა დედაქალაქში გაგზავნა. ამრიგად საქართველოში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. გაზაფხლზე გაზან ხანმა, დავითის ერთგულებაში დარწმუნების მიზნით 1299 წელს (Howorth III, 1876-1927:423) კიდევ ერთი ელჩი გამოაგზავნა. უკან დაბრუნებულმა ელჩმა ხანს აუწყა, რომ მეფის ნახევარძმამ ბაიდუმ თოხთა ხანთან პირი შეკრა და ეს უკანასკნელი საქართველოს გზის გამოყენებას აპირებდა. ამ ამბავმა გაზან ხანი განარისხა. ქურუმჩი და ერინჟი შანშე მხარგრძელთან ერთად დავითის წინააღმდეგ გაგზავნა. მათ დავითი გადააყენეს და მისი გერი ძმა, ბექას ქალიშვილის ვაჟი გიორგი V აიყვანეს ტახტზე. ბექას სამფლობელოები მოიცავდა სამცხეს, აჭარას, შავშეთს, კლარჯეთსა და ნიგალისხევს, ტაოს დიდ ნაწილს, არტაანს და კოლას. გიორგი ბექას სახლში იმყოფებოდა, როდესაც მონღოლებმა თბილისში წაიყვაენს და ტახტზე დასვეს. გაზაფხულზე გაზან ხანმა ყუთლუქშაჰის მეთაურობით დიდძალ ჯარი კვლავ გააგზავნა საქართველოში. დავითი ხადაში იმყოფებოდა. ამ დროს მისი ზოგიერთი ერისთავი ყუთლუქშაჰს დანებდა გზამკვლეობაც გაუწია. ყუთლუქშაჰი წინსვლას განაგრძობდა. მონღოლებს ეგონათ, რომ დავით მეფე გველეთში იმყოფებოდა და აქ მდებარე პატარა დასახლებები და სოფლები ხელთ იგდეს. მეფეს ქართლისა და 128 სომხეთის ერისთავები უჭერდნენ მხარს. როდესაც ყუთლუქშაჰმა დავითის ციკარში (ზეკარში ?) ყოფნის შესახებ გაიგო, ჯარი ორად გაყო. დავით მეფემ ეს რომ შეიტყო, ჯარი გააგზავნა და მონღოლთა დაახლოებით ხუთას კაციან ჯარს თავს დაესხა. ბევრი მონღოლი დაიხოცა. ვინც გადარჩა მეფეს მიჰგვარეს. ამავდრულად ციკარის მოპირდაპირედ მდებარე ხადაში ბრძოლა მიმდინარეობდა. ამ ბრძოალში ბექა, შაჰინშაჰი და სხვა დიდებულები მონღოლთა მხარეს იბრძოდნენ, თუმცა მონღოლებმა შედეგს ვერ მიაღწიეს და ხადასკენ უკან დაიხიეს. ყუთლუქშაჰი კი ქართლისკენ გაემართა და გზად ყველაფერი გაანადგურა. ზოგი კი ტყვედ წაიყვანა და გაზან ხანთან დაბრუნდა (K.TS., 2014: 384-386). 1301 წელს ყუთლუქშაჰმა გაზან ხანის ბრძანება მიიღო მთულეთში წასვლის შესახებ. იგი ჯერ თბილისში მოვიდა (Howorth III, 1876-1927:425). ქართველი დიდებულები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მონღოლები კიდევ ერთხელ მიწასთან გაასწორებდნენ საქართველოს, დავით მეფეს ილხანთა დედაქალაქში წასვლას ურჩევდ-ნენ. მეფე ხელშეუხებლობის პირობით ილხანთა დედაქალაქში წასვლას დათანხმდა. გაზან ხანმა პირობა მისცა, რომ თუკი მას ეახლებოდა, მშვიდობიანად შეთანხმდებოდნენ და თავის ქვეყანაში დააბრუნებდა. მიუხედავად ამისა, დავით მეფეს ეშინოდა და გველეთიდან არ მიდიოდა. ქართველი დიდებულები ქვეყანაში სიმშვიდის დასადგუ-რების მიზნით მეფის თანხმობის გადასაცემად ყუთლუქშაჰთან მივიდნენ, რომელმაც ისინი პატივით მიიღო. თუმცა მალევე შეიტყო, მეფის განზრახვის შესახებ და ისე გაბრუნდა გაზანხანთან, რომ აჯანყების ჩახშობა ვერ მოახერხა (K.TS., 2014:386). ამ დროს თოხთა ხანმა ეგვიპტესთან გარკვეული ხნით შეწყვეტილი დიპლომატიური კავშირები გააცოცხლა და პარალელურად კი აზერბაიჯანზე უფლებამოსილების მოთხოვნის მიზნით გაზან ხანთან ელჩი გაგზავნა. ცნობილია, რომ გაზან ხანი ელჩს 1301 წლის 3 მაისს ქუშაფის მახლობლად შეხვდა, როდესაც სირიის მეორე ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. 1301 წლის ნოემბრის შემდეგ თოხთას ჯარებმა დარუბანდის დაკავება სცადეს. გაზან ხანმა, ოქროს ურდოს სახელმწიფოს ჯარი, რომელშიც თოხთაც იმყოფებოდა დაამრცხა და თოხთა ხანი გაიქცა (Fazlullah, 2013:284-287; Özgüdenli, 2009:218). ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს გაზან ხანის მხარდამჭერმა ლეზგმა ამირებმა (Spuler, 1957:113). უნდა აღინიშნოს რომ, ამ დროს ილხანებსა და მამლუქებს შორის ომები გრძელდებოდა, ოქროს ურდოსა და მამლუქებს კი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. გაზან ხანმა ტახტზე ასვლიდან მოკლე ხანში მის ქვეშევრდომობაში მყოფ მონღოლებს წელიწადზე ნაკლები დრო მისცა, რათა მის ლაშქარში გაერთიანებულიყვნენ. რძანება სომეხ და ქართველ მეფეებსა და აღმოსავლეთში მდებარე ქრისტიან მეთაურებსაც გაუგზავნა (Hayton, 2015:154). ადრინდელივით, ქართველთა ლაშქარი კვლავ მონაწილეობდა ილხანებსა და მამლუქთა შორის ბრძოლებში. 1299 წლის ხუმსის ბრძოლაში ამირა ჩობანს ვახტანგ III-ის მეთაურობით ხუთასკაციანი ქართველთა ლაშქარი ეხმარებოდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ქართველები და სომხები მონაწილეობდნენ მამლუქების წინაარმდეგ 1303 წლის ბრძოლაშიც, სადაც დიდი რაოდენობით მებრძოლი დაკარგეს (K.TS., 2014:390-392). 21 21 გაზან ხანის სირიის ბრძოლები და ქართველები ვრცლად იხ: (Özgüdenli, 2009). 129 1298/1299 (Lang, 1955:74) წელს მონღოლებმა გიორგი V ტახტზე აიყვანეს. მიუხედავად ამისა, დავით მეფე აგრძელდება ტახტისთვის ბრძოლას. აწყობდა აჯანყებებს და კავშირი ჰქონდა ოქროს ურდოსთან. მის ძმას ვახტანგს კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ილხანებთან და სირიის ლაშქრობებში გაზან ხანის მხარეს იბრძოდა (Özgüdenli, 2009:201). ვახტანგი, მისმა ძმამ დავითმა დაატყვევა და ჟინოვანის (ჟინვალის) ციხეში გამოკეტა. მოგვიანებით მოახერხა გაქცევა და გაზან ხანს შეაფარა თავი. გაზან ხანმა ვახტანგი სიხარულით მიიღო და საქართველოს ტახტი მას ჩააბარა. ვახტანგი, როგორც მეფე ყუთლუქშაჰთან და ბექას ვაჟთან სარგისთან ერთად თბილისში შევიდა. შაჰინშაჰი პირველი იყო, ვინც თბილისში მეფეს დაემორჩილა (K.TS., 2014:386). ასე რომ, საქართველოს სამი მეფე, დემეტრე II-ის ძე დავითი, გიორგი V და ვახტანგი ჰყავდა (Howorth III, 1876-1927:425).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0