სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1228 ბოლნისის ბრძოლა ხვარაზმელებთან ბოლნისი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

402       ბეჭდვა

1228 ბოლნისის ბრძოლა ხვარაზმელებთან ბოლნისი

ბოლნისის ბრძოლა — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ხვარაზმელების წინააღმდეგ ბოლნისის მახლობლად 1227 ან 1228 წელს. ჯალალედინის 1225-1226 წლების ლაშქრობებით განადგურებამდე მისული საქართველო მეზობელ მუსლიმან მმართველებს (რუმის სულთანს, ხლათის მმართველ შაჰარმენს და სხვა) დაუკავშირდა და ხვარაზმშას წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისსს შეუდგა. ჯალალედინმა დროულად შეიტყო ეს და გადაწყვიტა დაესწრო მოკავშირეებისათვის. თავდაპირველად 1227 წელს ხვარაზმში მუღანის ველზე დაბანაკდა, ხოლო საქართველოს ლაშქარი, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოკავკასიელი მეომრებიც იყვნენ — ნაჭარმაგევში (ისტორიკოს ნესევის ცნობით, ქართველთა ლაშქარი 40 000 აღემატებოდა). ნაჭარმაგევიდან საქართველოს ჯარი თბილისზე გავლით სამხრეთით დაიძრა. ამ დროს ხვარაზმელები უკვე ბოლნისის ხეობაში იდგნენ. ქართველები იძულებული გახდნენ მოკავშირე მაჰმადიანური ქვეყნების ლაშქრის მოსვლამდე შებმოდნენ მტერს, სასტიკ ბრძოლაში დამარცხდნენ და დიდი ზარალით უკუიქცნენ. ჯალალედინმა დაარბია და გაძარცვა საქართველოს სხვადასხვა მხარეები.


ხორეზმი (უზბეკ. Xorazm, სპარს. خوارزم‎) — შუა აზიის უძველესი რეგიონი ცენტრით ამუდარიის ქვემო დინებაში— ოლქი მიწათმოქმედების განვითარებული საირიგაციო სისტემით, ხელოსნობით და ვაჭრობით. ხორეზმზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა. III საუკუნის ბოლოს ხორეზმის დედაქალაქი იყო კიატი; X საუკუნის ბოლოს დედაქალაქი გადატანილ იქნა ურგენჩში. ხვარაზმის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ალ-ბირუნი და იბნ სინა (ავიცენა).


ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (სპარს. جلال الدین منگبرنی Jalāl al-Dīn Menguberdī ან მანკბურნი), საქართველოში უკეთ ცნობილი, როგორც ჯალალედინი — ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი. 1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალაადინ მუჰამად II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. მაგრამ მდინარე ინდთან მას მონღოლები დაეწივნენ და ამალა დაუხოცეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0